#ფუდმარტი #SPAR ყოველთვის ახალი

image

აბაშიძის ფუდმარტის ხარიახიანი ოროდუქცია. ანუ კოტლეტი ობით. როგორც ჩანს პოპულის დროინდელ ნაგავს ყიდიან.

Advertisements
#ფუდმარტი #SPAR ყოველთვის ახალი

ორი ლულა – ქართული ბიზნესი

როდესაც საუბარი მიდის ქართული ბიზნესის ხარისხზე, სულ მახსენდება 2 ლულა და მისი გენიალური მენეჯმენტი. მათთან პიროვნულად შეხება არ მქონია, თუმცა არც მაქვს რაიმე საქმიანი ურთიერთობის დაწყების სურვილი, მას შემდეგ რაც ვნახე თუ როგორ მოპყრობასთან გვაქვს საქმე.

ორ ლულაში ხშირად დავდივარ, ხშირად ანუ კვირაში ერთხელ მაინც. არ დავდივარ მაკდონალდსში, რადგან აქ იმას მაინც ხედავ რაც დევს პროდუქტში, თუმცა მომსახურებით ისეთი “კმაყოფილი” ვარ 2 ლულაში, რომ მეტი მისვლა აღარ მინდა.

აი ორი საინტერესო ამბავი, რომელიც შემემთხვა პირადად ამ “კაფე”-ში, თუმცა ესეც საკითხავია, თუ რატომ არის 2 ლულა კაფე.

ამბავი პირველი: ორი ლულა მენიუ.

დავიწყოთ იმით, რომ ორ ლულაში ჩამოსასხმელი კოკა კოლა ფსელივით არის წყალში გაზავებული. უგაზო წყალწყალა კოკა კოლა, რომლის დალევას ჯობია საერთოდ არ დალიო და/ან დალიო ქილის.

როგორ ფიქრობთ? რა სხვაობაა ფასში 2 ლულა მენიუსა და ინდივიდუალურად აღებულ პროდუქტებს შორის, თუ მენიუს ფასი 9,90-ია?  2 ლარი? 1 ლარი? 50 თეთრი?

არა! ფასში სხვაობა 10 თეთრია. ლოგიკურია ალბათ ჩემი შეკითხვა, რატომ უნდა იყოს საერთოდ სხვაობა თუ ის 10 თეთრზე მეტი არ არის? ამას პასუხი თქვენ გაეცით.

Continue reading “ორი ლულა – ქართული ბიზნესი”

ორი ლულა – ქართული ბიზნესი

ნერვები გვეშლება

არის ასეთი რესტორანი არაგული (http://sharaguli.com.ge) სადაც ვისკი 0.5 ლიტრი (Jack Daniels – სხვათაშორის ჩემი ფავორიტი) ღირს 36 ლარი. ვინც იცის ვისკის ფასი, იმასაც მიხვდება, რომ 36 ლარი უაზროდ იაფია. სავარაუდოდ ფალსიფიცირებული პროდუქტი უნდა იყოს.

მე, ვერ ვარ ვისკის ექსპერტი  და ზოგადად ალკოჰოლის, თუმცა ჯეკის გემო კარგად მესმის. ამიტომ გეტყვით, რომ ვისკი ნამდვილი იყო. ყოველ შემთხვევაში, ყველა იმ ვისკთან (ჯეკთან) შედარებით, რომელიც დამილევია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. საინტერესო სქემა, როგორ შეიძლება გაუყარო კლიენტს თან ორიგინალი ვისკით: გაეცანით დიალოგს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ:

1. კლიენტები, ახალგაზრდა ტიპები, რომლებიც კარგ ხასიათზე არიან.

2. ოფიციანტი – დაყენებული ღიმილით.

3. ბარმენი – სქემებზე მომუშავე ბარმენი.

ოფიციანტი: რას დალევთ?

კლიენტები: არაყი ფინლანდია

ოფიციანტი: ინებეთ, 34 ლარი

კლიენტები: დაიცადეთ ვნახოთ ერთი სხვა რა გაქვთ

კლიენტები 1 წუთის შემდეგ: იცით რა თქვენთან ვისკი Jack Daniels 36 ლარი ღირს და 2 ლარი გულისთვის მოდით ვისკის დავლევთ.

