პოლიტიკოსების მარგალიტები

აქ მინდა თავი მოვუყარო იმ სულელურ გამონათქვამებს, რომლებსაც ხშირად მოვისმენთ ჩვენი პოლიტიკოსებისგან.

ვერა ქობალია – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი



40 ლარი = 10 ევროს ©   დღევანდელი რეალური კურსია – 2.3086
თბილისი – ბათუმი = 160 კმ ©

ბაკურ კვეზერელი – სოფლის მეურნეობის მინისტრი

დედალი ძროხა ©

პოლიტიკოსების მარგალიტები

პოლიტიკოსების მარგალიტები

“საფრანგეთში დაითვალეს, რომ ერთი ბატარეის დატენვა, რაც 160 კილომეტრის დასაფარადაა საკმარისი, სამ ევრომდე ჯდება, ანუ ეს საქართველოს ფასით 5 ლარია და თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლა 5 ლარი დაჯდება””, – განაცხადა ვერა ქობალიამ.

აბა რამდენ შეცდომას იპოვით ჩვენი ღრმად პატივცემული ეკონომიკის მინისტრის განცხადებაში?

პირველწყარო: http://www.interpressnews.ge/ge/politika/153672-mikheil-saakashvilma-meqsikashi-qqnisanisqq-markis-eleqtromanqana-gamoscada.html

პოლიტიკოსების მარგალიტები

მოდელი: მცირე მეწარმეები და მოვაჭრეები

დრო ისე არ გავა, რომ მცირე მოვაჭრეების შესახებ რამე არ გავიგოთ. საუბარია როგორც “გარე მოვაჭრეებზე” ასევე ორგანიზებულ ბაზრობებზე მომუშავე პირებზე, რომლებიც მუდმივად ერთი და იგივეს გაიძახიან, კერძოდ კი: “დაგვიწესეთ ფიქსირებული გადასახადი, რომელსაც ყოველთვიურად გადავიხდით და შეგვეშვით”. ამ ჩანაწერში არა მხოლოდ ამ თემას შევეცდები შევეხო, არამედ ისიც დავადგინო რა შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფო და ხალხის ინტერესების ბალანსით, რომ მსგავსი განხილვები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.

პირველ რიგში ხსენებულ პრობლემას, კერძოდ კი ფიქსირებულ გადასახადს მივუბრუნდეთ. საქმე იმაშია, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ჩემი პირადი მოსაზრებაც ემთხვეოდა იმ აზრს, რომ ნორმალური იქნებოდა ფიქსირებული გადასახადის არსებობა, თუმცა მოგვიანებით ანალიზის შემდეგ იკვეთება, რომ მსგავსი გადასახადის დაწესება არასწორია, რადგან გადასახადის პირობა რეალიზაციაზე არ არის იმდენად პრობლემა რამდენადაც იმპორტის დროს. საქმე იმაშია, რომ იმპორტის დროს ტვირთები ძირითადად ხელბარდით კვეთს საზღვარს. საბუთები, რომლებიც პროდუქციას მოყვება, კერძოდ კი ინვოისი უმეტესად არ არის არც რეალური ინფორმაციის შემცველი და არც სრულყოფილი ინფორმაციის კუთხით.  ამიტომ საჭირო ხდება, რომ იმპორტის პროცესშიც პროდუქცია შეფასდეს სწორად, სწორად შეფასება სტატისტიკური ინფორმაციით ან/და აფასების მეთოდით უნდა ხორციელდებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ წონით პროდუქციის განბაჟება არარეალურია, რადგან ბრენდირებული პროდუქციის ღირებულება ყოველთვის გაცილებით მაღალია და მისი იგივე ფასში განბაჟება არასწორია. Continue reading “მოდელი: მცირე მეწარმეები და მოვაჭრეები”

მოდელი: მცირე მეწარმეები და მოვაჭრეები