ორი ლულა – ქართული ბიზნესი

როდესაც საუბარი მიდის ქართული ბიზნესის ხარისხზე, სულ მახსენდება 2 ლულა და მისი გენიალური მენეჯმენტი. მათთან პიროვნულად შეხება არ მქონია, თუმცა არც მაქვს რაიმე საქმიანი ურთიერთობის დაწყების სურვილი, მას შემდეგ რაც ვნახე თუ როგორ მოპყრობასთან გვაქვს საქმე.

ორ ლულაში ხშირად დავდივარ, ხშირად ანუ კვირაში ერთხელ მაინც. არ დავდივარ მაკდონალდსში, რადგან აქ იმას მაინც ხედავ რაც დევს პროდუქტში, თუმცა მომსახურებით ისეთი “კმაყოფილი” ვარ 2 ლულაში, რომ მეტი მისვლა აღარ მინდა.

აი ორი საინტერესო ამბავი, რომელიც შემემთხვა პირადად ამ “კაფე”-ში, თუმცა ესეც საკითხავია, თუ რატომ არის 2 ლულა კაფე.

ამბავი პირველი: ორი ლულა მენიუ.

დავიწყოთ იმით, რომ ორ ლულაში ჩამოსასხმელი კოკა კოლა ფსელივით არის წყალში გაზავებული. უგაზო წყალწყალა კოკა კოლა, რომლის დალევას ჯობია საერთოდ არ დალიო და/ან დალიო ქილის.

როგორ ფიქრობთ? რა სხვაობაა ფასში 2 ლულა მენიუსა და ინდივიდუალურად აღებულ პროდუქტებს შორის, თუ მენიუს ფასი 9,90-ია?  2 ლარი? 1 ლარი? 50 თეთრი?

არა! ფასში სხვაობა 10 თეთრია. ლოგიკურია ალბათ ჩემი შეკითხვა, რატომ უნდა იყოს საერთოდ სხვაობა თუ ის 10 თეთრზე მეტი არ არის? ამას პასუხი თქვენ გაეცით.

Continue reading “ორი ლულა – ქართული ბიზნესი”

ორი ლულა – ქართული ბიზნესი

ასეთი აზრიანი ინიციატივა დიდი ხანია არ მსმენია

ღრმა ცინიზმი.

ფოტოზე აღბეჭდილია სავარაუდო ინიციატორი/იდეის ავტორი.

12:09 21-06-2011
“ნაციონალური მოძრაობა” დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის დადებით მხარეებზე საუბრობს.
როგორც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკოლოზ ხაჩირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი პირველი მოსმენით კომისიის სხდომაზე განხილულია და ბევრი დადებითი მხარე აქვს. კერძოდ, ხაჩირიშვილის განცხადებით, პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ აღნიშნული სისტემის შემოღების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ისარგებლებს შეღავათებით. გარდა ამისა, ხაჩირიშვილის განცხადებით, ქალაქის უდიდეს ნაწილს, ვინც ხელმოკლედ ცხოვრობს, გაუიაფდება გადასახადი და მესამე, დასუფთავების მოსაკრებლის სისტემა გახდება უფრო ეფექტური.
გარდა ამისა, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ოპონენტებს მოუწოდებს, რომ ზეპირი განცხადებების ნაცვლად, თავად წარმოადგინონ კომუნალური გადასახადის გადახდის უფრო ეფექტური სისტემა.
“ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლის ჯაბა სამუშიას განცხადებით, დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს მიებმება, რაც დასუფთავების გადასახადს 50%-ით გაზრდის.
ჯაბა სამუშიას განმარტებით, ახალი ინიციატივის მიხედვით, მოხმარებული ერთი კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულებას დასუფთავების მოსაკრელის 0,05 ლარი დაერიცხება.
სამუშია მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივით, მოსახლეობას დასუფთავების მოსაკრებელი, მინიმუმ 50%-ით გაუძვირდება. ასევე, აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, უქმდება დასუფთავების მოსაკრებლის სულადობრივი გადასახადი.

ასეთი აზრიანი ინიციატივა დიდი ხანია არ მსმენია

კვების პროდუქცია საქართველოს ბაზარზე

დღეს თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებით მიმდინარეობს იმის დადგენა, თუ რატომ გაიზარდა ფასები პროდუქციაზე და რა გველოდება 2011 წელს. ტელეკომპანია მაესტრო 2011 წლის 13 იანვარს აწარმოებდა მოსახლეობის გამოკითხვას თემაზე: “რამ გამოიწვია საქართველოში ფასების ზრდა?“. თუ ვიტყვით, რომ შესაძლოა შეკითხვა სწორად იყოს დასმული, პასუხების არჩევანი კი ნამდვილად არ იყო დამაკმაყოფილებელი. შემოსული ზარებზე დაკვირვებით, მკვეთრად იგრძნობოდა სუბიექტური მოსაზრებები, რაც ჩვენ მუდმივად გვახასიათებს. გამოთქმული აზრები მიმართული იყო პირადი უკმაყოფილების გამოსახატად და არანაირად არ ასახავდა რეალურ მდგომარეობას. იმან, რომ შეკითხვის შესაძლო პასუხებიც არ იყო სწორად წარმოდგენილი, ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ შედეგიც შეუსაბამო წარმოგვიდგა.

წარმოდგენლი პასუხებს მე აუცილებლად დავამატებდი კიდევ ერთს, რომელიც არის ხელოვნური ფაქტორისა და გლობალური კრიზისის ნაზავი, თუმცა თვითონ პასუხი “გლობალური კრიზისი” უკვე არასწორია, რადგან აქ საუბარია ნედლეულის ღირებულების ზრდაზე მისი უკმარისობიდან გამომდინარე და არა იგივე საბერძნეთში ან ირლანდიაში არსებული კრიზისით. ამავდროულად კრიზისის დროს მსყიდველობითი უნარი მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ან მიწოდება უნდა შემცირდეს ან ფასებმა უნდა დაიწიოს ამა თუ იმ ქვეყანაში. Continue reading “კვების პროდუქცია საქართველოს ბაზარზე”

კვების პროდუქცია საქართველოს ბაზარზე