რატომ ვმუშაობთ სტანდარტულად 8 საათი?

არასოდეს დაფიქრებულხართ თუ რატომ ვმუშაობთ მაინც და მაინც 8 საათი? არც 7 არც 9 არამედ 8? ნუ ყოველ შემთხვევაში კანონმორჩილები?

Parnell, Samuel Duncan

ეს ყველაფერი სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა. სწორედ მისგან არის გამომდინარე, რომ დღეს 12-14 საათიანი გრაფიკის ნაცვლად დღეში მხოლოდ 8 საათი ვმუშაობთ. მან თავისი მოსაზრება შეიმდეგნაირად ახსნა: ადამიანმა უნდა გამოყოს დღეღამეში 8 საათი სამუშაოდ, 8 საათი ძილისთვის და 8 საათი დასვენებისთვის. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამე დამახინჯდა, მაგრამ არა გერმანიაში, სადაც რეალურად მუშაობას 8 ზე იწყებენ და 5 ზე ამთავრებენ. სწორედ ეს საათები მიუთითა პარნელმაც შამუშაო პერიოდად.

როგორც ირკვევა, 1889 წელს დაწესდა მშრომელთა დღე. ვისაც გაინტერესებთ, თუ რა ბრძოლის გადატანა მოუწია, გაეცანით დამატებით ქვემოთ ღილაკზე  დაჭერით. არ ღირს მისი ბიოგრაფიის თარგმნა. როგორც ჩანს დიდი ბრძოლა მოუხდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ჩვენთვის შეიძლება უინტერესო იყოს, მაინც მადლობა ვუთხრათ ყველამ ერთად ამ ადამიანს მისი დამსახურებისთვის.

Continue reading “რატომ ვმუშაობთ სტანდარტულად 8 საათი?”

რატომ ვმუშაობთ სტანდარტულად 8 საათი?

პარასკევია დღესაო

მათთვის ვინც ჩემსავით შაბათს მუშაობს სხვა რამეს მოვიფიქრებ 🙂

 

პარასკევია დღესაო

დაკვირვება სპორტზე

დავაკვირდი, რომ ადამიანებს და კერძოდ ქართველ კაცებს მიაჩნიათ, რომ აუცილებლად უნდა მოგწონდეს სპორტი. ისინი თავს აჯერებენ რომ ჯობია ფეხბურთის სანახავად სტადიონზე დადიოდე, თუმცა უმეტესობას სულაც არ მოსწონს. უბრალოდ საზოგადოებაში, როცა ერთი იწყებს ლაპარაკს ფეხბურთზე, ისინიც ვალდებულად მიიჩნევენ თავს რომ ჩაერთონ საუბარში. მემგონი ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ უმეტესობას სხვა თემაზე არ შეუძლიათ საუბარი. მემგონი თეატრში არც არის 90% მათგანი ნამყოფი და რაზე უნდა ილაპარაკოს თუ არა ფეხბურთზე?  აქ ხომ შეიძლება სხვისი დაწერილი გადაიკითხო ორ წინადადებაში, ანგარიში გაიგო, ვინ გაიტანა გოლი და შეგიძლია ხშირად უნახავადაც ისაუბრო, სპექტაკლზე ასე არ გამოვა. . .

სასაცილო ისიც არის, რომ რაგბისტებმა, რომლებმაც დაფინანსების და სავარჯიშო მოედნის გარეშე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს, თუმცა არავინ არ იცის მათი სახელები, მაგრამ იციან ქართველი ფეხბურთელების, რომლებმაც დაფინანსების და საუკეთესო მწვრთნელების მიუხედავად მაინც ვერ წაიწიეს წინ უკვე 30 წლის მანძილზე. ალბათ აქ ავადმყოფი შვილის პრინციპი უფრო მუშაობს.

დაკვირვება სპორტზე