CT-PARK ორგანიზებული – არაორგანიზება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნერვებზე იმოქმედა ამ კომპანიამ. ძველი ჩანაწერი ამავე კომპანიაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://shalikone.wordpress.com/2010/10/12/ct-park/

დიდი მწუხარებით მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად ამდენი დროისა, რაც ეს კომპანია წარმოდგენილია ბაზარზე, მას არაფერი არ შეუცვლია და ყველაფერი ისევ ისეთ ქაქშია როგორც ეს მანამდე იყო. ძნელია დამალო გაოცება, როდესაც უბრალოდ ჯარიმის გადახდა არ არის შესაძლებელი ინტერნეტით, რომ არაფერი ვთქვათ ამ გადახდილი ჯარიმის შესაბამის ადგილზე ასახვისთვის საჭირო არანაკლებ ვიდრე 6 დღე. მაგრამ მივყვეთ პუნქტებად, რადგან მაინც მაქვს იმედი, რომ ამ ჩანაწერს ვინმე ნახავს ამ კომპანიიდან და შეეცდება რამე მაინც გამოასწოროს ჩასვრილ საქმეში. Continue reading “CT-PARK ორგანიზებული – არაორგანიზება.”

Advertisements
CT-PARK ორგანიზებული – არაორგანიზება.

ბიზნესი და მზადება Just Note for me

დისტრიბუციასა და ვაჭრობაში, აუცილებლად არის გასათვალისწინებელი 3 მნიშვნელოვანი ფაქტორი:

1. სეზონურობა – ივლისის მეორე ნახევარი, აგვისტო, სექტემბრის პირველი ნახევარი

როდესაც ვაჭრობა დავარდნილია ძალიან.

2. სეზონურობა – ზამთარი

უეცრად მოსულმა თოვლმა შეიძლება გაგაჩეროს. მოუმზადებელი მანქანები (საბურავები), მოყინული გზა.

3. სეზონურობა – იანვარი

დაბალი ვაჭრობა თითქმის ყველა სექტორში, როდესაც მთელი ფული დეკემბერში უკვე დაიხარჯა და იანვარში სუხარზეა ხალხი გადასული.

ბიზნესი და მზადება Just Note for me

საგარანტიო თანხები მცირე მეწარმეებისგან

სულ რაღაც გასაერთობზე ვწერ ამ ბოლო დროს და გადავწყვიტე ცოტა სერიოზულ თემას მივკიდო ხელი, რომელიც ასე აწუხებს მწარმოებლებს და იმპორტიორებს, კერძოდ კი საუბარია მაღაზიებისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხების შემოღების აუცილებლობაზე, როგორც სადეპოზიტო ფორმით, ასევე სადაზღვევო ალტერნატივით.

დღეისათვის ბევრმა არ იცის, რომ ჩვეულებრივი უბნის მაღაზიები, რომელბიც ასე მრავლად არის ჩვენს გარშემო ყოველგვარი ვალდებულების გარეშე მუშაობენ, კერძოდ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ბოქლომი დაადონ მაღაზიას და შემდეგ მთელი თვეებია საჭირო, რომ იპოვნო, შემდეგ საჩივარი შეიტანო და დაელოდო თუ როდის გექნება შესაძლებლობა ამოიღო შენი კუთვნილი თანხა და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებთ, რომ კანონით მინიჭებული უფლება შეიძლება ვერც გამოიყენო, რადგან ინდივიდუალურ მეწარმეს სახელის უკან არც არაფერი გააჩნდეს.

დიდ წარმატებად მიაჩნდა ყველას კომპანიის რეგისტრაციის გამარტივების პროცესი, თუმცა ამ სიმარტივეს ბევრი უარყოფითი თვისება ჰქონდა თავიდანვე და ახლაც მკვეთრად ჩანს ეს ყველაფერი. მაგალითად, გერმანიაში, კომპანიის რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და ითხოვს საგარანტიო თანხის არსებობას, რომელიც გარკვეულ დაზღვევას უკეთებს პარტნიორ კომპანიას.

