სამლარიანი ბიზნესი

სტატია დაკოპირებულია  წყარო: http://www.tabula.ge/article-20523.html ტაბულა © 2012

ძალიან მომწეონა ეს ჩანაწერი. სამწუხაროდ ასეთები ვართ.

დათო კოვზირიძემ დაწერა ეს სტატია და იმდენად ახლოს არის ჩემს მოსაზრებასთან, რომ უცვლელად ვაკოპირებ:

 

ტოკიოს გარეუბანში ერთი პატარა ტყე ყოფილა, სადაც წლების წინ ადამიანები მიდიოდნენ და თავს იკლავდნენ. მიდიოდნენ იმიტომ, რომ სხვებს პატივს სცემდნენ და არ უნდოდათ, საკუთარი გადაწყვეტილებით შეეწუხებინათ. დროთა განმავლობაში ეს ამბავი ტრადიციასავით იქცა, შესაბამისად, ტყეში სუიციდის მიზნით მიმსვლელთა რაოდენობამ იმატა და ახლა უკვე ახლო-მახლო მცხოვრებნი შეწუხდნენ. მათ ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმართეს. მალე ტყეში ასეთი აბრა გამოჩნდა – აქ თავის მოკვლა აკრძალულია! მას შემდეგ იქ თავი აღარავის მოუკლავს. ეს ინტერნეტში ამოკითხული ისტორია არ გეგონოთ, ტოკიოში მომუშავე ქართველი მოჰყვა და შეიძლება მიმევიწყებინა კიდეც, რომ არა ამას წინათ მოსმენილი მეორე ამბავი: 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში თბილისის რომელიღაც იარაღის მაღაზიაში შევიდა ახალგაზრდა კაცი და გაარკვია, რომ ერთი ტყვია ორი ლარი ღირს. 9 აგვისტოს, როცა საქართველოს საზღვრებს შიგნიდან მიაწყდა გასაქცევად გამზადებული „კაი ბიჭების” მთელი არმია, როცა ჩემ თვალწინ ერთმა ზომიერად ფერხორციანმა, სექსუალურად მომწიფებულმა მამაკაცმა სუპერმარკეტში სამოცი (!) საპონი იყიდა, როცა ზოგიერთები უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ დაკეტილი რესტორნების გამო, ის ახალგაზრდა კაცი ერთხელაც შევიდა იმ მაღაზიაში, ამჯერად უკვე ტყვიების საყიდლად. და იქ მას უთხრეს, რომ ტყვია უკვე ხუთი ლარი ღირს. აი, რა გამოვიდა: იაპონელმა გადაწყვიტა თავის მოკვლა. მაგ დროს, სავარაუდოდ, ძალიან ძნელია რამეზე ფიქრი. მაგრამ იქ, იაპონიაში, ფიქრობენ. ჯერ იყო და, ტყეში მიდიოდნენ. მერე აღარ მიდიოდნენ. ადამიანების, წესის პატივისცემიდან გამომდინარე. ცუნამის შემდეგ იქ ორ ბოთლ წყალზე მეტს არავინ ყიდულობდა, რომ ყველას შეხვედროდა. ხოლო ქართველმა გადაწყვიტა სამტროდ მოსულის მოკვლა. იარაღის მაღაზიაში იფიქრეს, რომ აი, ბიზნესი იქოქება. მტერი საერთოა, მაგრამ სამი ლარი დიდი ფულია. ბევრი სამი ლარი ბევრი საპონია. მალე საპონიც გაძვირდება, ამიტომ ცოტა მოთმინებაა საჭირო და რიხინ-რიხინით გაიყიდება. მანამდე კი რესტორნებიც გაიხსნება. ჰოდა: მოდი რა, ჩვენს ლამაზ სამშობლოს გაუმარჯოს. იმ ურთიერთობებს, სითბოს, იმ მოფერებას, პატივისცემას და ურთიერთსიყვარულს გაუმარჯოს, სხვაგან სანთლითაც რომ ვერ იპოვი. ჩვენ უნიკალური ხალხი ვართ, ძმებო, კაცობას ვფიცავარ, ჩვენ რომ ერთმანეთის გვერდში დგომა ვიცით, ეგეთი ბევრმა ინატროს, ჩვენ რომ ვაჟკაცობა მოგვდგამს, ბოზიშვილი ვიყო, სხვაგან მსგავსი არც სმენიათ. მაგიტომაც მოვედით აქამდე თავაწეულები! ნახეთ, რა ხდება ირგვლივ, იაპონია ცოდვების გამო ღმერთმა დასაჯა, ჩვენ კი ეკლესიას ეკლესიაზე ვაშენებთ. მოდი რა, ფეხზე წამოვუდგეთ ყველას, ვინც აქამდე მოგვიყვანა. ყველას, ვინც სამ ლარად გავყიდეთ!

