თბილისი რედისონ ბლუ – ვერანდა ფილინი

5/09/2015

კარგი ვერანდისა თუ რესტორნის ხარისხი მის ზომასა და ადგილმდებარეობაში არ არის გამოხატული. მნიშვნელოვანია მომსახურე პერსონალი და ის თუ რას გთავაზობენ, რაც ჩემი ვიზიტის შემდეგ არ ტოვებს საუკეთესო შთაბეჭდილებას.

მომსახურება:

  1. არაორგანიზებული პერსონალი, რომელსაც როგორც ჩანს არ აქვს განსაზღვრული საკუთარი სამუშაო არეალი. მუდმივად სხვა და სხვა ადამიანები მოდიან და კითხულობენ აიღეს თუ არა შენგან შეკვეთა. ეს მისაღებია პირველ ეტაპზე, სანამ განისაზღვრება ვინ გემსახურება (თუმცა ეს წინასწარ უნდა იყოს ცნობილი) მაგრამ მას შემდეგ რაც უკვე ერთი საათია ადგილი დაკავებული გაქვს მსგავსი მომსახურების ფორმა სერიოზული დისკომფორტია.
  2. შეკვეთის მიღება კლიენტისგან და მისი შესრულება ხანგრძლივი პროცესია. ამას ემატება პერსონალის მხრიდან მუდმივად გამორჩენილი და დავიწყებული მოთხოვნები რაც ერთ მაგიდასთან რამდენჯერმე მეორდება.

ჭურჭელი: 

  1. ასეთი იაფფასიანი ჭურჭლით კლიენტების მომსახურება ელ-დეპო-ს სახინკლეებშიც არ ხდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია არყის ჭიქა, რომელიც ლარიანი მაღაზიის პროდუქტია და კოქტეილის ჭიქა, რომელსაც მსგავს სახელს ვერ დაარქმევ, რომელიც ცალკე თავს იმსახურებს შენიშვნების წიგნში.
  2. კოქტეილის ჭიქა –  სინამდვილეში, ლუდის კათხის სახელურიანი რაღაც გაუგებარი არსება, ხრახნიანი პირით, როგორც თავსახურიან ქილებს აქვს. ძალიან ჰგავს ნახევარ ლიტრიან ქილას, რითიც შაქრიდან დამზადებულ იაფფასიან თაფლს ყიდიან. დაახლოებით ასეთი, როგორიც სურათზეა, იმ განსხვავებით რომ თავზე ხრახნით არის.

კოქტეილის კათხა

საჭმელი და სასმელი: 

აღფრთოვანება არაფერს გამოუწვევია, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი

  1. პიცა – მზარეულის “ორიგინალობით” შექმნილი პიცა თოხლო კვერცხით. ასეთი საზიზღრობა და გაუგებრობა არასოდეს გამისინჯავს.  შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ახალბედა მზარეული თავისი ინიციატივით იგონებს კერძებს და ჩვენ მომხმარებლები ლაბორატორიული ვირთხებივით ექსპერიმენტებში ვიღებთ მონაწილეობას, თუმცა არავინ ამოწმებს მოგვწონს თუ არა ის რასაც გვასინჯებენ. რაფაელ ესპოსიტო საფლავში გადაბრუნდებოდა რომ ენახა მსგავსი ხელოვნების ნიმუში.
  2. ენერგეტიკული არყით – ენერგეტიკული არყით, კვერცხიანი პიცისგან განსხვავებით ბევრს დაულევია, უარყო არყით იშვიათად. საფუძვლიანი ეჭვი მქონდა რომ შიგნით არაყი არ იყო რაც ანგარიშის მოტანის შემდეგ გამართლდა კიდეც. ოფიციანტმა მარტო ენერგეტიკული მოიტანა.

პიცა თოხლო კვერცხით

შევეცადე მომსახურე პერსონალისთვის კიდევ მიმეცა სიტუაციის გამოსწორების შანსი. შევუკვეთე 100 მლ. არაყი. როგორც გამოჩნდა, მზარეულივით პროფესიონალი  იყო ბარმენი (ან ზედმეტად პროფესიონალი) რადგან თვალზე იმდენი არ დამკლებია რომ 50 და 100 გრამი ვერ გავარჩიო ერთმანეთისგან.  შეკითხვაზე იყო თუ არა არაყი მთხოვნილი რაოდენობის, ოფიციანტმა უბრალოდ მხრები აიჩეჩა. 

იმედგაცრუება ანგარიშმაც მომიტანა, რომელსაც არ ვახსენებდი, რომ არა ეს ყველაფერი რაც უკვე ავღნიშნე. ინდივიდუალური კერძის და სასმელის ფასი არა მხოლოდ ყველაზე მაღალი იყო რაც კი მინახავს ნებისმიერ კლუბში ან რესტორანში, არამედ ამავდროულად თურმე გადასახადებსაც არ შეიცავდა და დამატებითი თანხის სახით იყო წარმოდგენილი. (ზოგადად ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მსგავსი ობიექტები გათვლილია უცხოელებზე, რომლებიც არ იხდიან დღგ-ს) საბოლო დაანგარიშებით ერთი 100 მლ. არყის ფასი  ერთი ბოთლის ფასს გაუტოლდა, რისი გადახდაც “მისაღებია” თუ ჯერ ერთი საერთოდ მოგიტანენ შესაბამის რაოდენობას და მეორე – თუ იქნება კარგი გარემო და მომსახურება, რაც ნამდვილად არ არის ამ დაწესებულებაში.

