თაღლაურა – ჩვენ არ ვიცოდით რომ ვცოდავდით.

foursquare_photo_tmp_camera

http://www.taglaura.ge/

მოკლედ მინდა მოგიყვეთ რა გელოდებათ მარხულებს თუ შეჭამთ კიბორჩხალის სალათას ან ამ ხინკალს რომელსაც გთავაზობთ თაღლაურა. კიბორჩხალის ხინკალი ისევე როგორც გაყინული კიბორჩხალის ჩხირები არავითარ კავშირში არ არის კიბორჩხალის ხორცთან.

სინამდვილეში, კიბორჩხალის ჩხირები მზადდება სურიმას თევზის ხორცისგან, რომელიც არის დაბალი ხარისხის თევზის ხორცი. თუმცა თევზის ხორცი ვიცით, რომ ძირითადად სამარხვოა. არის პერიოდები, როცა ეს ასე არ არის.

არც თევზის თემა არ არის პრობლემა, პრობლემა იმაშია, რომ ის ლამაზი შეკრული ჯოხები, რომელსაც ამ თევზისგან ამზადებენ იმისათვის რომ კარგად იყოს შეკრული კვერცხით მზადდება და იმით არის გამაგრებული. რა თქმა უნდა ყოველთვის არის იმის შანსი, რომ ვინმე დაამზადებინოს უკვერცხოდ ეს კიბორჩხალის ჩხირები, მე შეკითხვაზე რისგან მზადდებოდა ისიც მითხრეს, რომ ნამდვილი კრაბის ჩხირებია, თუმცა ეს აბსურდია, რადგან ერთი კრაბიდან ერთი ხინკალიც კი არ გამოვა.

images

თაღლაურა – ჩვენ არ ვიცოდით რომ ვცოდავდით.

♥ თხოვნაა დაგვამატოთ მეგობრებში ♥

თუ ხედავთ სახეს ———–> “მოიწონე”
თუ გწამს ღმერთის ———–> “გაიზიარე”

ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ხდება მასებზე ზემოქმედება. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს ანტირელიგიური პოსტია. სინამდვილეში კი სწორედ ის 25 000 ადამიანია გაერთიანებული ანტირელიგიურ საქმიანობაში, რომლითაც ცდილობენ ადამიანებზე ზემოქმედებას. იმისათვის, რომ დაგანახოთ თუ რატომ არ უნდა მოიწონოთ მსგავსი გვერდები, უმჯობესი იქნება თუ კითხვა-პასუხის რეჯიმში გადავიყვან ამ ცანაწერს, ნაწილობრივ მაინც და თქვენ უფრო მარტივად მიხვდებით სად არის ძაღლის თავი დამარხული.

რატომ იხსნება მსგავსი გვერდები?  Continue reading “♥ თხოვნაა დაგვამატოთ მეგობრებში ♥”

♥ თხოვნაა დაგვამატოთ მეგობრებში ♥

სამლარიანი ბიზნესი

სტატია დაკოპირებულია  წყარო: http://www.tabula.ge/article-20523.html ტაბულა © 2012

ძალიან მომწეონა ეს ჩანაწერი. სამწუხაროდ ასეთები ვართ.

დათო კოვზირიძემ დაწერა ეს სტატია და იმდენად ახლოს არის ჩემს მოსაზრებასთან, რომ უცვლელად ვაკოპირებ:

 

