ტატიშვილი: უყურადღებობის გამო, იძულებული ვარ გამოვიდე ამერიკის სახელით • ტაბულა

ტატიშვილი: უყურადღებობის გამო, იძულებული ვარ გამოვიდე ამერიკის სახელით • ტაბულა.

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. თავის ერთ ერთ ინტერვიუში ოთარ ჭილაძე ამბობს:

საბერძნეთში იმ სპორტსმენს, რომელიც ომიანობის დროს  მახვილით არ იბრძოდა საბერძნეთისთვის, ოლიმპიადაში  მონაწილეობის უფლებას არ აძლევდნენ. ჩვენმა სპორცმენმა კი, ადვილი შესაძლებელია, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, სხვა ქვეყნის სახელით მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადაში, რაკი მის დაცემულ სამშობლოს მისი შენახვა და უზრუნველყოფა არ შეუძლია.

 

კარგი იქნება თუ ამერიკაში მის წასვლაზე ბოდიში ჩვენი მოსახდელი არ იქნება.  ისეთი ამბით მიუცია ახალგაზრდას ინტერვიუ რომ მეჩვენება უნდა ბოდიში მოვუხადოთ ასე რომ მოუწია.

 

მთლიანი პუბლიკაცია.

 

Continue reading “ტატიშვილი: უყურადღებობის გამო, იძულებული ვარ გამოვიდე ამერიკის სახელით • ტაბულა”

ტატიშვილი: უყურადღებობის გამო, იძულებული ვარ გამოვიდე ამერიკის სახელით • ტაბულა

მსოფლიო ისტორია 10 წუთში

მსოფლიო ისტორია 10 წუთში. როგორ მწარედ ჩნდება და იზრდება რუსეთი. საინტერესოა პოლონეთის ისტორიაც როგორ იცვლება. როგორ ჩნდება და ქრება სახელმწიფოები.

მსოფლიო ისტორია 10 წუთში

თაღლაურა – ჩვენ არ ვიცოდით რომ ვცოდავდით.

foursquare_photo_tmp_camera

http://www.taglaura.ge/

მოკლედ მინდა მოგიყვეთ რა გელოდებათ მარხულებს თუ შეჭამთ კიბორჩხალის სალათას ან ამ ხინკალს რომელსაც გთავაზობთ თაღლაურა. კიბორჩხალის ხინკალი ისევე როგორც გაყინული კიბორჩხალის ჩხირები არავითარ კავშირში არ არის კიბორჩხალის ხორცთან.

სინამდვილეში, კიბორჩხალის ჩხირები მზადდება სურიმას თევზის ხორცისგან, რომელიც არის დაბალი ხარისხის თევზის ხორცი. თუმცა თევზის ხორცი ვიცით, რომ ძირითადად სამარხვოა. არის პერიოდები, როცა ეს ასე არ არის.

არც თევზის თემა არ არის პრობლემა, პრობლემა იმაშია, რომ ის ლამაზი შეკრული ჯოხები, რომელსაც ამ თევზისგან ამზადებენ იმისათვის რომ კარგად იყოს შეკრული კვერცხით მზადდება და იმით არის გამაგრებული. რა თქმა უნდა ყოველთვის არის იმის შანსი, რომ ვინმე დაამზადებინოს უკვერცხოდ ეს კიბორჩხალის ჩხირები, მე შეკითხვაზე რისგან მზადდებოდა ისიც მითხრეს, რომ ნამდვილი კრაბის ჩხირებია, თუმცა ეს აბსურდია, რადგან ერთი კრაბიდან ერთი ხინკალიც კი არ გამოვა.

images

თაღლაურა – ჩვენ არ ვიცოდით რომ ვცოდავდით.

როგორც სახელმწიფო აფასებს, ისე გვაფასებენ უცხოელი დამქირავებლებიც

დღეს, როგორც ჩვეულებრივ ხდება ვსწავლობდი სახელმწიფო ტენდერებს ჩემთვის საინტერესო თემატიკით. შემთხვევით გადავაწყდი “საქართველოს ეროვნული უშიშრეობის საბჭო”-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერს დასუფთავებაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გამოაცხადა ეს ტენდერი, რადგან მსგავსი ტენდერები დიდი ოდენობით ცხადდება. საგულისხმო აქ მხოლოდ მისი პირობები და ანაზღაურებაა.

1

ტენდერის ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=71028&lang=ge

დააკვირდით გამოცხადებული ტენდერის ღირებულებას და მოდით ერთად დავთვალოთ რამდენად გვაფასებს სახელმწიფო სტრუქტურა ჩვენ როგორც მოქალაქეებს და აქედან გამომდინარე რა შეგვიძლია მოვთხოვოთ უცხოელ დამქირავებელს?

აქ საუბარია დასუფთავებაზე, ჩვეულებრის დალაგებაზე სამუშაო ტერიტორიის და სველი წერტილების, რომლისთვისაც მოთხოვნილია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:

  • მომსახურე პერსონალი არანაკლებ 3 ადამიანი
  • დღის ნებისმიერ დროს მინიმუმ 1 ადამიანის გამოძახება (24 საათის მანძილზე)
  • არასამუშაო დღეს გამოძახების საშუალება ნებისმიერ დროს (24 საათის მანძილზე)
  • სახარჯი მასალების (ქაღალდი, საპონი, საწმენდი საშუალებები) მიწოდება

ახლა მოდით დავტვალოთ რამდენი შეიძლება გამოუვიდეს ხელფასი ამ 3 ადამიანს:

მთლიანი თანხა, რომელიც ტენდერზეა გათვლილი არის 24 000 ლარი, რომელიც სავაჭროა და კიდევ შეიძლება შემცირდეს.

დღგ-ს გარეშე თანხა შეადგენს უხეშად 19500 ლარს.

საშემოსავლო გადასახადის გარეშე თანხა უხეშად შეადგენს 14 500 ლარს

წელიწადში გვაქვს 12 თვე ანუ თვეში გამოყოფილია 1200 ლარი

ანუ სამი ადამიანი საშუალოდ 400 ლარი თითოეულზე.

და ეს ყველაფერი 9 დან 8 საათამდე.

კანონმდებლობა ითხოს 8 საათიან სამუშაო გრაფიკს, სხვა შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებულია დამატებით აუნაზღაუროს თანამშრომელს ხელფასი. რაც ნიშნავს, რომ დამატებით 3 საათის თანხა ამ 400 ლარის ზემოთ ან ამავე თანხიდან უნდა გადაუხადოს დაქირავებულს. ასევე შეუძლია კიდევ დაამატოს ადამიანი, რომელიც დამატებითი დროის სანაცვლოდ იმუშავებს.

 

ახლა კი შეკითხვა, რომელიც ამ პოსტის სათაურიდან გამოდის: ჩვენ ვინმე დაგვაფასებს როგორც დაქირავებულ მუშაკებს, თუ ჩვენი სახელმწიფო არ გვაფასებს როგორც ადამიანებს? 1 ლარი საათში ამ ფასად ადამიანს არ ამუშავებენ.

დიდი მადლობა დაფასებისთვის.

 

როგორც სახელმწიფო აფასებს, ისე გვაფასებენ უცხოელი დამქირავებლებიც