თბილისი რედისონ ბლუ – ვერანდა ფილინი

5/09/2015

კარგი ვერანდისა თუ რესტორნის ხარისხი მის ზომასა და ადგილმდებარეობაში არ არის გამოხატული. მნიშვნელოვანია მომსახურე პერსონალი და ის თუ რას გთავაზობენ, რაც ჩემი ვიზიტის შემდეგ არ ტოვებს საუკეთესო შთაბეჭდილებას.

მომსახურება:

  1. არაორგანიზებული პერსონალი, რომელსაც როგორც ჩანს არ აქვს განსაზღვრული საკუთარი სამუშაო არეალი. მუდმივად სხვა და სხვა ადამიანები მოდიან და კითხულობენ აიღეს თუ არა შენგან შეკვეთა. ეს მისაღებია პირველ ეტაპზე, სანამ განისაზღვრება ვინ გემსახურება (თუმცა ეს წინასწარ უნდა იყოს ცნობილი) მაგრამ მას შემდეგ რაც უკვე ერთი საათია ადგილი დაკავებული გაქვს მსგავსი მომსახურების ფორმა სერიოზული დისკომფორტია.
  2. შეკვეთის მიღება კლიენტისგან და მისი შესრულება ხანგრძლივი პროცესია. ამას ემატება პერსონალის მხრიდან მუდმივად გამორჩენილი და დავიწყებული მოთხოვნები რაც ერთ მაგიდასთან რამდენჯერმე მეორდება.

ჭურჭელი: 

  1. ასეთი იაფფასიანი ჭურჭლით კლიენტების მომსახურება ელ-დეპო-ს სახინკლეებშიც არ ხდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია არყის ჭიქა, რომელიც ლარიანი მაღაზიის პროდუქტია და კოქტეილის ჭიქა, რომელსაც მსგავს სახელს ვერ დაარქმევ, რომელიც ცალკე თავს იმსახურებს შენიშვნების წიგნში.
  2. კოქტეილის ჭიქა –  სინამდვილეში, ლუდის კათხის სახელურიანი რაღაც გაუგებარი არსება, ხრახნიანი პირით, როგორც თავსახურიან ქილებს აქვს. ძალიან ჰგავს ნახევარ ლიტრიან ქილას, რითიც შაქრიდან დამზადებულ იაფფასიან თაფლს ყიდიან. დაახლოებით ასეთი, როგორიც სურათზეა, იმ განსხვავებით რომ თავზე ხრახნით არის.

კოქტეილის კათხა

საჭმელი და სასმელი: 

აღფრთოვანება არაფერს გამოუწვევია, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი

  1. პიცა – მზარეულის “ორიგინალობით” შექმნილი პიცა თოხლო კვერცხით. ასეთი საზიზღრობა და გაუგებრობა არასოდეს გამისინჯავს.  შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ახალბედა მზარეული თავისი ინიციატივით იგონებს კერძებს და ჩვენ მომხმარებლები ლაბორატორიული ვირთხებივით ექსპერიმენტებში ვიღებთ მონაწილეობას, თუმცა არავინ ამოწმებს მოგვწონს თუ არა ის რასაც გვასინჯებენ. რაფაელ ესპოსიტო საფლავში გადაბრუნდებოდა რომ ენახა მსგავსი ხელოვნების ნიმუში.
  2. ენერგეტიკული არყით – ენერგეტიკული არყით, კვერცხიანი პიცისგან განსხვავებით ბევრს დაულევია, უარყო არყით იშვიათად. საფუძვლიანი ეჭვი მქონდა რომ შიგნით არაყი არ იყო რაც ანგარიშის მოტანის შემდეგ გამართლდა კიდეც. ოფიციანტმა მარტო ენერგეტიკული მოიტანა.

პიცა თოხლო კვერცხით

შევეცადე მომსახურე პერსონალისთვის კიდევ მიმეცა სიტუაციის გამოსწორების შანსი. შევუკვეთე 100 მლ. არაყი. როგორც გამოჩნდა, მზარეულივით პროფესიონალი  იყო ბარმენი (ან ზედმეტად პროფესიონალი) რადგან თვალზე იმდენი არ დამკლებია რომ 50 და 100 გრამი ვერ გავარჩიო ერთმანეთისგან.  შეკითხვაზე იყო თუ არა არაყი მთხოვნილი რაოდენობის, ოფიციანტმა უბრალოდ მხრები აიჩეჩა. 

იმედგაცრუება ანგარიშმაც მომიტანა, რომელსაც არ ვახსენებდი, რომ არა ეს ყველაფერი რაც უკვე ავღნიშნე. ინდივიდუალური კერძის და სასმელის ფასი არა მხოლოდ ყველაზე მაღალი იყო რაც კი მინახავს ნებისმიერ კლუბში ან რესტორანში, არამედ ამავდროულად თურმე გადასახადებსაც არ შეიცავდა და დამატებითი თანხის სახით იყო წარმოდგენილი. (ზოგადად ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მსგავსი ობიექტები გათვლილია უცხოელებზე, რომლებიც არ იხდიან დღგ-ს) საბოლო დაანგარიშებით ერთი 100 მლ. არყის ფასი  ერთი ბოთლის ფასს გაუტოლდა, რისი გადახდაც “მისაღებია” თუ ჯერ ერთი საერთოდ მოგიტანენ შესაბამის რაოდენობას და მეორე – თუ იქნება კარგი გარემო და მომსახურება, რაც ნამდვილად არ არის ამ დაწესებულებაში.

ვერანდის ვიზიტი ნამდვილად დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის და დასამახსოვრებელი, თუმცა არავის ვუსურვებ იგივე გამოცდილება მიიღოს როგორიც მე მივიღე ამ ობიექტის სტუმრობით.

თბილისი რედისონ ბლუ – ვერანდა ფილინი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s