Incoterm: CFR or CNF = Cost and Freight

ICC – Incoterms

ხშირად იბადება კითხვა, თუ რა არის CNF ტრანსპორტირების პირობა. CNF არის CFR პირობის ძველი ვარიანტი, რომელიც დღეს-დღეობით უკვე იშვიათად გამოიყენება, თუმცა მათ შორის სხვაობა არ არის.  რაც ნიშნავს, რომ ის ხვდება ჯგუფში C (Group C – Main Carriage Paid) ანუ ძირითადი სატრანსპორტო ხარჯი გაწეულია.

http://www.iccwbo.org/incoterms/

ტრანსპორტირების წესები ნებისმიერი ფორმით ტრანსპორტირებისას

  1. EXW Ex Works
  2. FCA Free Carrier
  3. CPT Carriage Paid To
  4. CIP Carriage And Insurance Paid To
  5. DAT Delivered At Terminal
  6. DAP Delivered At Place
  7. DDP Delivered Duty Paid

წესები საწღვაო ან შიდა, წყლით ტრანპორტირებისთვის.

  1. FAS Free Alongside Ship
  2. FOB Free On Board
  3. CFR Cost And Freight
  4. CIF Cost, Insurance and Freight
Incoterm: CFR or CNF = Cost and Freight

საბაჟო და სოფლის მეურნეობა

დღეისათვის იმპორტის რეჟიმში ტვირთის მოქცევისას საჭიროა ვეტერინარული ნებართვა, რომელსაც გასცემს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვეულებრივ ეს ნორმაა, როდესაც სახელმწიფო ითხოვს ნებართვას პროდუქციის იმპორტზე. საქართველო, თავისი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იყენებს ევროკავშირის მიერ აღიარებული ქარხნების სიას რის მიხედვითაც შემოაქვს აკრძალვები.  ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქართველოს არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ ყველა ექსპორტიორ ქვეყანაში ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები ინფორმაციის გადამოწმებისთვის, თუმცა “ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო” თუ ამ ანდაზას გავიხსენებთ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რისი გამოსწორება შეგვიძლია ჩვენ თვითონ ჩვენთან, რომ ნაკლებად შევაწუხოთ და დავახრჩოთ იმპორტიორები. კერძოდ, წარმოვიდგინოთ შემდეგი მაგალითი: Continue reading “საბაჟო და სოფლის მეურნეობა”

საბაჟო და სოფლის მეურნეობა

საფოსტო გზავნილები & აქციზური ტვირთი.

საფოსტო გზავნილებით პროდუქციის მიღების მოყვარულებმა გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ფოსტით ალკოჰოლური და სხვა აქციზური ტვირთის მიღება. იძულებული გახდებით ტვირთზე უარი თქვათ სახელმწიფოს სასარგებლოდ. მე უკვე შემემთხვა მსგავსი  რამ, როდესაც 2 ბოთლი არაყი გამომიგზავნეს და ბევრი ბრძოლის მიუხედავად იძულებული გავხდი უარი მეთქვა ტვირთზე და განცხადებით გადამეცა სახელმწიფოსთვის.

საფოსტო გზავნილები & აქციზური ტვირთი.

მოზღვავებული საქონლის დასაწყობება

ძირითადი პრობლემა, რასაც შესყიდვების სამსახური აწყდება ეს – ტრანსპორტია. ტრანსპორტირებას ლომის წილი უჭირავს პროდუქციის თვითღირებულებაში, თუმცა ამაში ახალი არაფერი არ არის. მოგვიანებით მე დავუბრუნდები უშუალოდ ტრანსპორტის საკითხებს, თუმცა ამ შემთხვევაში მინდა ხაზი გავუსვა იმ ხარჯებს, რომლებიც ჩნდება დაულაგებელი მოწოდების პერიოდში. ყველაზე ხშირად პრობლემა ჩნდება, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მომავალი გაყინული საქონელი იკრიბება გარდამავალ პორტებში და შემდეგ ერთდროულად მიდის დანიშნულების ადგილზე, თუმცა ამ დროს ტვირთის მეპატრონე, იმ მიზეზით, რომ ვერ უზრუნველჰყოფს საქონლის გაზრდილი რაოდენობით რეალიზაციას რამდენიმე პრობლემას აწყდება, კერძოდ:

  1. გადასახდელია თანხები ტვირთის მისაღებად (Outstanding იგივე Balance Payment)
  2. არ არის საკმარისი სასაწყობო მეურნეობა საქონლის შესანახად
  3. არასაკმარისი ფინანსური რესურსი სახელმწიფოსთან ანგარიშსწორებისთვის (საბაჟო გადასახადი, დღგ, აქციზი და ა.შ. )

Continue reading “მოზღვავებული საქონლის დასაწყობება”

მოზღვავებული საქონლის დასაწყობება