გუგლის თვითმოსიარულე ავტომობილი

საინტერესო ვიდეო გავრცელდა უკვე დიდი ხანია ინტერნეტში, თუმცა მე სულ ახლახანს წავაწყდი. საუბარია გუგლის ტექნოლოგიაზე, რომელსაც შეუძლია ავტომობოლი მართოს მძღოლის ჩარევის გარეშე. მიუხედავად ამ ვიდეოსი, გავრცელდა დამატებით ინფორმაცია, რომ გათვლებში დაშვებული შეცდომიდან გამომდინარე, ავტომობილი ხეს შეეჯახა, ერთ-ერთი ტესტის დროს. ეს მარცხი გამოკვლეული იქნება და გამოყენებული იქნება გაგრძელებულ სამუშაოებში. ასეა თუ ისე, ის დრო როდესაც ავტომობილი შეძლებს დამოუკიდებლად მოძრაობას შორს არ არის და რამოდენიმე წელიწადში ამ ფუნქციას ყველა ავტომობილში ვიხილავთ.

Advertisements
გუგლის თვითმოსიარულე ავტომობილი

Google Data Center

ბევრი ფიქრობს იმაზე, თუ რატომ ვენდობით გუგლს. ჩემი მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს. ეს არის მიზეზი რატომაც ვანდობ მათ ჩემს მონაცემებს.

თითოეული სერვერი ეწყობა გუგლის მიერ ლინუქსის ოპერაციული სისტემის ბაზაზე, რომელზეც დაყენებულია პროგრამული და ტექნიკური უზრუნველჰყოფა მხოლოდ ის რაც მას სჭირდება და არაფერი მეტი. როგორც გუგლი აცხადებს, მონაცემები ინახება სხვადასხვა ადგილზე, რაც უზრუნველჰყოფს მონაცემთა უსაფრთხოებას. ფაილებს აქვს ტენქნიკური სახელწოდება რაც გამორიცხავს ადამიანის მიერ მის პოვნას და წაკითხვას.

საინტერესოა ძველი ხისტი დისკების განადგურების პროცედურა, რომელიც ნაჩვენებია ვიდეოზე, რაც იძლევა მონაცემთა დაცულობის დამატებით გარანტიებს. ინტერნეტთან კავშირი დამყარებულია მაღალსიჩქარიანი ოპტიკის მეშვეობით, რომელიც რამდენიმე წყაროდან იკვებება და გამორიცხავს გათიშვას. გენერატორები იძლევიან ასევე კვების უსაფრთხოების გარანტიას.

ხანძრის შემთხვევაში, მონაცემები ერთი ოთახიდან ავტომატურად იწერება მეორე ოთახში რითიც დამატებით იცავს მათ დაკარგვისგან.

დანარჩენი იხილეთ ვიდეოში.

Google Data Center

3D Maps – სამ განზომილებიანი რუკები.

ლაპარაკობდნენ, რომ რუკების ტექნოლოგიები დაიხვეწა, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა ფინიშის გამოცხადება. როგორც ირკვევა  კომპანია c3technologies www.c3technologies.com   სულაც არ გეგმავს გაჩერებას და საზოგადოებას წარმოუდგინა ახალი ტექნოლოგია, რომელიც ჯერ დაინერგება ნოკიაში. რას შემოგვთავაზებენ კონკურენტები ჯერ უცნობია.  უფრო საინტერესო ჯერ წინ არის.

როგორც ირკვევა ამ კომპანიამ გარკვეულ სამხედრო ტექნოლოგიებზე დაფუძნებით შეძლო მონაცემთა დამუშავების ისეთი ტექნოლოგია დაენერგა, რომელიც მათივე განცხადებით დღეისათვის ყველაზე სწრაფად გარდაქმნის სურათებს რეალისტურ მოდელებად.

Using the very latest image analysis techniques, C3 Technologies collects and processes earth imagery data into stunning photorealistic 3D models faster than any other company in the world. Our patented technology is based on state of the art computer vision algorithms developed by some of the best minds on the planet. Our developer tools make access and integration into online and desktop environments straightforward and fast.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია უფრო ახალი და დახვეწილია, ჩანს, რომ მისი ღირებულებაც გაცილებით მაღალია. მსგავსი დამუშავებისთვის ბევრად უფრო მეტი და დეტალური ინფორმაციაა საჭირო. გამოყენების მაგალითები წარმოდგენილია ამ მისამართზე http://www.c3technologies.com/press_resources.php , თუმცა მისი შესაძლებლობები რეალურად შეზღუდულია მხოლოდ არსებული ტექნოლოგიებით.

3D Maps – სამ განზომილებიანი რუკები.

Google-ის და 17 საგამოფენო დარბაზის ინიციატივა.

ძალიან საინტერესო პროექტს წავაწყდი რამდენიმე დღის წინ. კერძოდ, საქმე ეხება გუგლი ბიძიასა და 17 საგამოფენო დარბაზის ერთობლივ პროექტს, რომლებმაც გააციფრულეს ხელოვნების ნიმუშები და განათავსეს ვებ გვერდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაათვალიეროთ თითოეული ნამუშევარი დიდი დაკვირვებით.  პირადად ჩემთვის სხვა ეფექტი აქვს, როდესაც მუზეუმში ვათვალიერებ ნამუშევარს, თუმცა ინტერნეტს ამ შემთხვევაში ორი დადებითი ასპექტი აქვს, კერძოდ კი:

  1. თუ მოისურვებთ უფრო დეტალურად შეისწავლოთ სურათის ისტორია და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, უბრალოდ განაგრძობთ ძებნას ინტერნეტში.
  2. თითოეული სურათის დათვალიერება შეიძლება დიდი დაკვირვებით, რადგან მაღალი ხარისხის სურათებია, რომლებიც გადმოსცემენ ყველა დეტალს.

გადახედეთ და დაათვალიერეთ ნამუშევრები. იმედია მოგვიანებით (თუ ჯერ არ გინახავთ) ყველა მათგანს უშუალოდ მუზეუმშიც ნახავთ.  ამ ვირტუალურ მუზეუმში შეგიძლიათ გადაადგილება და ყველა ოთახის დათვალიერება. რამდენადაც მე მივხვდი, აქ გამოყენებულია Google Street View-ს ტექნოლოგია, რაც ძალიან საინტერესო და ინოვაციურია. ყველაფერთან ერთად, საიტი საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი ვირტუალური გალერეა და განათავსოთ ის თქვენს ვებ გვერდზე. მოკლედ ძალიან საინტერესოა და გისურვებთ წარმატებულ სერფინგს კულტურაში.

ამ ვიდეოში კი შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ ხდებოდა ამ ჩანაფიქრის გაცოცხლება.

http://www.youtube-nocookie.com/v/aYXdEUB0VgQ?fs=1&hl=en_US

საიტის მისამართია: http://www.googleartproject.com/

Google-ის და 17 საგამოფენო დარბაზის ინიციატივა.