ნერვები გვეშლება

ნაგვის გადასახადი და მასთან დაკავშირებული იდიოტური არგუმენტები უკვე ყელში ამოვიდა. უმარტივესი ლოგიკა არ უნდათ რომ გაიგონ და საუბარი იმაზე, რომ ვინმემ რამე არ იცის უაზრობაა. ყველაფერი კეთდება მიზანმიმართულად ხალხის – ჩვენს მოსაწველად.

აი პრიმიტიული ახსნა იმისა, თუ რატომ არის არასწორი ნაგვის გადასახადის მიბმა ელექტრო ენერგიაზე.

  1. ხელფასი 12 თვის მანძილზე ერთი და იგივეა. (მაგ. 1000 ლარი)
  2. კვებაზე ოპტიმალურად ვხარჯავთ საშუალო თანხას. (მაგ. 500 ლარი)
  3. ტრანსპორტზე ვხარჯავთ პირობითად სტაბილურ თანხას, რადგან ყველა თვეში თითქმის ერთი და იგივე რაოდენობის სამუშაო დღეებია. (მაგ. 100 ლარი)
  4. გამოდის, რომ გვჩება 400 ლარი თვეში, საიდანაც ვიხდით დენის, გაზის, დასუფთავების გადასახადს.
  5. თუ ზამთარში გვცივა და ვრთავთ დენის გამათბობელს, თუ უფრო გვიან თენდება და ადრე ღამდება, მაშასადამე მეტი დრო გვაქვს ჩართული განათება. ელექტროენერგია იწვება მეტი და ამ 400 ლარიდან მეტი მიდის დენის გადასახადზე.

მაშინ კითხვა: ის რომ ადრე ბნელდება ამის გამო მეტი ნაგავი მიგროვდება?

პასუხი: უბრალოდ დაგვცინიან

ნერვები გვეშლება

ქართული რეალობა

მერიამ ყველაზე სწორი Cost Driver იპოვა ნაგვისთვის.

ქართული რეალობა

„მუხლი 171. საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმა

„მუხლი 171. საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმა ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა” – კანონი ამის აკრძალვის შესახებ მომივიდა შიდა ინფორმაცია. როგორც ირკვევა, რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრს გაუვრცელებია განცხადება, რომელის მიხედვითაც მან ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, კერძოდ საუბარია შეჭირვებული მოსახლეობის მიერ ცარიელი ბოთლების მოგროვების პროცესს. სურათზე აღბეჭდილია, თუ როგორ აგროვებს მსოფლიოში პირველი რეფორმატორი ქვეყნის მოსახლეობა გაჭირვების ჟამს ცარიელ ბოთლებს და როგორ იქექება ნაგვის ურნებში.

(გამოყენებული ფოტო ბლოგიდან http://publicorder.wordpress.com)

საქართველოს სახელმწიფო იძულებული გახდა მიეღო კანონი, რომელიც კრძალავს ბოთლებიდან სასმელის სმას და შესაბამისად იგივე კანონის მუხლი გამოყენებული იქნება ბოთლების შემგროვებლების წინააღმდეგ, რაც გამორიცხავს მომავალში მსგავსი განცხადებების გავრცელებას ჩვენი ჩრდილოელი მოწინააღმდეგეების მხრიდან.

„მუხლი 171. საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმა

ასეთი აზრიანი ინიციატივა დიდი ხანია არ მსმენია

ღრმა ცინიზმი.

ფოტოზე აღბეჭდილია სავარაუდო ინიციატორი/იდეის ავტორი.

12:09 21-06-2011
“ნაციონალური მოძრაობა” დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის დადებით მხარეებზე საუბრობს.
როგორც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკოლოზ ხაჩირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი პირველი მოსმენით კომისიის სხდომაზე განხილულია და ბევრი დადებითი მხარე აქვს. კერძოდ, ხაჩირიშვილის განცხადებით, პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ აღნიშნული სისტემის შემოღების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ისარგებლებს შეღავათებით. გარდა ამისა, ხაჩირიშვილის განცხადებით, ქალაქის უდიდეს ნაწილს, ვინც ხელმოკლედ ცხოვრობს, გაუიაფდება გადასახადი და მესამე, დასუფთავების მოსაკრებლის სისტემა გახდება უფრო ეფექტური.
გარდა ამისა, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ოპონენტებს მოუწოდებს, რომ ზეპირი განცხადებების ნაცვლად, თავად წარმოადგინონ კომუნალური გადასახადის გადახდის უფრო ეფექტური სისტემა.
“ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლის ჯაბა სამუშიას განცხადებით, დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს მიებმება, რაც დასუფთავების გადასახადს 50%-ით გაზრდის.
ჯაბა სამუშიას განმარტებით, ახალი ინიციატივის მიხედვით, მოხმარებული ერთი კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულებას დასუფთავების მოსაკრელის 0,05 ლარი დაერიცხება.
სამუშია მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივით, მოსახლეობას დასუფთავების მოსაკრებელი, მინიმუმ 50%-ით გაუძვირდება. ასევე, აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, უქმდება დასუფთავების მოსაკრებლის სულადობრივი გადასახადი.

ასეთი აზრიანი ინიციატივა დიდი ხანია არ მსმენია

ჩრდილის ხელოვნება

ბევრს გინახავთ ალბათ ჩრდილით მანიპულირება, მაგრამ მე საინტერესო დეტალს წავაწყდი, კერძოდ საუბარია ჩრდილისა და ნაგვის ნაზავზე. წერით სისულელე მოგეჩვენება ადამიანს, მაგრამ დააკვირდით ფოტოებს და ვიდეოებს, არიან მართლაც ნიჭიერი ადამიანები. ამ ნამუშევრების ავტორები არიან:  Tim Noble & Sue Webster

ჩრდილის ხელოვნება