როგორც სახელმწიფო აფასებს, ისე გვაფასებენ უცხოელი დამქირავებლებიც

დღეს, როგორც ჩვეულებრივ ხდება ვსწავლობდი სახელმწიფო ტენდერებს ჩემთვის საინტერესო თემატიკით. შემთხვევით გადავაწყდი “საქართველოს ეროვნული უშიშრეობის საბჭო”-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერს დასუფთავებაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გამოაცხადა ეს ტენდერი, რადგან მსგავსი ტენდერები დიდი ოდენობით ცხადდება. საგულისხმო აქ მხოლოდ მისი პირობები და ანაზღაურებაა.

1

ტენდერის ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=71028&lang=ge

დააკვირდით გამოცხადებული ტენდერის ღირებულებას და მოდით ერთად დავთვალოთ რამდენად გვაფასებს სახელმწიფო სტრუქტურა ჩვენ როგორც მოქალაქეებს და აქედან გამომდინარე რა შეგვიძლია მოვთხოვოთ უცხოელ დამქირავებელს?

აქ საუბარია დასუფთავებაზე, ჩვეულებრის დალაგებაზე სამუშაო ტერიტორიის და სველი წერტილების, რომლისთვისაც მოთხოვნილია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:

  • მომსახურე პერსონალი არანაკლებ 3 ადამიანი
  • დღის ნებისმიერ დროს მინიმუმ 1 ადამიანის გამოძახება (24 საათის მანძილზე)
  • არასამუშაო დღეს გამოძახების საშუალება ნებისმიერ დროს (24 საათის მანძილზე)
  • სახარჯი მასალების (ქაღალდი, საპონი, საწმენდი საშუალებები) მიწოდება

ახლა მოდით დავტვალოთ რამდენი შეიძლება გამოუვიდეს ხელფასი ამ 3 ადამიანს:

მთლიანი თანხა, რომელიც ტენდერზეა გათვლილი არის 24 000 ლარი, რომელიც სავაჭროა და კიდევ შეიძლება შემცირდეს.

დღგ-ს გარეშე თანხა შეადგენს უხეშად 19500 ლარს.

საშემოსავლო გადასახადის გარეშე თანხა უხეშად შეადგენს 14 500 ლარს

წელიწადში გვაქვს 12 თვე ანუ თვეში გამოყოფილია 1200 ლარი

ანუ სამი ადამიანი საშუალოდ 400 ლარი თითოეულზე.

და ეს ყველაფერი 9 დან 8 საათამდე.

კანონმდებლობა ითხოს 8 საათიან სამუშაო გრაფიკს, სხვა შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებულია დამატებით აუნაზღაუროს თანამშრომელს ხელფასი. რაც ნიშნავს, რომ დამატებით 3 საათის თანხა ამ 400 ლარის ზემოთ ან ამავე თანხიდან უნდა გადაუხადოს დაქირავებულს. ასევე შეუძლია კიდევ დაამატოს ადამიანი, რომელიც დამატებითი დროის სანაცვლოდ იმუშავებს.

 

ახლა კი შეკითხვა, რომელიც ამ პოსტის სათაურიდან გამოდის: ჩვენ ვინმე დაგვაფასებს როგორც დაქირავებულ მუშაკებს, თუ ჩვენი სახელმწიფო არ გვაფასებს როგორც ადამიანებს? 1 ლარი საათში ამ ფასად ადამიანს არ ამუშავებენ.

დიდი მადლობა დაფასებისთვის.

 

Advertisements
როგორც სახელმწიფო აფასებს, ისე გვაფასებენ უცხოელი დამქირავებლებიც

არშემდგარ სახელმწიფოთა სიაში საქართველო 14 საფეხურით დაწინაურდა

ასეთი სიჩქარით პირველ 5-ეულშიც მალე მოვხვდებით.

სრული სია: http://www.foreignpolicy.com/articles/2011/06/17/2011_failed_states_index_interactive_map_and_rankings

არშემდგარ სახელმწიფოთა სიაში საქართველო 14 საფეხურით დაწინაურდა

მაღალი თუ დაბალი?

