იუსტიციის სახლი – ჩაგიჯვით აზროვნებაში

იცით რა არის ამ ლამაზ საიტზე მთავარი? ამდენი ველები რომლითაც ეძებთ ინფორმაციას და კმაყოფილი ხართ მომსახურებით?

პასუხი მარტივია:  არაფერი 

მოკლედ გავაკეთებ აღწერას სიტუაციის:  ჩემმა შპს-მ გამოიყენა სხვისი ქონება საბანკო გარანტიის გასაცემად. ეს ქონება ხელშეკრულებით იპოთეკით “გადავეცით” ბანკს ამ გარანტიის სანაცვლოდ. ჩავაბარეთ საბუთები საჯარო რეესტრში და მივიღეთ ამონაწერი, რომელშიც ეწერა, რომ ქონებაზე არის იპოთეკა. ეს ამონაწერი უბრალოდ ამოვიღეთ საიტიდან. საქმის დასრულების შემდეგ, გავაუქმეთ იპოთეკა და წარმოვიდგინეთ, რომ ამონაწერი უნდა ამოსულიყო სუფთა, თუმცა ასე არ მოხდა და ქონების მესაკუთრეს ამონაწერი უჩანს იპოთეკით.

ყველაზე სასაცილო ამ სიტუაციაში არის ის, რომ თუ ერთი მონაცემით იღებ ამონაწერს მაგალითად მესაკუთრის სახელი და გვარი ამოდის იპოთეკით, ხოლო თუ იღებ განცხადების ნომრით და/ან დაინტერესებული პირით, მაშინ ამოდის სხვა მონაცემი.

 

იუსტიციის სახლის იურისტის ლოგიკა: იცით, ბატონო ქონებაზეა მიბმული მისი მესაკუთრე და არა მესაკუთრეზე ქონება, ამიტომ თუ გნებავთ, რომ ნახოთ “რეალური” ამონაწერი, მაშინ შეიყვანეთ საკადასტრო კოდი ან შეგიძლიათ გადაიხადოთ თანხა თავიდან ამონაწერის განახლების, ოღონდ ეს თანხა უშუალოდ უნდა გადაიხადოს მესაკუთრემ და მხოლოდ ამის შემდეგ ამოვა მისი სახელის და გვარის ჩაწერისას განახლებული ამონაწერი და მანამდე, ყოველ ჯერზე როცა მოქალაქე დაინტერესდება რა ხდება მის ქონებაზე ჯერ უნდა ჩაწეროს თავისი სახელი და გვარი შემდეგ გახსნაას ამონაწერი ამოიწეროს საკადასტრო კოდი, ახალ საძიებო ველში უნდა ჩაწეროს თავიდან საკადასტრო კოდი და ამის შემდეგ თავიდან უნდა მოძებნო ამ კოდით შენი ქონება და აი ამჯერად ამოსული ინფორმაცია უკვე იქნება სწორი.

ასეთი სისულელე სადმე გინახავთ?

აქვს რამე მნიშვნელობა რომელი რომელზეა მიბმული?

 

 

 

იუსტიციის სახლი – ჩაგიჯვით აზროვნებაში

მომავლის (ბანკი) სერვის ცენტრი

საქართველოს ბანკმა express მომსახურების სერვის ცენტრების წარდგენა დაიწყო საზოგადოებისთვის. ამან დამაფიქრა და ვფიქრობ რაზეც მე დავწერ ახლა თვითონაც აქვთ ნაფიქრი (ფლობს ბანკი რამდენიმე ტვინიანს იდეების გენერაციის კუთხით, რომლებსაც შეეძლოთ ამაზე ეფიქრათ და იფიქრეს კიდეც ალბათ, თუმცა ვინ იცის.), მოკლედ შესაძლოა ეს ცოტა ადრეულიც იყოს, შესაძლოა დროულიც.

იდეა: უოპერატორო 24 საათიან 365 დღიან სერვის ცენტრზე, რომელსაც შეუძლია შემდეგი ოპერაციების შესრულება
შესაძლებლობები:

  1. თანხის ანგარიშიდან გამოტანა და  შეტანა
  2. კომუნალური გადასახადების გადახდა
  3. ვალუტის კონვერტაცია
  4. თანხის გადარიცხვა (Ibank ინტეგრაცია ტერმინალში)
  5. ფულადი გზავნილის გაგზავნა და მიღება.
  6. დოკუმენტების ელექტრონული ხელმოწერით დადასტურება.
  7. სამომხმარებლო სესხის გაცემა.

Continue reading “მომავლის (ბანკი) სერვის ცენტრი”

მომავლის (ბანკი) სერვის ცენტრი

MAGTI GSM – მაგთიკომი

არსებობს ასეთი კომპანია BellSouth რომელიც დღეისათვის AT&T-ს ნაწილია. ეს კომპანია რომელიც ძალიან მაგონებს ჩვენს ქართულ მაგთიკომს ძლივს გადაურჩა გაკოტრებას როდესაც ისე იქცეოდა როგორც ჩვენი მაგთუნა. მობილურობა მთავარი პირობაა მსგავსი კომპანიებისთვის, რადგან ტექნოლოგიები ისე სწრაფად იცვლება ამ სექტორში და აქედან გამომდინარე ძირითადად ისე სწრაფად მცირდება, რომ თუ დროულად არ იმოქმედებ ძალიან სწრაფად დარჩები ცარიელი.

