თუ მოიწყინე

თუ მოიწყინე და შენს გვერდით არავინ არ არის, შედი ამ გვერდზე http://thenicestplaceontheinter.net/ და ჩაგეხუტება ჩვეულებრივი ხალხი.

Advertisements
თუ მოიწყინე

მომავლის (ბანკი) სერვის ცენტრი

საქართველოს ბანკმა express მომსახურების სერვის ცენტრების წარდგენა დაიწყო საზოგადოებისთვის. ამან დამაფიქრა და ვფიქრობ რაზეც მე დავწერ ახლა თვითონაც აქვთ ნაფიქრი (ფლობს ბანკი რამდენიმე ტვინიანს იდეების გენერაციის კუთხით, რომლებსაც შეეძლოთ ამაზე ეფიქრათ და იფიქრეს კიდეც ალბათ, თუმცა ვინ იცის.), მოკლედ შესაძლოა ეს ცოტა ადრეულიც იყოს, შესაძლოა დროულიც.

იდეა: უოპერატორო 24 საათიან 365 დღიან სერვის ცენტრზე, რომელსაც შეუძლია შემდეგი ოპერაციების შესრულება
შესაძლებლობები:

  1. თანხის ანგარიშიდან გამოტანა და  შეტანა
  2. კომუნალური გადასახადების გადახდა
  3. ვალუტის კონვერტაცია
  4. თანხის გადარიცხვა (Ibank ინტეგრაცია ტერმინალში)
  5. ფულადი გზავნილის გაგზავნა და მიღება.
  6. დოკუმენტების ელექტრონული ხელმოწერით დადასტურება.
  7. სამომხმარებლო სესხის გაცემა.

Continue reading “მომავლის (ბანკი) სერვის ცენტრი”

მომავლის (ბანკი) სერვის ცენტრი

ინტერნეტი თბილისშიც ჭირს

ანუ ყველა პროვაიდერის თავზეც გავიარე.

ინტერნეტი თბილისშიც ჭირს

კმარა! პორნოგრაფია ქართულ ინტერნეტში

მას შემდეგ რაც ინტერნეტთან დავიწყე ურთიერთობა სულ მომყვება დარდად ის, რომ ქსელი გატენილია პორნოგრაფიის, თუმცა განსაკუთრებით მტკინვეული ეს მას შემდეგ გახდა, რაც ქართველებმაც შეუბერეს ამ მიმართულებით. თუ უცხოური საიტები შედარებით დახურულია, ქართული პორნოგრაფიული შინაარსის საიტები ძირითადად წარმოუდგენლად გარყვნილია. ასეა თუ ისე, უცხოური საიტები მაინც ცდილობს იყოს ნორმის ფარგლებში, თუმცა  ჩვენთან ყველა საშინელება რაც კი შეიძლება წარმოიდგინო წარმოდგენილია ღიად. იმაზე არაფერს ვამბობ რომ გარყვნილების მოთხოვნა ჩვეულებრივი მოვლენაა მომხმარებლების მხრიდან: ადმინ დადევი ოჯახური, და-ძმა, ცხენებთან რომ არიან, პატარა გოგოები და ა.შ. ამაზე ყურადღების გამახვილებაც არ მინდა, თუმცა კიდევ ერთი საშინელება ის არის, რომ იგივე .ge დომენში განთავსებული საიტები ფუნქციონირებს და არ იბლოკება. ალბათ დრო მოვიდა (თუ არ დაგვიანდა უკვე), რომ ქართულმა დომენების რეგისტრატორმა გააუქმოს რეგისტრაცია ისეთ დომენებზე, როგორებიც არის: brazzers.ge, xnx.ge, men.ge, mza.ge, mome.ge და სხვა მრავალი.   დაუჯერებელი იქნება მათი მხრიდან იმის მოსმენა, რომ არ იციან თუ რომელ დომენებზეა განთავსებული პორნო საიტები, რადგან საკმარისია საძიებო სისტემას სწორად მოსთხოვო და მიიღებ თითქმის სრულ სიას მსგავსი საიტების.

საკმაოდ დიდი დროის წინ ბლოგერმა როკო-მ თავის ბლოგში ნაწილობრივ იუმორისტული კუთხით წარმოადგინა ჩანაწერი სახელწოდებით The Best Of: Georgian Porn Providers რომლის გაცნობასაც ასევე გირჩევთ. აქვე წარმოგიდგენთ პატარა ამონარიდებს მისი ჩანაწერიდან: Continue reading “კმარა! პორნოგრაფია ქართულ ინტერნეტში”

კმარა! პორნოგრაფია ქართულ ინტერნეტში