ყველამ ვიცით, რომ რეკლამირებულია მოსაზრება “თითქოს” საქართველოში ყველაზე დაბალი გადასახადებია, თუმცა თუ არ გადავწყვეტთ ამის გადამოწმებას უფრო საინტერესოა თუ დაფიქრებულა ვინმე, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო ეს? საქმე იმაშია, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ისმის, რომ ბიუჯეტში მოსალოდნელია დეფიციტი, თითქოს იწყება დევნა ფინანსური პოლიციის მხრიდან და ეგრეთწოდებული მეწარმეთა დაყაჩაღების პროცესი, რომელსაც მერე ტელევიზიები, განსაკუთრებით კი ოპოზიციურად განწყობილი არხები მაქსიმალურად გაჰყვირიან მთელ ხმაზე. სიმართლეა ეს თუ არა ეს სულაც არ არის საინტერესო და  იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც შეკითხვა: ხომ არ ჯობდა, თუ ამაში ნაწილი სიმართლე მაინც არის, რომ გადასახადები იმ დონეზე ყოფილიყო რაც უფრო შეესაბამება ჩვენთან არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას? იქნებ და ვინმე დაფიქრდეს ამაზე.

მაღალი თუ დაბალი?

80 მეძავი და ჩვენი მთავრობა.

რაც არ უნდა მოვინდომო, ასეთ საინტერესო ამბებს ვერ მოვიგონებ და ვერც დავწერ როგორც ბლოგერი.  თუმცა ეს სტატია თვითონ არაფერი. უფრო მომეწონა ნი2-ის ინფორმაცია, რომელიც მერე რუსულადაც ითარგმნა (http://kavkaz.ge/2010/11/24/podrobnosti-lissabonskoj-orgii-%E2%80%93-zameshana-delegaciya-rossii/)

ამიტომ პირდაპირ ვაკოპირებ დღის ამბავს 🙂

ქართველები ლისაბონში, მეძავ–ფართი და გაოცებული სარკოზი

ქართული დელეგაციის ხმაურიანი თავგადასავალი ლისაბონში. პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში ჩასულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა წვეულებისთვის  მსუბუქი ყოფაქცევის ოთხმოცამდე ქალი დაიქირავეს. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე გამოცემამ გამოაქვეყნა. მათ შორის ბრიტანულმა „მორნინგ სთარმა“

მომხდარის შესახებ წერს პორტუგალიური ტაბლოიდი  Correio da Manha. მასალაში, რომლის სათაურია – „საქართველომ ლისაბონში  მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავა“- აღნიშნულია, რომ „ლისაბონის ნატოს სამიტში მონაწილეობისთვის ჩასული ქართული დელეგაციის წევრები ქალებს შეუთანხმდნენ და სასტუმროში მათთან ერთად მივიდნენ“. Continue reading “80 მეძავი და ჩვენი მთავრობა.”

80 მეძავი და ჩვენი მთავრობა.

არასწორი სტრატეგია და მისი შედეგები

მაქსიმალურად მოკლედ რომ ვისაუბროთ, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა მოსალოდნელია რომ მნიშვნელოვნად შემცირდება, კერძოდ კი საუბარია ჯანმრთელობის დაზღვევაზე, რომლის კონკურენტული წინადადებების  არჩევანი მნიშვნელოვნად შემცირდება.  სახელმწიფომ საავადმყოფოების ფასადური რემონტის და რეაბილიტაციის სამუშაოების შემდეგ, რომლის სამწუხარო მაგალითია რესპუბლიკური საავადმყოფო, მიიჩნია, რომ მათ მიერ დახარჯული ენერგია და ფულადი სახსრები არ იქნებოდა საკმარისი საავადმყოფოების მისახედად, ამიტომ მათი გაყიდვა დაისახა მიზნად. ჭკვიანი ბიზნესმენი, როგორიც მაგალითად   ავერსის დამფუძნებელი პაატა კურტანიძეა მყისიერად მიხვდებოდა თუ რა უპირატესობა შეიძლება მოიპოვო, როდესაც შენს ხელში ხვდება მთლიანი ჯაჭვი და არა მხოლოდ რამდენიმე რგოლი.

Continue reading “არასწორი სტრატეგია და მისი შედეგები”

არასწორი სტრატეგია და მისი შედეგები