აუცილებელია, რომ საქართველოში დროულად შემოვიდეს მოთხოვნა მსგავს სავაჭრო ობიექტებთან მიმართებაში საგარანტიო თანხის არსებობასთან დაკავშირებით. კერძოდ მოდელი შეიძლება იყოს შემდეგნაირად:

  1. სავალდებულო უნდა იყოს სავაჭრო ლიცენზიის არსებობა, რომელიც “კორუფციის” თავიდან აცილების მიზნით უნდა იყოს უფასო ან ფიქსირებული ღირებულების, კერძოდ არანაკლებ 500 ლარისა 1 კვირაში და შემდეგ მზარდი დაჩქარებული მომსახურებისთვის.
  2. სავალდებულო უნდა იყოს დეპოზიტის არსებობა, რომელიც დაიბლოკება კომპანიის არსებობის პერიოდში და ასე იქნება მანამ სანამ არ დასრულდება კომპოანიის ლიკვიდაციის პროცესი.
  3. დეპოზიტის ალტერნატივა შეიძლება იყოს სადაზღვევო პოლისი, რომელიც შესაძლებელი იქნება მიიღო ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს მსგავს მომსახურებას.
რისკებს, რომლებსაც ავიცილებთ და გავლენა საბოლოო მომხმარებელზე.
  1. მაღაზიები “არ გარბიან და არ იკარგებიან” საქონელთან და ფულთან ერთად.
  2. სადისტრიბუციო კომპანიების წილი შეტანილ საჩივრებზე სასამართლოებში და აღმასრულებლებთან მცირდება მკვეთრად.
  3. სადისტრიბუციო კომპანიები ამცირებენ თავიანთ ფასნამატში საქონელზე მსგავსი რისკის ღირებულებას, რაც არანაკლებ 5%-ის არის.
  4. შემცირდება მაღაზიების რაოდენობა, რაც ბიზნესს გაამსხვილებს და შესაბამისად შეამცირებს დისტრიბუციის ხარჯებს, რაც ასევე აისახება საბოლოო მომხმარებლებზე.
ეს ყველაფერი მინიმუმ 5 დან 10 %-მდე შეამცირებს ბაზარზე საქონლის ღირებულებას, რაც ჩვენს მოგაძვალტყავებულ მოსახლეობას მნიშვნელოვნად შეეხიდება.
საგარანტიო თანხები მცირე მეწარმეებისგან

ასეთი აზრიანი ინიციატივა დიდი ხანია არ მსმენია

ღრმა ცინიზმი.

ფოტოზე აღბეჭდილია სავარაუდო ინიციატორი/იდეის ავტორი.

12:09 21-06-2011
“ნაციონალური მოძრაობა” დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის დადებით მხარეებზე საუბრობს.
როგორც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკოლოზ ხაჩირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი პირველი მოსმენით კომისიის სხდომაზე განხილულია და ბევრი დადებითი მხარე აქვს. კერძოდ, ხაჩირიშვილის განცხადებით, პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ აღნიშნული სისტემის შემოღების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ისარგებლებს შეღავათებით. გარდა ამისა, ხაჩირიშვილის განცხადებით, ქალაქის უდიდეს ნაწილს, ვინც ხელმოკლედ ცხოვრობს, გაუიაფდება გადასახადი და მესამე, დასუფთავების მოსაკრებლის სისტემა გახდება უფრო ეფექტური.
გარდა ამისა, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ოპონენტებს მოუწოდებს, რომ ზეპირი განცხადებების ნაცვლად, თავად წარმოადგინონ კომუნალური გადასახადის გადახდის უფრო ეფექტური სისტემა.
“ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლის ჯაბა სამუშიას განცხადებით, დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს მიებმება, რაც დასუფთავების გადასახადს 50%-ით გაზრდის.
ჯაბა სამუშიას განმარტებით, ახალი ინიციატივის მიხედვით, მოხმარებული ერთი კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულებას დასუფთავების მოსაკრელის 0,05 ლარი დაერიცხება.
სამუშია მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივით, მოსახლეობას დასუფთავების მოსაკრებელი, მინიმუმ 50%-ით გაუძვირდება. ასევე, აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, უქმდება დასუფთავების მოსაკრებლის სულადობრივი გადასახადი.

