ნერვები გვეშლება

ნაგვის გადასახადი და მასთან დაკავშირებული იდიოტური არგუმენტები უკვე ყელში ამოვიდა. უმარტივესი ლოგიკა არ უნდათ რომ გაიგონ და საუბარი იმაზე, რომ ვინმემ რამე არ იცის უაზრობაა. ყველაფერი კეთდება მიზანმიმართულად ხალხის – ჩვენს მოსაწველად.

აი პრიმიტიული ახსნა იმისა, თუ რატომ არის არასწორი ნაგვის გადასახადის მიბმა ელექტრო ენერგიაზე.

  1. ხელფასი 12 თვის მანძილზე ერთი და იგივეა. (მაგ. 1000 ლარი)
  2. კვებაზე ოპტიმალურად ვხარჯავთ საშუალო თანხას. (მაგ. 500 ლარი)
  3. ტრანსპორტზე ვხარჯავთ პირობითად სტაბილურ თანხას, რადგან ყველა თვეში თითქმის ერთი და იგივე რაოდენობის სამუშაო დღეებია. (მაგ. 100 ლარი)
  4. გამოდის, რომ გვჩება 400 ლარი თვეში, საიდანაც ვიხდით დენის, გაზის, დასუფთავების გადასახადს.
  5. თუ ზამთარში გვცივა და ვრთავთ დენის გამათბობელს, თუ უფრო გვიან თენდება და ადრე ღამდება, მაშასადამე მეტი დრო გვაქვს ჩართული განათება. ელექტროენერგია იწვება მეტი და ამ 400 ლარიდან მეტი მიდის დენის გადასახადზე.

მაშინ კითხვა: ის რომ ადრე ბნელდება ამის გამო მეტი ნაგავი მიგროვდება?

პასუხი: უბრალოდ დაგვცინიან

ნერვები გვეშლება

ფოტო განწყობისთვის

თითქოს ამაზრზენი უნდა იყოს, მაგრამ რაღაც მხიარულება შემოაქვს მაინც.

ფოტო განწყობისთვის