BellSouth  თავისი პერიოდისთვის უფრო ძვირადღირებულ მომსახურებას სთავაზობდა  თავის კლიენტებს, როგორც ჩვენი ქართული ანალოგები, რომლებიც სულ მოგვიწოდებდნენ არ დაგვეტოვებინა მათი რიგები, რადგან მათი ხარისხი თურმე ბევრად უკეთესი იყო. ზუსტად იგივეს აკეთებდა BellSouth, რომელიც ზუსტად იგივეს ჰყიდდა რასაც სხვები, თუმცა ხაზგასმას აკეთებდა ხარისხზე. უდაოა, რომ ტექნოლოგია თუ 100%-ით არა 90%-ით მაინც იდენტურია, ხოლო რამდენად კარგი მიღებაა ჩვენი ქალაქის გარეთ სინამდვილეში ყველას მაგრად გვკიდია ყლეზე, რადგან ტყეში წელიწადში 2-3 ჯერ ვხვდებით და ისიც არა იმისთვის, რომ იქიდან ვრეკოთ, ხოლო თბილისელებს, ვაკეში და საბურთალოზე არცერთ მობილურ ოპერატორს არ უჭირს ხაზების დამატება ჩვენი ტელეფონებისთვის. გინახავთ ვინმეს რომელიმე კონკურენტის მიღება ცუდი იყოს საბურთალოზე? ვაკეში? ავლაბარში? ბევრი თქვენგანი გადის ქალაქგარეთ იმისათვის, რომ იქიდან რეკოს ტელეფონზე? ალბათ ხვდები რისი თქმაც მინდა. ყველამ დავინახეთ, რომ თურმე მთელი ამდენი წლის მანძილზე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები დაუღალავად გვტენიდნენ თავიანთ მომსახურებას სულ ცოტა 28 ჯერ უფრო ძვირად. ალბათ თითოეული მათგანი ფიქრობს, რომ მოკლე მეხსიერების მქონე ადამიანებთან აქვს კავშირი, რომლებსაც 1 თეთრიან მომსახურებას სთავაზობს მაშინ როდესაც მანამდე 28 თეთრიანს სთავაზობდა. კომუნიკაციებში როგორც ჩანს იგივე სიტუაციაა როგორც საწვავში,  თუმცა ეს არ არის ამ ჩანაწერის გამომწვევი მიზეზი. მიზეზი სულ სხვა რამეა.   Continue reading “MAGTI GSM – მაგთიკომი”

MAGTI GSM – მაგთიკომი

ბანკები (საქართველოს ბანკი)

უკვე მერამდენე წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს ბანკის  (http://www.ibank.ge)  კლიენტი ვარ.  ამ ყველაფერზე განსაკუთრებული ფაქტორი იმოქმედეს ჩემმა მეგობრებმა, რომლებმაც გაავსეს ეს ბანკი. იმდენად დიდი დრო გავიდა, რომ სხვა ბანკებში რა ხდება ისიც არ ვიცი. იქნება და სხვაგან უარესი სიტუაციაა ან პირიქით უკეთესი, მე კიდევ კვლავინდებურად ჟიგულით დავდივარ, ან შეიძლება  პირიქით ახალი BMW-თი.

საერთოდ ჩვენთან ყველა სექტორი ჩასვრილია, თუმცა საბანკო სექტორი დიდი რესურსიდან გამომდინარე მაინც უფრო მაღალ დონეზე დგას, თუმცა მაინც არც ისე მაღალზე როგორც უნდა იყოს. მაგალითად TBC-ბანკს მისი მომხმარებლები იმიტომ აგინებენ, რომ სულ რიგებია და ინტერნეტ ბანკინგი თითქმის არ მუშაობს, ან მუშაობს გაუმართავად. საქართველოს ბანკში მართალია ეს პრობლემა მოგვარებულია, თუმცა აშკარად დიდ ბანკებს პატარებთან შედარებით უჭირთ ყველაფრის კონტროლი, მაგალითად რესპუბლიკა ბანკში, როდესაც სადებეტო ბარათს ვადა გასდის, აუცილებლად გატყობინებენ და გთავაზობენ აიღო ახალი. საქართველოს ბანკში უფრო მეტ ენერგიას უაზრო რეკლამებში და PR აქციებში ხარჯავენ, ვიდრე ასეთი თითქოსდა წვრილმანების გამოსწორებაში, რადგან მიუხედავად იმისა, თუ როგორი რეკლამა ექნება ბანკს, მე მაინც მომსახურების ხათრით მივდივარ და არა იმისა სანახავად, თქვენი პროტოტიპი როგორ ხმარობს კონკურენტულ ბანკებს.  ეს ყველაფერი მართლაც  უმნიშვნელოა, თუ არ ჩავთვლით იმას რაც თავს გადამხდა მე, კერძოდ:  Continue reading “ბანკები (საქართველოს ბანკი)”

ბანკები (საქართველოს ბანკი)