ოციფიანტი: ერთი 0.5-იანი ვისკი კლიენტებს

ბარმენი: არ არის  0.5-იანი მხოლოდ 1 ლიტრიანი გვაქვს.

ოფიციანტი: იცით რა?! 1 ლიტრიანი ბოთლი გვაქვს მხოლოდ და თქვენ ….

(პაუზა) ელოდება რეაქცია

კლიენტები: მოგვიტანეთ რაზეა საუბარი

კლიენტები ვფიქრობთ ამ მომენტში: თუ 0.5 ლიტრიანი სასმელი ღირდა 36 ლარი მაშინ 1 ლიტრიანი ეღირებოდა 72 ლარზე ნაკლები. მოდი დავლიოთ და ვისიამოვნოთ ბარემ.

გავიდა 2 საათი

კლიენტები:   ანგარიში თუ შეიძლება

ოფიციანტი: თქვენი ანგარიშია XX ლარი და XX თეთრი

კლიენტები: ვისკი 120 ლარი  – რააააააააააააააააააააააააა? რატო?

კლიენტები ტროლფეისი:  როგორ დაგვაგოიმეს მოწვი ბიჭო? აბა ჩემი რა გვაჭამეს. ვითომ არ ქონდათ და

დასკვა:  მოტყუვდით და მოგატყუეთ რა გინდათ?

ნერვები გვეშლება

შეკითხვა კაცებს (ჯერ წაიკითხე მერე უპასუხე)

მინდა დავსვა ერთი პრიმიტიული შეკითხვა, მაგრამ მანამდე პატარა შესავალი თანმიმდევრობით:

  •  ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს.
  • მთელი ღამე ვიტანჯებით სიმშრალით და მეტით
  • მეორე დღეს გვტკივა თავი და გვჭირდება “მკურნალობა”
მკურნალობა გულისხმობს:
  • გამოძინება
  • ნაბეღლავი ან ბორჯომი
  • ცხარე და ცხელი წვნიანი
  • ლუდი და არაყი

ჭკვიანი ადამიანი ამ ყველაფერს მოიმარაგებდა, ძირითადად დასალევს, მაგრამ ერთ დღეს წავაწყდი გამზადებულ ხაშს და ხარჩოს ნიკორას მზარეულისგან, რომელიც საკმაოდ დიდხანს ინახებოდა გაყინულ მდგომარეობაში. (სულ ცოტა 30 დღე) ჩვენ კი სულ ცოტა კვირაში ერთხელ მაინც ვსვამთ ხოლმე.

მე ვუსვამ საკუთარ თავს პირველ რიგში ამ შეკითხვას: რატომ ვერ ვახერხებ რომ “სამკურნალო მასალა” მუდმივად მქონდეს მაცივარში და საყინულეში.  რატომ?

 

შეკითხვა კაცებს (ჯერ წაიკითხე მერე უპასუხე)

სამკურნალო მასალა ანუ ბახუსის წამალი

მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში და ჩაამატეთ თქვენი აზრები როგორც გამოკითხვაში ასევე კომენტარში.

რა არის ბახუსის წამალი?

სამკურნალო მასალა ანუ ბახუსის წამალი

საჭმელი რომელიც უნდა შეჭამო სანამ მოკვდები :)

მაკარი საჭმელი, რომელიც უნდა შეჭამო სანამ მოკვდები.

იგივე სერიიდან

საჭმელი რომელიც უნდა შეჭამო სანამ მოკვდები :)

ფერმიდან მაცივრამდე

გიყვართ
მწვადი?
ქაბაბი?
ხინკალი?
ჩაქაფული?
ჩებურეკი?

მაშინ უყურეთ ამ ვიდეოს და დააფიქსირეთ თქვენი აზრი. მე ვფიქრობ რომ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ჩემი მოსაზრება ხორცთან მიმართებაში არ შეცვლილა. თუმცა რაღაც აუცილებლად არის შესაცვლელი.

ფერმიდან მაცივრამდე