Hey. Don’t ever let somebody tell you… You can’t do something. Not even me. Alright? You got a dream… You gotta protect it. People can’t do something’ themselves, they wanna tell you-you can’t do it. If you want something’, go get it. Period.

Advertisements

თბილისი რედისონ ბლუ – ვერანდა ფილინი

5/09/2015

კარგი ვერანდისა თუ რესტორნის ხარისხი მის ზომასა და ადგილმდებარეობაში არ არის გამოხატული. მნიშვნელოვანია მომსახურე პერსონალი და ის თუ რას გთავაზობენ, რაც ჩემი ვიზიტის შემდეგ არ ტოვებს საუკეთესო შთაბეჭდილებას.

მომსახურება:

  1. არაორგანიზებული პერსონალი, რომელსაც როგორც ჩანს არ აქვს განსაზღვრული საკუთარი სამუშაო არეალი. მუდმივად სხვა და სხვა ადამიანები მოდიან და კითხულობენ აიღეს თუ არა შენგან შეკვეთა. ეს მისაღებია პირველ ეტაპზე, სანამ განისაზღვრება ვინ გემსახურება (თუმცა ეს წინასწარ უნდა იყოს ცნობილი) მაგრამ მას შემდეგ რაც უკვე ერთი საათია ადგილი დაკავებული გაქვს მსგავსი მომსახურების ფორმა სერიოზული დისკომფორტია.
  2. შეკვეთის მიღება კლიენტისგან და მისი შესრულება ხანგრძლივი პროცესია. ამას ემატება პერსონალის მხრიდან მუდმივად გამორჩენილი და დავიწყებული მოთხოვნები რაც ერთ მაგიდასთან რამდენჯერმე მეორდება.

ჭურჭელი: 

  1. ასეთი იაფფასიანი ჭურჭლით კლიენტების მომსახურება ელ-დეპო-ს სახინკლეებშიც არ ხდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია არყის ჭიქა, რომელიც ლარიანი მაღაზიის პროდუქტია და კოქტეილის ჭიქა, რომელსაც მსგავს სახელს ვერ დაარქმევ, რომელიც ცალკე თავს იმსახურებს შენიშვნების წიგნში.
  2. კოქტეილის ჭიქა –  სინამდვილეში, ლუდის კათხის სახელურიანი რაღაც გაუგებარი არსება, ხრახნიანი პირით, როგორც თავსახურიან ქილებს აქვს. ძალიან ჰგავს ნახევარ ლიტრიან ქილას, რითიც შაქრიდან დამზადებულ იაფფასიან თაფლს ყიდიან. დაახლოებით ასეთი, როგორიც სურათზეა, იმ განსხვავებით რომ თავზე ხრახნით არის.

კოქტეილის კათხა

საჭმელი და სასმელი: 

აღფრთოვანება არაფერს გამოუწვევია, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი

  1. პიცა – მზარეულის “ორიგინალობით” შექმნილი პიცა თოხლო კვერცხით. ასეთი საზიზღრობა და გაუგებრობა არასოდეს გამისინჯავს.  შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ახალბედა მზარეული თავისი ინიციატივით იგონებს კერძებს და ჩვენ მომხმარებლები ლაბორატორიული ვირთხებივით ექსპერიმენტებში ვიღებთ მონაწილეობას, თუმცა არავინ ამოწმებს მოგვწონს თუ არა ის რასაც გვასინჯებენ. რაფაელ ესპოსიტო საფლავში გადაბრუნდებოდა რომ ენახა მსგავსი ხელოვნების ნიმუში.
  2. ენერგეტიკული არყით – ენერგეტიკული არყით, კვერცხიანი პიცისგან განსხვავებით ბევრს დაულევია, უარყო არყით იშვიათად. საფუძვლიანი ეჭვი მქონდა რომ შიგნით არაყი არ იყო რაც ანგარიშის მოტანის შემდეგ გამართლდა კიდეც. ოფიციანტმა მარტო ენერგეტიკული მოიტანა.

პიცა თოხლო კვერცხით

შევეცადე მომსახურე პერსონალისთვის კიდევ მიმეცა სიტუაციის გამოსწორების შანსი. შევუკვეთე 100 მლ. არაყი. როგორც გამოჩნდა, მზარეულივით პროფესიონალი  იყო ბარმენი (ან ზედმეტად პროფესიონალი) რადგან თვალზე იმდენი არ დამკლებია რომ 50 და 100 გრამი ვერ გავარჩიო ერთმანეთისგან.  შეკითხვაზე იყო თუ არა არაყი მთხოვნილი რაოდენობის, ოფიციანტმა უბრალოდ მხრები აიჩეჩა. 

იმედგაცრუება ანგარიშმაც მომიტანა, რომელსაც არ ვახსენებდი, რომ არა ეს ყველაფერი რაც უკვე ავღნიშნე. ინდივიდუალური კერძის და სასმელის ფასი არა მხოლოდ ყველაზე მაღალი იყო რაც კი მინახავს ნებისმიერ კლუბში ან რესტორანში, არამედ ამავდროულად თურმე გადასახადებსაც არ შეიცავდა და დამატებითი თანხის სახით იყო წარმოდგენილი. (ზოგადად ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მსგავსი ობიექტები გათვლილია უცხოელებზე, რომლებიც არ იხდიან დღგ-ს) საბოლო დაანგარიშებით ერთი 100 მლ. არყის ფასი  ერთი ბოთლის ფასს გაუტოლდა, რისი გადახდაც “მისაღებია” თუ ჯერ ერთი საერთოდ მოგიტანენ შესაბამის რაოდენობას და მეორე – თუ იქნება კარგი გარემო და მომსახურება, რაც ნამდვილად არ არის ამ დაწესებულებაში.

ვერანდის ვიზიტი ნამდვილად დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის და დასამახსოვრებელი, თუმცა არავის ვუსურვებ იგივე გამოცდილება მიიღოს როგორიც მე მივიღე ამ ობიექტის სტუმრობით.

თბილისი რედისონ ბლუ – ვერანდა ფილინი

საქართველოს რკინიგზა SAP-ს ტექნოლოგიები და გამოცდილების 9 წელი.

საქართველოს რკინიგზამ ხელშეკრულება გააფორმა 5.000.000 კონტრაქტიკომპანია SAP-თან. ბიზნესის პროცესების ავტომატიზაციის სისტემების დამნერგავ კომპანიასთან. მისი წარმატება უნდა გვახარებდეს, რომ არა ერთი საინტერესო დეტალი. უკანასკნელი 9 წლის მანძილზე რკინიგზაში არსებობს განყოფილება, რომელიც გარკვეული თარიღის შემდეგ გარდაიქმნა “სიპ”-ად. და ანალოგიურ მომსახურებას უწევს სხვებს.

11038925_1097839343564877_4657888092171289507_n

ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა ხდება დასკვნა თქვენ გამოიტანეთ.

საქართველოს რკინიგზა SAP-ს ტექნოლოგიები და გამოცდილების 9 წელი.

სასაზღვრო პოლიციაში მუშაობის უპირატესობები

Сотрудник иммиграционной службы Великобритании уволен после того, как внес имя свой жены в список лиц, подозреваемых в терроризме, чтобы помешать ей вернуться домой. Имея доступ к базам данных, сотрудник, имя которого не называется, поместил имя супруги в список лиц, пребывание которых запрещено, в целях обеспечения общественной безопасности. В результате женщина в течении трех лет не могла вернуться в Великобританию после посещения своих родственников в Пакистане. Иммиграционная служба и авиакомпания отказались объяснить причину отказа в вылете. Подделка документов вскрылась только когда мужчину решили повысить в должности и,при проверке личных данных, имя его жены обнаружилось в том самом списке

სასაზღვრო პოლიციაში მუშაობის უპირატესობები