თემო საჯაია – საქართველოს პრეზიდენტი

ყველაზე მეტად ვცდილობ არ მოვხვდე იმ ადამიანების სიაში, რომლებიც არიან პლაგიატები. არაჩვეულებრივი “სკანდალური” სიმღერა, რომელიც პლაგიატობის შედევრია.

უხარისხო ასლი

http://www.youtube-nocookie.com/v/TA7F1M19sRk?fs=1&hl=en_US

ორიგინალი

http://www.youtube-nocookie.com/v/fV4DiAyExN0?fs=1&hl=en_US

Advertisements
თემო საჯაია – საქართველოს პრეზიდენტი

პლაგიატობა რეკლამაში

ჟურნალმა ლიბერალმა, თითიდან გამოწოვილი სტატია მიუზღვნა საქართველოს ბანკის რეკლამას, რომელიც ძველი ავტომობილის ახალზე გადაცვლას ეძღვნებოდა. ანა დოლიძის ბლოგში განთავსებულია სტატია: ბორატი საქართველოს ბანკიდან, რომელიც ეძღვნებოდა ქალების უფლების შელახვას და სხვა მსგავს სისულელეს. წარმოუდგენელი ახსნა მოუნახა ავტორმა ამ რეკლამებს და სარეკლამო კომპანია დაადანაშაულა ქალებისადმი არასწორ დამოკიდებულებაში. საერთოდ ფემინისტრური მიდგომები ღუპავს მსოფლიოს და ეს კარგად ჩანს უკვე. დემოკრატიაზე საუბრით ტვინი შეგვიჭამეს და ყველაფერი ნელნელა უკვე “მარაზმში” გადადის, რაც მალე იმაში იქნება გამოხატული, რომ ქალს მოწმის გარეშე ვეღარ დაელაპარაკები.

მაგრამ ამ ჩანაწერში ხაზი მინდა გავუსვა ბანკის სარეკლამო კომპანიის მიერ განხორციელებულ საშინელ პლაგიატობას, რომელიც გამოიხატა მსოფლიოში ცნობილი ავტომწარმოებლის, VW-ის რეკლამის თითქმის იდეალური ასლის შემქნაში. ჩემს მეგობრებთან საუბრისას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ბანკთან დავრწმუნდი, რომ უშუალოდ ბანკმა არ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ ბანკთან არც მაქვს მე პრეტენზია, არამედ იმასთან, რომ არ გახმაურდა ამ სარეკლამო კომპანიის სახელწოდება. თუმცა ყველა სახის რეკლამა რეკლამაა. უარყოფითიც კი მოქმედებს კომპანიის პოპულარიზაციაზე და მალე ამ რეკლამასაც ყველა დაივიწყებს.

ორიგინალი

http://www.youtube-nocookie.com/v/SGhxeSaFvmc?fs=1&hl=en_US

დამახინჯებული ასლი

http://www.youtube-nocookie.com/v/f9HjyJk-HUI?fs=1&hl=en_US

პლაგიატობა რეკლამაში