საქართველოს ბანკის მორიგი სისულელე

ორი ტრანზაქციის ერთიმეორეს მიყოლებისას საქართველოს ბანკში ანგარიშზე გავედი მინუსში დაახლოებით 1.22$-ით. ამის გამო ყველა ანგარიში დამებლოკა და ვერ ვანხორციელებდი ოპერაციებს.

1. ამიხსენით ვინმემ რისთვის მინდა დედამოტყნული AMEX ბარათი საკრედიტო თუ არ მექნება ამ 2 დოლარამდე თანხის გამო, მისი გამოყენების უფლება?

2. რატომ უნდა შევრცხე კაფეში მეგობრებთან ერთად როცა ვცდილობ გადავიხადო და ბარათი დაბლოკილია?

3. რატომ უშვებს ბანკი მინუსში თუ ხედავს რომ ასეთი პრობლემებია?

4. რატომ არ დევს ლოგიკაში, რომ მინუსი ამექსიდან შეავსოს და არ დაბლოკოს ბარათები?

ქეში რომ არ მქონოდა მართლა შევრცხვებოდი. თქვენი დაუფიქრებელი დებილი დედა ვატირე. რაში მჭირდება გეკითხებით საკრედიტო ბარათი თუ ვერ გამოვიყენებ? საკრედიტო იმისთვის არის რომ როცა ფული არ გაქვს მაშინ შეძლო გამოყენება!!!!!!  ან რატომ უნდა მეუბნებოდეს ღამის 11 საათზე ოპერატორი ბოდიში ყლეზე გვკიდიხარ რაც გინდა ის ქენი  ანგარიშებს არ გაგიბლოკავთო?

საქართველოს ბანკის მორიგი სისულელე

დაკვირვება სპორტზე

დავაკვირდი, რომ ადამიანებს და კერძოდ ქართველ კაცებს მიაჩნიათ, რომ აუცილებლად უნდა მოგწონდეს სპორტი. ისინი თავს აჯერებენ რომ ჯობია ფეხბურთის სანახავად სტადიონზე დადიოდე, თუმცა უმეტესობას სულაც არ მოსწონს. უბრალოდ საზოგადოებაში, როცა ერთი იწყებს ლაპარაკს ფეხბურთზე, ისინიც ვალდებულად მიიჩნევენ თავს რომ ჩაერთონ საუბარში. მემგონი ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ უმეტესობას სხვა თემაზე არ შეუძლიათ საუბარი. მემგონი თეატრში არც არის 90% მათგანი ნამყოფი და რაზე უნდა ილაპარაკოს თუ არა ფეხბურთზე?  აქ ხომ შეიძლება სხვისი დაწერილი გადაიკითხო ორ წინადადებაში, ანგარიში გაიგო, ვინ გაიტანა გოლი და შეგიძლია ხშირად უნახავადაც ისაუბრო, სპექტაკლზე ასე არ გამოვა. . .

სასაცილო ისიც არის, რომ რაგბისტებმა, რომლებმაც დაფინანსების და სავარჯიშო მოედნის გარეშე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს, თუმცა არავინ არ იცის მათი სახელები, მაგრამ იციან ქართველი ფეხბურთელების, რომლებმაც დაფინანსების და საუკეთესო მწვრთნელების მიუხედავად მაინც ვერ წაიწიეს წინ უკვე 30 წლის მანძილზე. ალბათ აქ ავადმყოფი შვილის პრინციპი უფრო მუშაობს.

დაკვირვება სპორტზე

ბანკები (საქართველოს ბანკი)

უკვე მერამდენე წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს ბანკის  (http://www.ibank.ge)  კლიენტი ვარ.  ამ ყველაფერზე განსაკუთრებული ფაქტორი იმოქმედეს ჩემმა მეგობრებმა, რომლებმაც გაავსეს ეს ბანკი. იმდენად დიდი დრო გავიდა, რომ სხვა ბანკებში რა ხდება ისიც არ ვიცი. იქნება და სხვაგან უარესი სიტუაციაა ან პირიქით უკეთესი, მე კიდევ კვლავინდებურად ჟიგულით დავდივარ, ან შეიძლება  პირიქით ახალი BMW-თი.

საერთოდ ჩვენთან ყველა სექტორი ჩასვრილია, თუმცა საბანკო სექტორი დიდი რესურსიდან გამომდინარე მაინც უფრო მაღალ დონეზე დგას, თუმცა მაინც არც ისე მაღალზე როგორც უნდა იყოს. მაგალითად TBC-ბანკს მისი მომხმარებლები იმიტომ აგინებენ, რომ სულ რიგებია და ინტერნეტ ბანკინგი თითქმის არ მუშაობს, ან მუშაობს გაუმართავად. საქართველოს ბანკში მართალია ეს პრობლემა მოგვარებულია, თუმცა აშკარად დიდ ბანკებს პატარებთან შედარებით უჭირთ ყველაფრის კონტროლი, მაგალითად რესპუბლიკა ბანკში, როდესაც სადებეტო ბარათს ვადა გასდის, აუცილებლად გატყობინებენ და გთავაზობენ აიღო ახალი. საქართველოს ბანკში უფრო მეტ ენერგიას უაზრო რეკლამებში და PR აქციებში ხარჯავენ, ვიდრე ასეთი თითქოსდა წვრილმანების გამოსწორებაში, რადგან მიუხედავად იმისა, თუ როგორი რეკლამა ექნება ბანკს, მე მაინც მომსახურების ხათრით მივდივარ და არა იმისა სანახავად, თქვენი პროტოტიპი როგორ ხმარობს კონკურენტულ ბანკებს.  ეს ყველაფერი მართლაც  უმნიშვნელოა, თუ არ ჩავთვლით იმას რაც თავს გადამხდა მე, კერძოდ:  Continue reading “ბანკები (საქართველოს ბანკი)”

ბანკები (საქართველოს ბანკი)