ამერიკული იარაღი საქართველოში

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის კონრესი გეგმავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მოხდება იარაღის საქართველოზე მოწოდება. ყველაზე პრობლემატური ამ ამბავში ის არის, რომ კანონპროექტის მომზადება არ არის საჭირო საქართველოსთვის ავტომატებისა და ტყვიაწამლის მისაცემად და ან თუ არის, მსგავსი რამ უკვე არსებობს, რადგან ამერიკული იარაღი რეალურად არის საქართველოში. ეს საუბრები მას შემდეგ გამწვავდა, რაც დაიწყო საუბარი ირანზე შესაძლო თავდასხმის შესახებ, რომლის დროსაც ამერიკას ესაჭიროება პლაცდარმი თავისი სამხედროებისთვის და მათი თვითმფრინავებისთვის.

როგორ მოსალოდნელი იყო, დაიწყო უაზრო კამათი “მიშმაკებისა” და “ბიძინისტების” მხრიდან, რომლის დროსაც მხოლოდ იმაზეა საუბარი, რა გვირჩევნია იყოს საქართველოში რუსული იარაღი თუ ამერიკული, მაგრამ ვერავინ ვერ ხვდება შემდეგ:

საქართველოსთვის კატასტროფული შედეგი იქნება მიუხედავად იმისა, განთავსდება აქ რუსული თუ ამერიკული რაკეტები, ნებისმიერი ძლიერი საბრძოლო იარაღი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მის წარმოშობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ირანის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და ამასთან ერთად სომხებისთვის და რუსებისთვის ამ ქვეყნის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენთვის ეს სავალალო შედეგს გამოიღებს.

მიაღწევს ამერიკა თავისას თუ ვერა, შეცვლის თუ არა მთავრობას მიუხედავად ამისა, მაინც იქნება ჩვენთან სერიოზული პრობლემები.

კარგად დაფიქრდით, რა შუაშია აქ ივანიშვილი და სააკაშვილი. რუსული და ამერიკული იარაღი.

ამერიკული იარაღი საქართველოში

განსხვავებული ფინალი (Film Festival)

ეს სამი ვიდეო განსხვავებულ ფინალს გიჩვენებთ. შემდეგი ორი ვიდეოს სანახავად დააჭირეთ მეტის ნახვას.

რეკლამები მომზადებულია კინოფესტივალისთვის.

Continue reading “განსხვავებული ფინალი (Film Festival)”

განსხვავებული ფინალი (Film Festival)

აპრილის 15 დღე

კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
ისე არ ამოწყდებიან –
ჯავრი შესჭამონ მტრისანი.
თქვენი ჯერია, ბიჭებო,
ხელი დაიდოთ ხმალზედა,
თორემ ყორნები ძღებიან
წინაპართ ნაომარზედა.
ვაჟკაცნი, მთაში ნაზარდნი,
ომშიაც კი ნახვენ ლხინსა,
მტერსა მტრულად დახვდებიან,
მოკეთეს მოსჭამენ ჭირსა.

ამ წლის აპრილის თვე განსაკუთრებით არაფრით არ გამოირჩეოდა, სანამ სარეზერვო სამსახურის მოსაწვევს არ მივიღებდი. საერთოდ ჯარისადმი დადებითი განწყობა 2003 წლიდან ჩამომიყალიბდა. იყო პერიოდი, როდესაც სწავლის მიტოვებასაც ვაპირებდი და მინდოდა კარიერა სწორედ ამ მიმართულებით გამეგრძელებინა, თუმცა მოგვიანებით აზრი აზრი შევიცვალე სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე და სამოქალაქო სექტორში დარჩენა ვამჯობინე, თუმცა ეს არ არის ამ ეტაპზე მთავარი.

“მოსაწვევის” მიღების შემდეგ დავიწყე მზადება რეზერვისთვის, საკმაოდ უსიამოვნო პერიოდს დაემთხვა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი პერიოდში იყო ძალიამ ნიშვნელოვანი, რის გამოც დიდი ხალისით არ მივდიოდი, თუმცა ვფიქრობდი, რომ მობილურის გამოყენებას შევძლებდი და ამით პრობლემების ნაწილს მაინც გადავჭრიდი.

მოკლედ,  Continue reading “აპრილის 15 დღე”

აპრილის 15 დღე