Heineken – გვასწავლა როგორ უნდა ჩავატაროთ გასაუბრება

Heineken – გვასწავლა როგორ უნდა ჩავატაროთ გასაუბრება

თუ მოიწყინე

თუ მოიწყინე და შენს გვერდით არავინ არ არის, შედი ამ გვერდზე http://thenicestplaceontheinter.net/ და ჩაგეხუტება ჩვეულებრივი ხალხი.

თუ მოიწყინე

ორი ლულა – ქართული ბიზნესი

როდესაც საუბარი მიდის ქართული ბიზნესის ხარისხზე, სულ მახსენდება 2 ლულა და მისი გენიალური მენეჯმენტი. მათთან პიროვნულად შეხება არ მქონია, თუმცა არც მაქვს რაიმე საქმიანი ურთიერთობის დაწყების სურვილი, მას შემდეგ რაც ვნახე თუ როგორ მოპყრობასთან გვაქვს საქმე.

ორ ლულაში ხშირად დავდივარ, ხშირად ანუ კვირაში ერთხელ მაინც. არ დავდივარ მაკდონალდსში, რადგან აქ იმას მაინც ხედავ რაც დევს პროდუქტში, თუმცა მომსახურებით ისეთი “კმაყოფილი” ვარ 2 ლულაში, რომ მეტი მისვლა აღარ მინდა.

აი ორი საინტერესო ამბავი, რომელიც შემემთხვა პირადად ამ “კაფე”-ში, თუმცა ესეც საკითხავია, თუ რატომ არის 2 ლულა კაფე.

ამბავი პირველი: ორი ლულა მენიუ.

დავიწყოთ იმით, რომ ორ ლულაში ჩამოსასხმელი კოკა კოლა ფსელივით არის წყალში გაზავებული. უგაზო წყალწყალა კოკა კოლა, რომლის დალევას ჯობია საერთოდ არ დალიო და/ან დალიო ქილის.

როგორ ფიქრობთ? რა სხვაობაა ფასში 2 ლულა მენიუსა და ინდივიდუალურად აღებულ პროდუქტებს შორის, თუ მენიუს ფასი 9,90-ია?  2 ლარი? 1 ლარი? 50 თეთრი?

არა! ფასში სხვაობა 10 თეთრია. ლოგიკურია ალბათ ჩემი შეკითხვა, რატომ უნდა იყოს საერთოდ სხვაობა თუ ის 10 თეთრზე მეტი არ არის? ამას პასუხი თქვენ გაეცით.

Continue reading “ორი ლულა – ქართული ბიზნესი”

ორი ლულა – ქართული ბიზნესი