 

სამლარიანი ბიზნესი

ამერიკული იარაღი საქართველოში

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის კონრესი გეგმავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მოხდება იარაღის საქართველოზე მოწოდება. ყველაზე პრობლემატური ამ ამბავში ის არის, რომ კანონპროექტის მომზადება არ არის საჭირო საქართველოსთვის ავტომატებისა და ტყვიაწამლის მისაცემად და ან თუ არის, მსგავსი რამ უკვე არსებობს, რადგან ამერიკული იარაღი რეალურად არის საქართველოში. ეს საუბრები მას შემდეგ გამწვავდა, რაც დაიწყო საუბარი ირანზე შესაძლო თავდასხმის შესახებ, რომლის დროსაც ამერიკას ესაჭიროება პლაცდარმი თავისი სამხედროებისთვის და მათი თვითმფრინავებისთვის.

როგორ მოსალოდნელი იყო, დაიწყო უაზრო კამათი “მიშმაკებისა” და “ბიძინისტების” მხრიდან, რომლის დროსაც მხოლოდ იმაზეა საუბარი, რა გვირჩევნია იყოს საქართველოში რუსული იარაღი თუ ამერიკული, მაგრამ ვერავინ ვერ ხვდება შემდეგ:

საქართველოსთვის კატასტროფული შედეგი იქნება მიუხედავად იმისა, განთავსდება აქ რუსული თუ ამერიკული რაკეტები, ნებისმიერი ძლიერი საბრძოლო იარაღი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მის წარმოშობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ირანის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და ამასთან ერთად სომხებისთვის და რუსებისთვის ამ ქვეყნის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენთვის ეს სავალალო შედეგს გამოიღებს.

მიაღწევს ამერიკა თავისას თუ ვერა, შეცვლის თუ არა მთავრობას მიუხედავად ამისა, მაინც იქნება ჩვენთან სერიოზული პრობლემები.

კარგად დაფიქრდით, რა შუაშია აქ ივანიშვილი და სააკაშვილი. რუსული და ამერიკული იარაღი.

ამერიკული იარაღი საქართველოში

არშემდგარ სახელმწიფოთა სიაში საქართველო 14 საფეხურით დაწინაურდა

ასეთი სიჩქარით პირველ 5-ეულშიც მალე მოვხვდებით.

სრული სია: http://www.foreignpolicy.com/articles/2011/06/17/2011_failed_states_index_interactive_map_and_rankings

არშემდგარ სახელმწიფოთა სიაში საქართველო 14 საფეხურით დაწინაურდა

ბანკები (საქართველოს ბანკი)

უკვე მერამდენე წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს ბანკის  (http://www.ibank.ge)  კლიენტი ვარ.  ამ ყველაფერზე განსაკუთრებული ფაქტორი იმოქმედეს ჩემმა მეგობრებმა, რომლებმაც გაავსეს ეს ბანკი. იმდენად დიდი დრო გავიდა, რომ სხვა ბანკებში რა ხდება ისიც არ ვიცი. იქნება და სხვაგან უარესი სიტუაციაა ან პირიქით უკეთესი, მე კიდევ კვლავინდებურად ჟიგულით დავდივარ, ან შეიძლება  პირიქით ახალი BMW-თი.

