როგორც სახელმწიფო აფასებს, ისე გვაფასებენ უცხოელი დამქირავებლებიც

დღეს, როგორც ჩვეულებრივ ხდება ვსწავლობდი სახელმწიფო ტენდერებს ჩემთვის საინტერესო თემატიკით. შემთხვევით გადავაწყდი “საქართველოს ეროვნული უშიშრეობის საბჭო”-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერს დასუფთავებაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გამოაცხადა ეს ტენდერი, რადგან მსგავსი ტენდერები დიდი ოდენობით ცხადდება. საგულისხმო აქ მხოლოდ მისი პირობები და ანაზღაურებაა.

1

ტენდერის ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=71028&lang=ge

დააკვირდით გამოცხადებული ტენდერის ღირებულებას და მოდით ერთად დავთვალოთ რამდენად გვაფასებს სახელმწიფო სტრუქტურა ჩვენ როგორც მოქალაქეებს და აქედან გამომდინარე რა შეგვიძლია მოვთხოვოთ უცხოელ დამქირავებელს?

აქ საუბარია დასუფთავებაზე, ჩვეულებრის დალაგებაზე სამუშაო ტერიტორიის და სველი წერტილების, რომლისთვისაც მოთხოვნილია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:

  • მომსახურე პერსონალი არანაკლებ 3 ადამიანი
  • დღის ნებისმიერ დროს მინიმუმ 1 ადამიანის გამოძახება (24 საათის მანძილზე)
  • არასამუშაო დღეს გამოძახების საშუალება ნებისმიერ დროს (24 საათის მანძილზე)
  • სახარჯი მასალების (ქაღალდი, საპონი, საწმენდი საშუალებები) მიწოდება

ახლა მოდით დავტვალოთ რამდენი შეიძლება გამოუვიდეს ხელფასი ამ 3 ადამიანს:

მთლიანი თანხა, რომელიც ტენდერზეა გათვლილი არის 24 000 ლარი, რომელიც სავაჭროა და კიდევ შეიძლება შემცირდეს.

დღგ-ს გარეშე თანხა შეადგენს უხეშად 19500 ლარს.

საშემოსავლო გადასახადის გარეშე თანხა უხეშად შეადგენს 14 500 ლარს

წელიწადში გვაქვს 12 თვე ანუ თვეში გამოყოფილია 1200 ლარი

ანუ სამი ადამიანი საშუალოდ 400 ლარი თითოეულზე.

და ეს ყველაფერი 9 დან 8 საათამდე.

კანონმდებლობა ითხოს 8 საათიან სამუშაო გრაფიკს, სხვა შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებულია დამატებით აუნაზღაუროს თანამშრომელს ხელფასი. რაც ნიშნავს, რომ დამატებით 3 საათის თანხა ამ 400 ლარის ზემოთ ან ამავე თანხიდან უნდა გადაუხადოს დაქირავებულს. ასევე შეუძლია კიდევ დაამატოს ადამიანი, რომელიც დამატებითი დროის სანაცვლოდ იმუშავებს.

 

ახლა კი შეკითხვა, რომელიც ამ პოსტის სათაურიდან გამოდის: ჩვენ ვინმე დაგვაფასებს როგორც დაქირავებულ მუშაკებს, თუ ჩვენი სახელმწიფო არ გვაფასებს როგორც ადამიანებს? 1 ლარი საათში ამ ფასად ადამიანს არ ამუშავებენ.

დიდი მადლობა დაფასებისთვის.

 

Advertisements
როგორც სახელმწიფო აფასებს, ისე გვაფასებენ უცხოელი დამქირავებლებიც

კონსტიტუციაა თუ შარვალ კოსტუმი

მიუხედავად იმისა, რომ სასაცილოდ ჟღერს ამ ადამიანის განცხადება, მეც მის მსგავსად მიჩნდება შეკითხვა, როდემდე უნდა ირგებდეს მთავრობა კანონს? ერთხელ და სამუდამოდ შევიტანოთ ყველა ცვლილება და შევეშვათ კონსტიტუციას. ერთი რამ მაინც იყოს მყარი და დასაყრდენი ამ ქვეყანაში.

კონსტიტუციაა თუ შარვალ კოსტუმი

დემოკრატიის შუქურა

ნერვები მეშლება, რომ ჩემს ქვეყანაში ასე არ ხდება.

მახსენდება თუ რამდენი ადამიანი დაზარალდა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. მთელი სახლი დაანგრიეს რუსთაველზე ვითომდა არასწორად აშენებული და ხალხი გამოყარეს.  ამ კაცის სახლი ავტობანს უშლიდა ხელს თუმცა ვერ გამოუშვეს სანამ არ მოელაპარაკენ. ერთის მხრივ ეს გავს გამოძლას მესაკუთრის მხრიდან, თუმცა ჩინეთშიც კი ჩვენზე მეტად ფასობს კანონი და ადამიანის უფლება.

საბოლოოდ შედგა მოლაპარაკება და მესაკუთრემ დატოვა შენობა.

An old man looks down from his house which stands alone in the middle of a newly built road in Wenling, Zhejiang province A car stops beside a house in the middle of a newly built road in Wenling

დემოკრატიის შუქურა

კორუფციის დამარცხებით 51 ადგილზე ვართ.

რომელ ადგილზე ვიქნებით 2013 წელს?
გადავხედოთ ისტორიას:

როგორც ჩანს 2002-2003 წლებში ძალაუფლების გადასვლისას კორუფციის დონემ პირიქით იმატა. ეს ის წლებია, როდესაც ადამიანებს ქონების გადაფორმებას აიძულებდნენ და ფულს ართმევდნენ. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო გადანაწილება ნორმალურად დაწყებულიც კი რომ არაფერი ვთქვათ დასრულებაზე. როგორც იკვეთება 2006-იდან სიტუაცია შედარებით ლაგდება. ასე თუ ისე ზალაუფლება გადანაწილებულია და კორუფცია მხოლოდ მაღალ ეშელონებში რჩება. მიმდინარე წლის მდგომარეობით 51 ადგილზე ვართ.

2012 წლის მონაცემებით კორუფციის კუთხით 51 ადგილზე ვართ.
2011 წლის მდგომარეობით 64 ადგილზე ვიყავით.

2010 – 68 ადგილი- სააკაშვილის პერიოდი
2009 –  66 ადგილი – სააკაშვილის პერიოდი
2008 – 67 ადგილი – სააკაშვილის პერიოდი
2007 – 79 ადგილი – სააკაშვილის პერიოდი
2006 – 99 ადგილი – სააკაშვილის პერიოდი
2005 – 133 ადგილი – სააკაშვილის პერიოდი
2004 – 136 ადგილი – სააკაშვილის პერიოდი
2003 –  127 ადგილი – სააკაშვილის პერიოდი
2002 – 85 ადგილი  – შევარდნაძის პერიოდი

ნაკადული: http://www.transparency.org

51

კორუფციის დამარცხებით 51 ადგილზე ვართ.