BMW – ავტოპილოტი ახლოვდება

როგორც ჩანს, ჩემი ფავორიტი შეუერთდა ავტოპილოტების რბოლას. განსხვავებით სხვებისგან, ვვარაუდობ, რომ მათ ვინც ადრე დაიწყო ამ თემაზე მუშაობა ჩემი ფავორიტი მაინც გადაუსწრებს და “დადებს” შედეგს ახალ მოდელებში.

ყველაზე სასიამოვნოა, რომ სწორედ მეხუთე სერიაში იქნება დამონტაჟებული ეს აპარატურა. ამ აპარატურამ უკვე 5000 კილომეტრი გაიარა უშეცდომოდ და იმედია მთეილ ტესტირების პერიოდში ასე იქნება სანამ ჩვენს ავტომობილებში მოხვდება.

Continue reading “BMW – ავტოპილოტი ახლოვდება”

Advertisements
BMW – ავტოპილოტი ახლოვდება

CT-PARK ორგანიზებული – არაორგანიზება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნერვებზე იმოქმედა ამ კომპანიამ. ძველი ჩანაწერი ამავე კომპანიაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://shalikone.wordpress.com/2010/10/12/ct-park/

დიდი მწუხარებით მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად ამდენი დროისა, რაც ეს კომპანია წარმოდგენილია ბაზარზე, მას არაფერი არ შეუცვლია და ყველაფერი ისევ ისეთ ქაქშია როგორც ეს მანამდე იყო. ძნელია დამალო გაოცება, როდესაც უბრალოდ ჯარიმის გადახდა არ არის შესაძლებელი ინტერნეტით, რომ არაფერი ვთქვათ ამ გადახდილი ჯარიმის შესაბამის ადგილზე ასახვისთვის საჭირო არანაკლებ ვიდრე 6 დღე. მაგრამ მივყვეთ პუნქტებად, რადგან მაინც მაქვს იმედი, რომ ამ ჩანაწერს ვინმე ნახავს ამ კომპანიიდან და შეეცდება რამე მაინც გამოასწოროს ჩასვრილ საქმეში. Continue reading “CT-PARK ორგანიზებული – არაორგანიზება.”

CT-PARK ორგანიზებული – არაორგანიზება.

საბეჭდი მანქანის ხელოვნება

საბეჭდი მანქანით არა მხოლოდ ტექსტის ბეჭდვაა შესაძლებელი. ზოგიერთი ადამიანი მას სულ სხვა დანიშნულებით იყენებს.

არსებობს ასეთი პოლ სმიტის ფონდი, სადაც გამოქვეყნებულია ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი.

http://www.paulsmithfoundation.org/main_gallery.html

საბეჭდი მანქანის ხელოვნება

საბეჭდი მანქანა ისტორიას ჩაბარდა 1867-2011

საერთოდ ყველა საუბრობს იმაზე თუ რა გამოიგონეს ახალი, რა ტექნოლოგიები დაინერგა და რა გველოდება მომავალში, თუმცა…

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ გსურთ გქონდეთ  საბეჭდი მანქანა, მაშინ კარგი დროა რომ შეიძინოთ, რადგან უკანასკნელი ქარხანა რომელიც მათ უშვებს წყვეტს მუშაობას. ბოლოს დარჩენილი იყო მხოლოდ 500 ცალი ქარხნის საწყობში, თუმცა ალბათ ესენიც აღარ იქნება. 2009 წელს, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გაჩერდა ქარხანა, რომელიც მას შემდეგ ყიდიდა საწყობში არსებულ ნაშთს. 20 წლის წინ წელიწადში 50 000 ცალს ყიდიდნენ, მაგრამ მას შემდეგ ეს რიცხვი 800 მდე შემცირდა.

თუმცა სულ ასე სავალალოდ არ არის საქმე, როგორც სხვა წყარო იტყობინება. ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ გამოიყენება ციხეებში, სადაც შესაძლებელია კონტრაბანდის კონტროლი. როგორც ირკვევა, კომპანია http://www.swintec.com/ ის ძირითადი კლიენტები ციხეებია. მათთვის ამ მოწყობილობებს სამ ქვეყანაში ამზადებენ. დაათვალიერეთ მათი ვებ გვერდი. საკმაოდ საინტერესო ეგზემპლარებს შეხვდებით.

მათთვის ვინც განსაკუთრებული ფანატიკოსები ხართ. წარმოგიდგენთ საინტერესო ვიდეოს.

Continue reading “საბეჭდი მანქანა ისტორიას ჩაბარდა 1867-2011”

საბეჭდი მანქანა ისტორიას ჩაბარდა 1867-2011

ღვედი!

დღეს დავრწმუნდი, ადამიანების 99% საკუთარი თავისთვისაც კი საქმეს იმ შემთხვევაში აკეთებს თუ აიძულებენ. ჩვენი სიზარმაცე მოგონილი ნამდვილად არ არის. საკმარისი უნდა ყოფილიყო პირველი წინადადების დაწერა, მაგრამ მაშინ რა ბლოგი იქნებოდა ეს ან რა იქნებოდა წასაკითხი.

ჯერ კიდევ როდის დავიწყე უსაფღთხოების ღვედის გამოყენება და ყოველთვის მიმაჩნდა ჩემი თავი უფრო ძვირფასი ვიდრე ნებისმიერი გამოწერილი ჯარიმა. ცოტა არ იყოს სირცხვილიც არის ჯარიმა იმაზე დაგიწერონ რომ არ ზრუნავ საკუთარ თავზე. Continue reading “ღვედი!”

ღვედი!