#ფუდმარტი #SPAR ყოველთვის ახალი

image

აბაშიძის ფუდმარტის ხარიახიანი ოროდუქცია. ანუ კოტლეტი ობით. როგორც ჩანს პოპულის დროინდელ ნაგავს ყიდიან.

#ფუდმარტი #SPAR ყოველთვის ახალი

13 წესი რითიც უნდა იხელმძღვანელოს მეწარმემ ან Down to the hell and back to olymp.

1. ირწმუნე საკუთარი საქმე როგორც ღმერთი.
2. ვისთან მუშაობ, ანუ განსაზრვრე შენი კლიენტები და დაახარისხე ისინი საქაღალდეებში.
3. მოახდინე მენეჯერების ზომბირება შედეგის მისაღწევად.
4. მიეცი კონკრეტული დავალებები.
5. ნულოვანი წესი: მოთბინება. მიზნისკენ მიმავალი არაფერმა ან უნდა გამოგიყვანო მდგომარეობიდან. მიზანდასახულიადამიანი შეგვიძლია შევადაროთბაგირზე მოსიარულეს. საკმარისია ავღელვდეთ და მარცხი გარდაუვალი. ისწავლე შენი ემოციების კონტროლი, მაშინაც კი როცა მოწინააღმდეგეს ჰგონია, რომ თამაში მოგებულია და რომ სვლა წააგე არ დაგავიწყეს შენ მაშტაბურ პარტიას თამაშობ სადაც ეს ერთი პარტია მხოლო ერთი სვლაა. მთელი პარტია ჯერ კიდევ სათამაშოა.
6. საბოლოო შედეგი უნდა იყოს კონკრეტული. ღრმა ძილში მყოფს თუ გაგაღვიძებენ, უნდა შეძლო ზუსტად ჩამოაყალიბო შედეგი საითაც მიდიხარ და რაც გსურს რომ მიიღო.  ხშირად გვერევა საფეხურები, რომლებიც უნდა გავიაროთ შედეგის მისაღწევად საბოლოო შედეგში. ხშირად დიდხანს ვჩერდებით ერთს საფეხურზე.
7. არასოდეს არ უნდა დავკარგოთ სიფხიზლე, გახსოვდეთ, რომ თქვენს გარდა მიზნისკენ სხვებიც მიდიან.
8.საკმარისი არ არის მხოლოდ მონდომება. არც დიდი მონდომებაა საკმარისი. ხშირად საკმარიია საჭირო დროს იყო საჭირო ადგილას.
9. სიტყვა არის ოქრო. არასოდეს უღალატო მიცემულ სიტყვას. თუმცა არასოდეს ენდო სხვისას. შენი სიტყვა უფრო მეტი უნდა ღირდეს ვიდრე 1000 გვერდიანი კონტრაქტი. ამას ყოველთვის გაუსვი ხაზი.
10. ყოველთვის შეასრულე დანაპირევი, თუნდაც ის საზიანო იყოს შენთვის. დღეს შეიძლება მოგეჩვენოს რომ ამით საკუთარ თავს ავნებ, თუმცა მომავალზეც იფიქრე.  იმისათვის, რომ დანაპირევის შესრულება არ გაგიჭირდეს საჭიროა პირადი სიამოვნება მეორე პლანზე გადაიტანო.
11. ყოველთვის დაიჭირე თადარიგი,როცა ეს სეუშლებელია ორჯერ მეტი იმუშავე, რომ ამას მიაღწიო უფრო ადრე ვიდრე ამას შენგან ელიან.
12. არასოდეს აიღო იმაზე მეტი ვალდებულება ვიდრე შეგიძლია გაწვდე.
13. წარუმატებელი ბიზნესი არ ნიშნავს ცუდ მენეჯერს. უბრალოდ ამ ჯერზე არ გაგიმართლა.

13 წესი რითიც უნდა იხელმძღვანელოს მეწარმემ ან Down to the hell and back to olymp.

თიბისი ბანკი

ყველას გექნებათ ნანახი, თიბისის უაზრო რეკლამა, რაც სავარაუდოდ იმავე კომპანიის მიერ არის დამზადებული ვინც GPI რექსი დაამაზდა, ამიტომ ამ თემაზე არ დავიწყებ ბევრ წერას.

ინტერნეტში ფრაზამ: “დიუმამ ორი მანქანა მიწა კიდევ დამაყარეთო”  დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა მისი ავტორი სხვა ადამიანია, მაგრამ ამ ფრაზამ და ამ რეკლამამ მიმიყვანა იმ აზრამდე რომ ასეთი სურათი გამეკეთებინა და თან ჩემს კარადაზე ბოქლომი დამედო.

 

1460997_10202504824004393_1099602358_n

 

 

 

თიბისი ბანკი

Heineken – გვასწავლა როგორ უნდა ჩავატაროთ გასაუბრება

Heineken – გვასწავლა როგორ უნდა ჩავატაროთ გასაუბრება

ორი ლულა – ქართული ბიზნესი

როდესაც საუბარი მიდის ქართული ბიზნესის ხარისხზე, სულ მახსენდება 2 ლულა და მისი გენიალური მენეჯმენტი. მათთან პიროვნულად შეხება არ მქონია, თუმცა არც მაქვს რაიმე საქმიანი ურთიერთობის დაწყების სურვილი, მას შემდეგ რაც ვნახე თუ როგორ მოპყრობასთან გვაქვს საქმე.

