განბაჟება და შეღავათი

არის მომენტები, როდესაც ტვირთის მიღებისას არ გაქვს საკმარისი რესურსი, რომ მოახდინო მისი განბაჟება.  მიმდინარე ეტაპზე არის ორი გამოსავალი, პირველი იძახის, რომ უნდა იყო ოქროს სიის მონაწილე, თუმცა საშუალო და მცირე ზომის კომპანიისთვის ეს წარმოუდგენელია. მეორე ვარიანტი იძახის, რომ შეგიძლია განბაჟებიდან 5 დღეში გადაიხადო საბაჟო გადასახადი და შესაბამისად დღგ, რაც საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან არ გიწევს თუნდაც იმავე დღეს სირბილი ბანკში რომ წამოიღო გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

სახელმწიფომ ისედაც მშვენივრად იცის, რომ შეუძლებელია ვინმე “გაექცეს” და არ გადაუხადოს თანხა, მით უმეტეს, რომ როგორიც არ უნდა იყოს ტვირთი, იმპორტიორი უბრალოდ ვერ მოასწრებს ამ პერიოდში მის რეალიზაციას და თანხის დახარჯვას.

ამ მეორე პროცედურამ რეალურად გაამარტივა სამუშაო ჩვენთვის როგორც იმპორტიორებისთვის, ამიტომ ახლა მინდა კიდევ ერთი ინიციატივა შემოვიტანო (თუმცა წინა არ იყო ჩემი და ჩემს გამო არავის გაუკეთებია).

მოგვეცით საშუალება, იმპორტის შემდეგ გადავივადოთ იმპორტის გადასახადის და დღგ-ს გადახდა “ნორმის ფარგლებში” (ვგულისხმობ პროცენტს).  სასურველია თუ ეს გადასახადი იქნება 1%-ზე დაბალი თვეში, ანუ რესურსი, რომელიც სახელმწიფომ უნდა გააჩეროს თვეში დამატებით შემოსავალს დაუტოვებს მას და საშუალებას მისცემს იმპორტიორს “შეაგროვოს” გადასახადის გადასახდელად საჭირო თანხები.

ამას რა თქმა უნდა აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც, თუმცა ყველაფრის გამოთვლა და გადაანგარიშებაა შესაძლებელი.

განბაჟება და შეღავათი

საჩუქრების აღრიცხვა ბუღალტრულად.

მოკლე შესავალი: სადისტრიბუციო კომპანია, საქმიანობის პერიოდში გასცემს საჩუქრებს პარტნიორ კომპანიებზე (მაღაზიებზე) და საბოლოო მომხმარებლებზე, რომლის დროსაც დღება საჭიროება ეს ყველაფერი აღრიცხო ბუღალტრულად სწორად. დღეისათვის რამდენიმე კომპანიის შესწავლისას, რომელიც ჩემს მსგავსაც იგივე ოპერაციას ასრულებს, აღმოვაჩინე, რომ უმეტესობა არასწორად აკეთებს. ამიტომ გადავამოწმე და და აღმოჩნდა, რომ ძირითადად არის ორი ტიპის საჩუქარი:

1. საჩუქარი საქონლის სახით, რომელიც გადაეცემა პარტნიორ ორგანიზაციას უსასყიდლოდ. ამ შემთხვევაში იწერება სასაქონლო ზედნადები უშუალოდ საჩუქრის მიმღებზე.

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ პარტნიორ ორგანიზაციას, მიუხედავად იმისა, რომ საქონელი უსასყიდლოდ გადაეცემა, ის მაინც იხდის შესაბამის გადასახადებს თავის მხარეს და ეს მისთვის ჩვეულებრივი მიღებაა საქონლის, რომლის თვითღირებულებაც არის 0 ლარი.

საბოლოო მომხმარებელი, რომელსაც გადავცემთ საჩუქარს არ იბეგრება. არც ჩვენ არ ვართ ვალდებული გადავიხადოთ საშემოსავლო გადასახადი საბოლოო მომხმარებლის ნაცვლად. ანალოგი შეგვიძლია გავავლოთ სატელევიზიო რეკლამასთან, რომლის დროსაც რეკლამის ჩვენებისას ყველა მაყურებელმა, რომელმაც ნახა რეკლამა – უნდა გადაიხადოს გადასახადი (რეკლამის დამკვეთმა), რაც დიდი უაზრობა იქნებოდა. ამიტომ, დამატებით არ არის საჭირო მათი აღრიცხვა, როგორც საჩუქრის მიმღების.

2. სარეკლამო აქტივობის დროს, როდესაც საჩუქრებს გასცემს უშუალოდ თქვენი თანამშრომელი/დაქირავებული პირი. ამ შეთხვევაში მყიდველი და გამყიდველი უნდა იყოთ თქვენ თვითონ სასაქონლო ზედნადებში, თუმცა “მყიდველი”-ს ფაქტიური მისამართის ნაწილში, მითითებული უნდა იყოს სარეკლამო აქციის მიმდინარეობის მისამართი.

საქონლის “ჩამოწერა” ხორციელდება მხოლოდ სარეალიზაციო ფასით. სადაოა საკითხი შეიძლება თუ არა საშუალო შეწონილი ფასით მოხდეს რეალიზაცია.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ უნდა იყოს ნებადართული, თუმცა ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. უნდა იყოს იმიტომ, რომ სხვა და სხვა კლიენტებზე, საქონელი სხვადასხვა ფასით იყიდება და ამ ეტაპზე იგივე ფასდაკლებებიც უნდა იწვევდეს დამატებით შეკითხვებს შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რაც აქამდე არ მომხდარა.

გაითვალისწინეთ: შესაძლოა, სავაჭრო ობიექტმა უსასყიდლოდ მოგცეთ უფლება თქვენი წარმომადგენელი იყოს მის ტერიტორიაზე და ეს უსასყიდლო შეთანხმება მაინც უნდა დაბეგროთ. უდაოდ უაზრობაა იმის დაბეგვრა რაშიც ფულს არ იხდი, თუმცა რადგან ასეა, გამოსავალი არის, რომ თქვენი თანამშრომელი (პრომო გოგონა) იდგეს შენობის გარეთ და ისე გასცემდეს საჩუქრებს, სხვა იდეების მოფიქრებაც შეიძლება რომ მსგავსი ხარჯი აიცილოთ თავიდან.

იმ შემთხვევაში თუ საუბარია რა თქმა უნდა ლოგიკის ფარგლებში საჩუქრების გაცემაზე, ანუ 200 000 იან ბრუნვაში 2% საჩუქრებზე და არა მაშინ როდესაც 100 000 ღირებულების საჩუქრები 200 000 იან ბრუნვაში.

დამატებით:  საქართველოს კანონი  –  რეკლამა

როგორც ყველა კანონი არც ეს გამოირჩვა დიდი შინაარსით, მაგრამ მაინც ღირს წაკითხვა.

საჩუქრების აღრიცხვა ბუღალტრულად.