საგარანტიო თანხები მცირე მეწარმეებისგან

სულ რაღაც გასაერთობზე ვწერ ამ ბოლო დროს და გადავწყვიტე ცოტა სერიოზულ თემას მივკიდო ხელი, რომელიც ასე აწუხებს მწარმოებლებს და იმპორტიორებს, კერძოდ კი საუბარია მაღაზიებისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხების შემოღების აუცილებლობაზე, როგორც სადეპოზიტო ფორმით, ასევე სადაზღვევო ალტერნატივით.

დღეისათვის ბევრმა არ იცის, რომ ჩვეულებრივი უბნის მაღაზიები, რომელბიც ასე მრავლად არის ჩვენს გარშემო ყოველგვარი ვალდებულების გარეშე მუშაობენ, კერძოდ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ბოქლომი დაადონ მაღაზიას და შემდეგ მთელი თვეებია საჭირო, რომ იპოვნო, შემდეგ საჩივარი შეიტანო და დაელოდო თუ როდის გექნება შესაძლებლობა ამოიღო შენი კუთვნილი თანხა და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებთ, რომ კანონით მინიჭებული უფლება შეიძლება ვერც გამოიყენო, რადგან ინდივიდუალურ მეწარმეს სახელის უკან არც არაფერი გააჩნდეს.

დიდ წარმატებად მიაჩნდა ყველას კომპანიის რეგისტრაციის გამარტივების პროცესი, თუმცა ამ სიმარტივეს ბევრი უარყოფითი თვისება ჰქონდა თავიდანვე და ახლაც მკვეთრად ჩანს ეს ყველაფერი. მაგალითად, გერმანიაში, კომპანიის რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და ითხოვს საგარანტიო თანხის არსებობას, რომელიც გარკვეულ დაზღვევას უკეთებს პარტნიორ კომპანიას.

აუცილებელია, რომ საქართველოში დროულად შემოვიდეს მოთხოვნა მსგავს სავაჭრო ობიექტებთან მიმართებაში საგარანტიო თანხის არსებობასთან დაკავშირებით. კერძოდ მოდელი შეიძლება იყოს შემდეგნაირად:

  1. სავალდებულო უნდა იყოს სავაჭრო ლიცენზიის არსებობა, რომელიც “კორუფციის” თავიდან აცილების მიზნით უნდა იყოს უფასო ან ფიქსირებული ღირებულების, კერძოდ არანაკლებ 500 ლარისა 1 კვირაში და შემდეგ მზარდი დაჩქარებული მომსახურებისთვის.
  2. სავალდებულო უნდა იყოს დეპოზიტის არსებობა, რომელიც დაიბლოკება კომპანიის არსებობის პერიოდში და ასე იქნება მანამ სანამ არ დასრულდება კომპოანიის ლიკვიდაციის პროცესი.
  3. დეპოზიტის ალტერნატივა შეიძლება იყოს სადაზღვევო პოლისი, რომელიც შესაძლებელი იქნება მიიღო ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს მსგავს მომსახურებას.
რისკებს, რომლებსაც ავიცილებთ და გავლენა საბოლოო მომხმარებელზე.
  1. მაღაზიები “არ გარბიან და არ იკარგებიან” საქონელთან და ფულთან ერთად.
  2. სადისტრიბუციო კომპანიების წილი შეტანილ საჩივრებზე სასამართლოებში და აღმასრულებლებთან მცირდება მკვეთრად.
  3. სადისტრიბუციო კომპანიები ამცირებენ თავიანთ ფასნამატში საქონელზე მსგავსი რისკის ღირებულებას, რაც არანაკლებ 5%-ის არის.
  4. შემცირდება მაღაზიების რაოდენობა, რაც ბიზნესს გაამსხვილებს და შესაბამისად შეამცირებს დისტრიბუციის ხარჯებს, რაც ასევე აისახება საბოლოო მომხმარებლებზე.
ეს ყველაფერი მინიმუმ 5 დან 10 %-მდე შეამცირებს ბაზარზე საქონლის ღირებულებას, რაც ჩვენს მოგაძვალტყავებულ მოსახლეობას მნიშვნელოვნად შეეხიდება.
საგარანტიო თანხები მცირე მეწარმეებისგან

არასწორი სტრატეგია და მისი შედეგები

მაქსიმალურად მოკლედ რომ ვისაუბროთ, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა მოსალოდნელია რომ მნიშვნელოვნად შემცირდება, კერძოდ კი საუბარია ჯანმრთელობის დაზღვევაზე, რომლის კონკურენტული წინადადებების  არჩევანი მნიშვნელოვნად შემცირდება.  სახელმწიფომ საავადმყოფოების ფასადური რემონტის და რეაბილიტაციის სამუშაოების შემდეგ, რომლის სამწუხარო მაგალითია რესპუბლიკური საავადმყოფო, მიიჩნია, რომ მათ მიერ დახარჯული ენერგია და ფულადი სახსრები არ იქნებოდა საკმარისი საავადმყოფოების მისახედად, ამიტომ მათი გაყიდვა დაისახა მიზნად. ჭკვიანი ბიზნესმენი, როგორიც მაგალითად   ავერსის დამფუძნებელი პაატა კურტანიძეა მყისიერად მიხვდებოდა თუ რა უპირატესობა შეიძლება მოიპოვო, როდესაც შენს ხელში ხვდება მთლიანი ჯაჭვი და არა მხოლოდ რამდენიმე რგოლი.

Continue reading “არასწორი სტრატეგია და მისი შედეგები”

არასწორი სტრატეგია და მისი შედეგები