საერთოდ ჩვენთან ყველა სექტორი ჩასვრილია, თუმცა საბანკო სექტორი დიდი რესურსიდან გამომდინარე მაინც უფრო მაღალ დონეზე დგას, თუმცა მაინც არც ისე მაღალზე როგორც უნდა იყოს. მაგალითად TBC-ბანკს მისი მომხმარებლები იმიტომ აგინებენ, რომ სულ რიგებია და ინტერნეტ ბანკინგი თითქმის არ მუშაობს, ან მუშაობს გაუმართავად. საქართველოს ბანკში მართალია ეს პრობლემა მოგვარებულია, თუმცა აშკარად დიდ ბანკებს პატარებთან შედარებით უჭირთ ყველაფრის კონტროლი, მაგალითად რესპუბლიკა ბანკში, როდესაც სადებეტო ბარათს ვადა გასდის, აუცილებლად გატყობინებენ და გთავაზობენ აიღო ახალი. საქართველოს ბანკში უფრო მეტ ენერგიას უაზრო რეკლამებში და PR აქციებში ხარჯავენ, ვიდრე ასეთი თითქოსდა წვრილმანების გამოსწორებაში, რადგან მიუხედავად იმისა, თუ როგორი რეკლამა ექნება ბანკს, მე მაინც მომსახურების ხათრით მივდივარ და არა იმისა სანახავად, თქვენი პროტოტიპი როგორ ხმარობს კონკურენტულ ბანკებს.  ეს ყველაფერი მართლაც  უმნიშვნელოა, თუ არ ჩავთვლით იმას რაც თავს გადამხდა მე, კერძოდ:  Continue reading “ბანკები (საქართველოს ბანკი)”

ბანკები (საქართველოს ბანკი)

სხვაობა ჩინეთსა და საქართველოს შორის.

რა არის ჩინეთში საშუალო ხელფასი?

(სტატია მომზადებულია უცხოური სტატიის გავლენით ავტორზე)

მსყიდველობით უნარზე საუბრისას ძირითადი ფაქტორი მაინც ხელფასია.

ჩინელის საშუალო ხელფასი ნეტო თვეში 100 აშშ დოლარია.
– თანხა გადახდილი საცხოვრებელში 20 აშშ დოლარი.
-კვებაში დახარჯული თანხა 20 აშშ დოლარი.
– თამბაქო 3 აშშ დოლარი.
ისინი არ იხდიან ტრანსპორტის ღირებულებას სამსახურამდე.
მიღებული ხელფასით კი შეუძლიათ თვეში საშუალოდ 300 კგ ბრინჯი ან 200 კგ ბანანი შეიძინონ.

თუ ჩვენთან საშუალო ხელფასი 600 აშშ დოლარია

– ქირა საშუალოდ 300 აშშ დოლარი.
– კვება საშუალოდ 100 აშშ დოლარი.
– ტრანსპორტი  30 აშშ დოლარი.
– ტელევიზია, ტელეფონი, სხვა ხარჯები 70 აშშ დოლარი.
ნეტო თანხა რაც რჩება არის 100$ რითიც შეიძლება იყიდო 400 კგ ბრინჯი ან 250 კილოგრამი ბანანი.

დიდი სხვაობა არ არის. ძირითადი სხვაობა არის მხოლოდ ცხოვრების ხარისხში, თუმცა ღირებულება მაინც უფრო დიდი ჩვენთან ვიდრე სხვაგან.   სწორედ ამიტომ საქართველოში იმპორტირებული საქონლის ღირებულება გაცილებით დაბალია ვიდრე ადგილობრივად წარმოებულის.

სხვაობა ჩინეთსა და საქართველოს შორის.