ასეთი აზრიანი ინიციატივა დიდი ხანია არ მსმენია

ინტელექტუალური საკუთრებების ობიექტები

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები სასაქონლო ნიშნების მიხედვით (რეგისტრაცია)

იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ბიზნესი პარალელური იმპორტებისგან, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით აუცილებელია მისი რეგისტრაცია. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულია გარკვეული რაოდენობის პროდუქცია, რომლის იმპორტის განხორციელება შეუძლებელია საავტორო უფლებების ან ზოგადად სავაჭრო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე.

სასაქონლო ნიშანს აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. უძველესი დროიდან არსებობდა სპეციალური დამღები, რომელიც  ეკუთვნოდა ამა თუ იმ პროდუქციის  მწარმოებელს. “სასაქონლო ნიშნის” მზარდი მნიშვნელობა თანამედროვე კომერციულ საქმიანობაში განაპირობა გაძლიერებულმა კონკურენციამ იმ ფირმებს შორის, რომლებიც ეწევიან ბიზნესს ერთდროულად რამოდენიმე ქვეყანაში. სასაქონლო ნიშნების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან საქონლის მწარმოებელი, საქონლის ხარისხი და ფასი. სასაქონლო ნიშანი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი რეკლამა საქონლის მიწოდებისას და მომხმარებელსა მწარმოებელს შორის კონტაქტის დამყარების საშუალება. დაცული “სასაქონლო ნიშნის” საშუალებით შესაძლებელია სამომხმარებლო ბაზრის დაცვა ყალბი საქონლისგან. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა  საქართველოში სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლებების დაცვა, რაშიც  მონაწილეობას იღებენ საბაჟო ორგანოები. დღეისათვის შემოსავლების სამსახურის მიერ დარეგისტრირებულია რამოდენიმე სასაქონლო ნიშანი და საბაჟო ორგანოები ახორციელებენ მათ იმპორტ-ექსპორტზე კონტროლს. Continue reading “ინტელექტუალური საკუთრებების ობიექტები”

ინტელექტუალური საკუთრებების ობიექტები

ბიზნესის რეგისტრაცია – სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა რეესტრის სამსახურმა. ბევრს ალბათ არც უნახავს. ციფრები და გრაფიკები ძალიან ლამაზია. მხოლოდ ორი შეკითხვა გიჩნდება ამ ანალიზის შესწავლის შემდეგ:

1. რა არის საშუალო ბრუნვა რეგისტრირებული საწარმოების?
2. რამდენ რეგისტრირებულ სუბიექტს დღიდან დაარსებისა ჰქონდა 500 ლარზე ნაკლები ბრუნვა ჯამში?

2010 წელს 12 თვეში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების მთლიან რაოდენობაში 74.0%-ს შეადგენენ ინდივიდუალური მეწარმეები (ანუ ყოველი 100 ბიზნეს სუბიექტიდან 74 რეგისტრირდება ინდივიდუალური მეწარმის სახით), 23.7%-ს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები და 2.0%-ს – არასამეწარმეო იურიდიული პირები.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გასაგებია, თუ რა ბიზნესის მაშტაბებია საქართველოში და რატომ არ სურს მსხვილ უცხოურ კომპანიებს საქართველოში სერიოზული ინვესტიციების განხორციელება. თუმცა, ის, რომ უცხოური მსხვილი კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით თავს არ იკლავენ სიახლე არ არის, თუმცა სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია, კერძოდ: Continue reading “ბიზნესის რეგისტრაცია – სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი”

ბიზნესის რეგისტრაცია – სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი