Mansour Bahrami

Mansour Bahrami (მანსურ ბაჰრამი) პატარაობისას ვერ აძლევდა თავს უფლებას შეეძინა ჩოგბურთის ჩოგანი, ამიტომ ტაფით და ცოცხით ვარჯიშობდა.  იგი იმ ილეთებს იმეორებდა, რომლებსაც სპორცმენები ასრულებდნენ, სანამ ბურთების შემგროვებლად მუშაობდა კორტებზე. ერთმა მეგობარმა მას ნახმარი ჩოგანი აჩუქა, რის შემდეგაც მან მთელი დღე ითამაშა, თუმცა საბოლოოდ დაცვამ გამოაგდო მოედნიდან ისე, რომ თან საკუთარი ჩოგნით გალახა.

ასე დაიწყო მანსურ ბაგრამის ისტორია. უცნობილესი საჩოგბურთო გამრთობის.

Advertisements
Mansour Bahrami

STAR WARS (ხომალდი საოფისე ინვენტარით)

გადმოვპოსტავ აქ საინტერესო სტატიას. რეალურად უბრალოდ სურათებია, მაგრამ თუ თქვენ ჩემს მსგავსად გიყვართ ვარსკვლავური ომები, მაშინ ველოდები თქვენგან უკვე დამზადებული ხომალდების სურათებს კომენტარებში.

Continue reading “STAR WARS (ხომალდი საოფისე ინვენტარით)”

STAR WARS (ხომალდი საოფისე ინვენტარით)

Ms DOS თამაშები ვისაც გენატრებათ

მათ ვისაც ჯერ კიდევ გახსოვთ Ms DOS ოპერაციული სისტემა გიჩნდებათ სურვილი ითამაშოთ ძველი თამაშები, თუმცა დღევანდელი ოპერაციული სისტემა არ გაძლევთ ამის საშუალებას გთავაზობთ გადმოიწეროთ და დაიყენოთ პროგრამა DOSBox რომელიც ახდენს ოპერაციული სისტემის სიმულაციას.  რა იმალება სიტყვა სიმულაციის უკან ეს ნაკლებად საინტერესოა, მთავარია რომ საშუალება გეძლევათ ითამაშოთ ძველი თამაშები და ზოგადად გაუშვათ ძველი პროგრამები, რომლებიც მოგენატრათ. მაშ ასე გადმოიწერეთ პროგრამა და გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ბმულები ზოგიერთი ძველი თამაშის გადმოსაწერად და სათამაშოდ.

შემდეგ მისამართზე შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ პროგრამას:
http://www.dosbox.com/wiki/Basic_Setup_and_Installation_of_DosBox

თამაშები თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის 🙂 თუ არ დაგიწუნებენ:
http://www.dosgamesarchive.com/

P.S. ყველა თამაშს უწერია აქვს თუ არა DOSBox_ის მხარდაჭერა.

Ms DOS თამაშები ვისაც გენატრებათ