ამერიკული იარაღი საქართველოში

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის კონრესი გეგმავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მოხდება იარაღის საქართველოზე მოწოდება. ყველაზე პრობლემატური ამ ამბავში ის არის, რომ კანონპროექტის მომზადება არ არის საჭირო საქართველოსთვის ავტომატებისა და ტყვიაწამლის მისაცემად და ან თუ არის, მსგავსი რამ უკვე არსებობს, რადგან ამერიკული იარაღი რეალურად არის საქართველოში. ეს საუბრები მას შემდეგ გამწვავდა, რაც დაიწყო საუბარი ირანზე შესაძლო თავდასხმის შესახებ, რომლის დროსაც ამერიკას ესაჭიროება პლაცდარმი თავისი სამხედროებისთვის და მათი თვითმფრინავებისთვის.

როგორ მოსალოდნელი იყო, დაიწყო უაზრო კამათი “მიშმაკებისა” და “ბიძინისტების” მხრიდან, რომლის დროსაც მხოლოდ იმაზეა საუბარი, რა გვირჩევნია იყოს საქართველოში რუსული იარაღი თუ ამერიკული, მაგრამ ვერავინ ვერ ხვდება შემდეგ:

საქართველოსთვის კატასტროფული შედეგი იქნება მიუხედავად იმისა, განთავსდება აქ რუსული თუ ამერიკული რაკეტები, ნებისმიერი ძლიერი საბრძოლო იარაღი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მის წარმოშობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ირანის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და ამასთან ერთად სომხებისთვის და რუსებისთვის ამ ქვეყნის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენთვის ეს სავალალო შედეგს გამოიღებს.

მიაღწევს ამერიკა თავისას თუ ვერა, შეცვლის თუ არა მთავრობას მიუხედავად ამისა, მაინც იქნება ჩვენთან სერიოზული პრობლემები.

კარგად დაფიქრდით, რა შუაშია აქ ივანიშვილი და სააკაშვილი. რუსული და ამერიკული იარაღი.

ამერიკული იარაღი საქართველოში

მებრძოლი ძაღლები

ამ ინფორმაციას რამდენიმე წყაროდან გავეცანი და ძალიან დამაინტერესა. როგორც ირკვევა, ამერიკული სპეცრაზმი, რომელიც ოსამას დაკავება/ლიკვიდაციისთვის იყო გაგზავნილი, გარდა სტანდარტული აღჭურვილობისა შეიარაღებაში ფლობდა სპეციალურ ძაღლებს.

მიმდინარე პერიოდში, ეს ძაღლები განხილულია როგორც ოფიციალური სამხედროები. ძაღლები აღჭურვილი არიან “მძიმე” შეიარაღებით, ღამის ხედვისა და ინფრაწითელი კამერებით. Continue reading “მებრძოლი ძაღლები”

მებრძოლი ძაღლები