ვერანდის ვიზიტი ნამდვილად დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის და დასამახსოვრებელი, თუმცა არავის ვუსურვებ იგივე გამოცდილება მიიღოს როგორიც მე მივიღე ამ ობიექტის სტუმრობით.

Advertisements
თბილისი რედისონ ბლუ – ვერანდა ფილინი

თაღლაურა – ჩვენ არ ვიცოდით რომ ვცოდავდით.

foursquare_photo_tmp_camera

http://www.taglaura.ge/

მოკლედ მინდა მოგიყვეთ რა გელოდებათ მარხულებს თუ შეჭამთ კიბორჩხალის სალათას ან ამ ხინკალს რომელსაც გთავაზობთ თაღლაურა. კიბორჩხალის ხინკალი ისევე როგორც გაყინული კიბორჩხალის ჩხირები არავითარ კავშირში არ არის კიბორჩხალის ხორცთან.

სინამდვილეში, კიბორჩხალის ჩხირები მზადდება სურიმას თევზის ხორცისგან, რომელიც არის დაბალი ხარისხის თევზის ხორცი. თუმცა თევზის ხორცი ვიცით, რომ ძირითადად სამარხვოა. არის პერიოდები, როცა ეს ასე არ არის.

არც თევზის თემა არ არის პრობლემა, პრობლემა იმაშია, რომ ის ლამაზი შეკრული ჯოხები, რომელსაც ამ თევზისგან ამზადებენ იმისათვის რომ კარგად იყოს შეკრული კვერცხით მზადდება და იმით არის გამაგრებული. რა თქმა უნდა ყოველთვის არის იმის შანსი, რომ ვინმე დაამზადებინოს უკვერცხოდ ეს კიბორჩხალის ჩხირები, მე შეკითხვაზე რისგან მზადდებოდა ისიც მითხრეს, რომ ნამდვილი კრაბის ჩხირებია, თუმცა ეს აბსურდია, რადგან ერთი კრაბიდან ერთი ხინკალიც კი არ გამოვა.

images

თაღლაურა – ჩვენ არ ვიცოდით რომ ვცოდავდით.

ნერვები გვეშლება

არის ასეთი რესტორანი არაგული (http://sharaguli.com.ge) სადაც ვისკი 0.5 ლიტრი (Jack Daniels – სხვათაშორის ჩემი ფავორიტი) ღირს 36 ლარი. ვინც იცის ვისკის ფასი, იმასაც მიხვდება, რომ 36 ლარი უაზროდ იაფია. სავარაუდოდ ფალსიფიცირებული პროდუქტი უნდა იყოს.

მე, ვერ ვარ ვისკის ექსპერტი  და ზოგადად ალკოჰოლის, თუმცა ჯეკის გემო კარგად მესმის. ამიტომ გეტყვით, რომ ვისკი ნამდვილი იყო. ყოველ შემთხვევაში, ყველა იმ ვისკთან (ჯეკთან) შედარებით, რომელიც დამილევია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. საინტერესო სქემა, როგორ შეიძლება გაუყარო კლიენტს თან ორიგინალი ვისკით: გაეცანით დიალოგს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ:

1. კლიენტები, ახალგაზრდა ტიპები, რომლებიც კარგ ხასიათზე არიან.

2. ოფიციანტი – დაყენებული ღიმილით.

3. ბარმენი – სქემებზე მომუშავე ბარმენი.

ოფიციანტი: რას დალევთ?

კლიენტები: არაყი ფინლანდია

ოფიციანტი: ინებეთ, 34 ლარი

კლიენტები: დაიცადეთ ვნახოთ ერთი სხვა რა გაქვთ

კლიენტები 1 წუთის შემდეგ: იცით რა თქვენთან ვისკი Jack Daniels 36 ლარი ღირს და 2 ლარი გულისთვის მოდით ვისკის დავლევთ.

ოციფიანტი: ერთი 0.5-იანი ვისკი კლიენტებს

ბარმენი: არ არის  0.5-იანი მხოლოდ 1 ლიტრიანი გვაქვს.

ოფიციანტი: იცით რა?! 1 ლიტრიანი ბოთლი გვაქვს მხოლოდ და თქვენ ….

(პაუზა) ელოდება რეაქცია

კლიენტები: მოგვიტანეთ რაზეა საუბარი

კლიენტები ვფიქრობთ ამ მომენტში: თუ 0.5 ლიტრიანი სასმელი ღირდა 36 ლარი მაშინ 1 ლიტრიანი ეღირებოდა 72 ლარზე ნაკლები. მოდი დავლიოთ და ვისიამოვნოთ ბარემ.

გავიდა 2 საათი

კლიენტები:   ანგარიში თუ შეიძლება

ოფიციანტი: თქვენი ანგარიშია XX ლარი და XX თეთრი

კლიენტები: ვისკი 120 ლარი  – რააააააააააააააააააააააააა? რატო?

კლიენტები ტროლფეისი:  როგორ დაგვაგოიმეს მოწვი ბიჭო? აბა ჩემი რა გვაჭამეს. ვითომ არ ქონდათ და

დასკვა:  მოტყუვდით და მოგატყუეთ რა გინდათ?

ნერვები გვეშლება