ტოკიოს გარეუბანში ერთი პატარა ტყე ყოფილა, სადაც წლების წინ ადამიანები მიდიოდნენ და თავს იკლავდნენ. მიდიოდნენ იმიტომ, რომ სხვებს პატივს სცემდნენ და არ უნდოდათ, საკუთარი გადაწყვეტილებით შეეწუხებინათ. დროთა განმავლობაში ეს ამბავი ტრადიციასავით იქცა, შესაბამისად, ტყეში სუიციდის მიზნით მიმსვლელთა რაოდენობამ იმატა და ახლა უკვე ახლო-მახლო მცხოვრებნი შეწუხდნენ. მათ ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმართეს. მალე ტყეში ასეთი აბრა გამოჩნდა – აქ თავის მოკვლა აკრძალულია! მას შემდეგ იქ თავი აღარავის მოუკლავს. ეს ინტერნეტში ამოკითხული ისტორია არ გეგონოთ, ტოკიოში მომუშავე ქართველი მოჰყვა და შეიძლება მიმევიწყებინა კიდეც, რომ არა ამას წინათ მოსმენილი მეორე ამბავი: 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში თბილისის რომელიღაც იარაღის მაღაზიაში შევიდა ახალგაზრდა კაცი და გაარკვია, რომ ერთი ტყვია ორი ლარი ღირს. 9 აგვისტოს, როცა საქართველოს საზღვრებს შიგნიდან მიაწყდა გასაქცევად გამზადებული „კაი ბიჭების” მთელი არმია, როცა ჩემ თვალწინ ერთმა ზომიერად ფერხორციანმა, სექსუალურად მომწიფებულმა მამაკაცმა სუპერმარკეტში სამოცი (!) საპონი იყიდა, როცა ზოგიერთები უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ დაკეტილი რესტორნების გამო, ის ახალგაზრდა კაცი ერთხელაც შევიდა იმ მაღაზიაში, ამჯერად უკვე ტყვიების საყიდლად. და იქ მას უთხრეს, რომ ტყვია უკვე ხუთი ლარი ღირს. აი, რა გამოვიდა: იაპონელმა გადაწყვიტა თავის მოკვლა. მაგ დროს, სავარაუდოდ, ძალიან ძნელია რამეზე ფიქრი. მაგრამ იქ, იაპონიაში, ფიქრობენ. ჯერ იყო და, ტყეში მიდიოდნენ. მერე აღარ მიდიოდნენ. ადამიანების, წესის პატივისცემიდან გამომდინარე. ცუნამის შემდეგ იქ ორ ბოთლ წყალზე მეტს არავინ ყიდულობდა, რომ ყველას შეხვედროდა. ხოლო ქართველმა გადაწყვიტა სამტროდ მოსულის მოკვლა. იარაღის მაღაზიაში იფიქრეს, რომ აი, ბიზნესი იქოქება. მტერი საერთოა, მაგრამ სამი ლარი დიდი ფულია. ბევრი სამი ლარი ბევრი საპონია. მალე საპონიც გაძვირდება, ამიტომ ცოტა მოთმინებაა საჭირო და რიხინ-რიხინით გაიყიდება. მანამდე კი რესტორნებიც გაიხსნება. ჰოდა: მოდი რა, ჩვენს ლამაზ სამშობლოს გაუმარჯოს. იმ ურთიერთობებს, სითბოს, იმ მოფერებას, პატივისცემას და ურთიერთსიყვარულს გაუმარჯოს, სხვაგან სანთლითაც რომ ვერ იპოვი. ჩვენ უნიკალური ხალხი ვართ, ძმებო, კაცობას ვფიცავარ, ჩვენ რომ ერთმანეთის გვერდში დგომა ვიცით, ეგეთი ბევრმა ინატროს, ჩვენ რომ ვაჟკაცობა მოგვდგამს, ბოზიშვილი ვიყო, სხვაგან მსგავსი არც სმენიათ. მაგიტომაც მოვედით აქამდე თავაწეულები! ნახეთ, რა ხდება ირგვლივ, იაპონია ცოდვების გამო ღმერთმა დასაჯა, ჩვენ კი ეკლესიას ეკლესიაზე ვაშენებთ. მოდი რა, ფეხზე წამოვუდგეთ ყველას, ვინც აქამდე მოგვიყვანა. ყველას, ვინც სამ ლარად გავყიდეთ!

 

სამლარიანი ბიზნესი

შეკითხვები მოძღვარს

ეს ერთი განსაკუთრებით მომეწონა და აი კიდევ რამდენიმე საინტერესო შეკითხვა:
1. ითვლება თუ არა ცხვირის ოპერაცია ცოდვად?
>შეკითხვა თავისთავად იდიოტურია, მაგრამ პასუხი კიდევ უფრო
“არ ითვლება ცოდვად, მაგრამ საჭიროა მიიღოთ თქვენი მოძღვრისგან კურთხევა.”

2.  მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ისეთი წიგნის წაკითხვა სადაც მთავარი თემა ჯადოქრობაა? ძალიან მაინტერესებს ასეთი წიგნები და ვკითხულობ კიდეც (ჰარი პოტერი, ბეჭდების ბრძანებელი) ამიტომ, მაინტერესებს არის თუ არა ეს ცოდვა?
>წიგნის კითხვა არა მხოლოდ პოტერზე, არაფერზე არ შეიძლება ამ ლოგიკით.
“საქმე მარტო იმაში არ არის, ეს ცოდვა არის თუ არა. ამ შემთხვევაში ადამიანი ასეთი ხასიათის წიგნის კითხვის დროს დემონურ ძალებთან შედის კავშირში მისდაუნებურად და ქვეცნობიერებაზე ეს ყველაფერი მოქმედებს”

 

 

შეკითხვები მოძღვარს