ლექსები კახეთზე და კახელებზე

ურიცხვი ვარამის მნახველები,
სხედან,ბუბუნებენ დინჯი კახელები,
არაპირმოთნე და საქმენაღდები,
სხედან მკერდსა შინა პატარა ნაღმებით.
თითქოს აფასებენ ნაჯაფ-ნახელავებს,
დროდადრო კოჟრიან ხელებს დახედავენ,
დროდადრო თითქოსდა… ოცნებას აპურებენ,
ზეცას კრძალვითა და კდემით აჰყურებენ.
ალაზნის ველივით დაფიქრებულები…
დამუნჯებულები სათქმელით ულევით…
მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა,
აჰა, ალვერდი, სიდინჯე,გახევება.
თუმცა უწყიან,რომ სოფელი წამიერობს,
მაინცა მღერიან: “მრავალჟამიერო”…
ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო,
ეს თქვენ გაგიმარჯოთ,ძმებო კახელებო!!

ასე გვეძახის ალაზნის ველი
მოდით, სტუმრები ხართ სასურველი,
მოდით და ნახეთ ყვარელის ღვინო,
მოდით, კახურად რომ მოვილხინოთ.
ნეტა სხვა ხალხიც წამოგეყვანათ,
გელით პოეტებს სუფრა გაშლილი,
შილდაში მღერის დედას ლევანა
და ართანაში ყარალაშვილი.
სოფლიდან სოფლად მეხად გადადის,
მრავალჟამიერ ჩვენი თამადის,
თითქო წინანდალს სეტყვა ურტყამდეს,
რა გული იტევს სიმღერას ამდენს.
ბაიათებით სუფრა იღრჩობა,
გვაჩვენე, სიძევ, ახლაც ბიჭობა!
დალიე ყანწი და არ გეძნელოს,
ტკბილი კახეთის სვამ სადღეგრძელოს.
გუშინ შვიდნი გურჯანელნი
ვიცი, ესროლეთ შვიდთა… მაგრამა,
რომ დააცილეთ ვიცი ესეცა.
ერთხელ ესროლა ბერმა პაპამა
და ჯიხვი კლდეზე ჩამოეკეცა.
შვიდჯერ რომ გითხრათ ლექსები ყველამ,
ყველა შვიდივე აცდენილია.
თავს დაგვიარა ვაჟა-ფშაველამ,
თავზე გვაწვება ზვავად ილია.
ან ვინ დაითვლის კახელ ვაჟკაცებს,
ან შედავებას ვინ გაუბედავს,
ძმებო, ასწიეთ სავსე ყანწები,
და უდღეგრძელოთ მშობელი დედა.
ამაზე რომ ვთქვათ სიტყვა თამამად,
ამიტომ გვირჩევს სუფრა თამადად.

ლექსები კახეთზე და კახელებზე

ეს დღე მსოფლიო ჩემპიონატში

დღევანდელი დღე მსოფლიო ჩემპიონატში ისტორიას დარჩება როგორც ნებისმიერი სხვა დღე, თუმცა განსხვავება ჩვეულებრივი დღეებისგან დიდი იქნება. გერმანიამ ბრალილია 7:1 დაამარცხა. ასეთი განადგურება ისტორიას არ ახსოვს.

 

 

ეს დღე მსოფლიო ჩემპიონატში

დღეს დაბადების დღე არავინ არ მომილოცა

როგორც ჩანს ამის მიზეზი ის არის, რომ ჩემი დაბადების დღე ერთ წელიწადშია.

დღეს დაბადების დღე არავინ არ მომილოცა