დამლოცე მამაო

Advertisements
დამლოცე მამაო

პოლიტიკური ტეროტი

დღეს 13.03.2012

თუ ეს პოსტი წლების მერე გადავიკითხე, დღეს გავეცანი ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც დღეისათვის პრეზიტენტობის მსურველი ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრების დაკითხვა მიმდინარეობს და ტიპებს დაკითხვის დროს ტანზე ხდიან.

2022 წელს საინტერესოა რა იქნება.

 

 

პოლიტიკური ტეროტი

პლაგიატობა რეკლამაში

ჟურნალმა ლიბერალმა, თითიდან გამოწოვილი სტატია მიუზღვნა საქართველოს ბანკის რეკლამას, რომელიც ძველი ავტომობილის ახალზე გადაცვლას ეძღვნებოდა. ანა დოლიძის ბლოგში განთავსებულია სტატია: ბორატი საქართველოს ბანკიდან, რომელიც ეძღვნებოდა ქალების უფლების შელახვას და სხვა მსგავს სისულელეს. წარმოუდგენელი ახსნა მოუნახა ავტორმა ამ რეკლამებს და სარეკლამო კომპანია დაადანაშაულა ქალებისადმი არასწორ დამოკიდებულებაში. საერთოდ ფემინისტრური მიდგომები ღუპავს მსოფლიოს და ეს კარგად ჩანს უკვე. დემოკრატიაზე საუბრით ტვინი შეგვიჭამეს და ყველაფერი ნელნელა უკვე “მარაზმში” გადადის, რაც მალე იმაში იქნება გამოხატული, რომ ქალს მოწმის გარეშე ვეღარ დაელაპარაკები.

მაგრამ ამ ჩანაწერში ხაზი მინდა გავუსვა ბანკის სარეკლამო კომპანიის მიერ განხორციელებულ საშინელ პლაგიატობას, რომელიც გამოიხატა მსოფლიოში ცნობილი ავტომწარმოებლის, VW-ის რეკლამის თითქმის იდეალური ასლის შემქნაში. ჩემს მეგობრებთან საუბრისას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ბანკთან დავრწმუნდი, რომ უშუალოდ ბანკმა არ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ ბანკთან არც მაქვს მე პრეტენზია, არამედ იმასთან, რომ არ გახმაურდა ამ სარეკლამო კომპანიის სახელწოდება. თუმცა ყველა სახის რეკლამა რეკლამაა. უარყოფითიც კი მოქმედებს კომპანიის პოპულარიზაციაზე და მალე ამ რეკლამასაც ყველა დაივიწყებს.

ორიგინალი

http://www.youtube-nocookie.com/v/SGhxeSaFvmc?fs=1&hl=en_US

დამახინჯებული ასლი

http://www.youtube-nocookie.com/v/f9HjyJk-HUI?fs=1&hl=en_US

პლაგიატობა რეკლამაში

იუმორი – ისტორია

პატარა  ფრანგულ ქალაქში, რომელიც თავს ტურიზმით ირჩენს, უამინდობის პერიოდში თან კრიზისის გამო კლიენტების სიმცირით გამოწვეულ დეპრესიაში.

საბედნიეროდ ქალაქში მდიდარი ტურისტი ჩამოვიდა და სასტუმროში მივიდა. მისაღებში ავანსად 100 ევრო დატოვა და ოთახის დასათვალიერებლად წავიდა რომელიც მესამე სართულზე იყო.

სასტუმროს მეპატრონემ აიღო ფული და გადაუხადა ხორცის მომწოდებელს ეს 100 ევრო ძველი ვალის გასასტუმრებლად.

ხორცის მომწოდებელი გაემართა ფერმაში და გადაუხადა ფერმერს მისგან აღ ბული ხორცისთვის ფული 100 ევრო, რითიც გაისტუმრა ძველი ვალი.

ფერმერმა ადილობრივ მეძავს გადაუხადა 100 ევრო გაწეული მომსახურებისთვის.

მეძავი გაემართა სასტუმროში და გადაიხადა ნაქირავები ნომრის ფული 100 ევრო.

ამ დროს დაბრუნდა ტურისტი, რომელიც უკმაყოფილო იყო ნომრით, აიღო უკან თავისი 100 ევრო დაწავიდა.

ამ ოპერაციებში მოგება არავის უნახავს, თუმცა ვალი ერთმანეთისადმი არავის აღარ აქვს და ყველა ბედნიერია.

რა მოხდა?

იუმორი – ისტორია