ორ ლულაში ხშირად დავდივარ, ხშირად ანუ კვირაში ერთხელ მაინც. არ დავდივარ მაკდონალდსში, რადგან აქ იმას მაინც ხედავ რაც დევს პროდუქტში, თუმცა მომსახურებით ისეთი “კმაყოფილი” ვარ 2 ლულაში, რომ მეტი მისვლა აღარ მინდა.

აი ორი საინტერესო ამბავი, რომელიც შემემთხვა პირადად ამ “კაფე”-ში, თუმცა ესეც საკითხავია, თუ რატომ არის 2 ლულა კაფე.

ამბავი პირველი: ორი ლულა მენიუ.

დავიწყოთ იმით, რომ ორ ლულაში ჩამოსასხმელი კოკა კოლა ფსელივით არის წყალში გაზავებული. უგაზო წყალწყალა კოკა კოლა, რომლის დალევას ჯობია საერთოდ არ დალიო და/ან დალიო ქილის.

როგორ ფიქრობთ? რა სხვაობაა ფასში 2 ლულა მენიუსა და ინდივიდუალურად აღებულ პროდუქტებს შორის, თუ მენიუს ფასი 9,90-ია?  2 ლარი? 1 ლარი? 50 თეთრი?

არა! ფასში სხვაობა 10 თეთრია. ლოგიკურია ალბათ ჩემი შეკითხვა, რატომ უნდა იყოს საერთოდ სხვაობა თუ ის 10 თეთრზე მეტი არ არის? ამას პასუხი თქვენ გაეცით.

Continue reading “ორი ლულა – ქართული ბიზნესი”

ორი ლულა – ქართული ბიზნესი

პროდუქტის ვადა

თითქმის ყველა ჩვენგანი შეჩვეულია პროდუქტის ვადას, რომელიც მითითებულია ორი ფორმით.

პირველი – მითითებულია გამოშვების თარიღი, და შენახვის ხანგრძლივობა.

მეორე – მითითებულია მოხმარების უკანასკნელი ვადა.

ევროპელებმა, როგოც სჩვევიათ, მოიფიქრეს კიდევ ერთი თავისთვის, რომელიც გულისხმობს მოხმარების პერიოდს გახსნის მომენტიდან. სწორედ ამ უკანასკნელზე ვისაუბრებთ ამ ჩანაწერში, რადგან ბევრი შეკითხვა გამოიწვია უშუალოდ ამ ვადიანობამ ჩემთან მიმართებაში, გადავწყვიტე შეძლებისდაგვარად დეტალურად ამეღწერა ეს ვადიანობის პრინციპი.

პროდუქციის ნაწილზე, მითითებულია “ვადა გახსნის მომენტიდან”, როგორც ძირითადად ხდება ევროპული წარმოების პროდუქციაზე პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტებზე, სადაც, ვადა მითითებულია გახსნის მომენტიდან ვარგისიანობის დასადგენად.

ევროკავშირში, კოსმეტიკურ პროდუქტებზე, რომელთა მოხმარების ვადაც 30 თვეზე მეტია, არ არის საჭირო ვარგისიანობის საბოლოო თარიღის მითითება, სანაცვლოდ მითითებული უნდა იყოს პერიოდი, რომლის მანძილზეც ნებადართულია პროდუქტის მოხმარება მომხმარებლისთვის ზიანის მიყენების გარეშე გახსნის მომენტიდან. ევროკავშირის კოსმეტიკური დირექტივის მიხედვით, მითითებული უნდა იყოს ღია ჭურჭლის სიმბოლო, როგორც ნეიტრალური ყველა ენისთვის, სადაც მითითებული უნდა იყოს მწარმოებლის  მიერ – გახსნის მომენტიდან პროდუქტის მოხმარების პერიოდი.

ძირითადად კომპანიები უთითებენ თვეების რაოდენობას, რომელსაც მოსდევს სიმბოლო M, როგორც თვის აღმნიშვნელი. მაგალითად 36M რაც ნიშნავს, რომ პროდუქტი ვარგისია 36 თვის მანძილზე გახსნის მომენტიდან.
ეს წესები  აღწერილია დოკუმენტში ISO 8601 ვადიანობა.

იხ. http://en.wikipedia.org/wiki/ISO_8601

პროდუქტის ვადა

CT-PARK ორგანიზებული – არაორგანიზება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნერვებზე იმოქმედა ამ კომპანიამ. ძველი ჩანაწერი ამავე კომპანიაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://shalikone.wordpress.com/2010/10/12/ct-park/

დიდი მწუხარებით მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად ამდენი დროისა, რაც ეს კომპანია წარმოდგენილია ბაზარზე, მას არაფერი არ შეუცვლია და ყველაფერი ისევ ისეთ ქაქშია როგორც ეს მანამდე იყო. ძნელია დამალო გაოცება, როდესაც უბრალოდ ჯარიმის გადახდა არ არის შესაძლებელი ინტერნეტით, რომ არაფერი ვთქვათ ამ გადახდილი ჯარიმის შესაბამის ადგილზე ასახვისთვის საჭირო არანაკლებ ვიდრე 6 დღე. მაგრამ მივყვეთ პუნქტებად, რადგან მაინც მაქვს იმედი, რომ ამ ჩანაწერს ვინმე ნახავს ამ კომპანიიდან და შეეცდება რამე მაინც გამოასწოროს ჩასვრილ საქმეში. Continue reading “CT-PARK ორგანიზებული – არაორგანიზება.”

CT-PARK ორგანიზებული – არაორგანიზება.