იუსტიციის სახლი – ჩაგიჯვით აზროვნებაში

იცით რა არის ამ ლამაზ საიტზე მთავარი? ამდენი ველები რომლითაც ეძებთ ინფორმაციას და კმაყოფილი ხართ მომსახურებით?

პასუხი მარტივია:  არაფერი 

მოკლედ გავაკეთებ აღწერას სიტუაციის:  ჩემმა შპს-მ გამოიყენა სხვისი ქონება საბანკო გარანტიის გასაცემად. ეს ქონება ხელშეკრულებით იპოთეკით “გადავეცით” ბანკს ამ გარანტიის სანაცვლოდ. ჩავაბარეთ საბუთები საჯარო რეესტრში და მივიღეთ ამონაწერი, რომელშიც ეწერა, რომ ქონებაზე არის იპოთეკა. ეს ამონაწერი უბრალოდ ამოვიღეთ საიტიდან. საქმის დასრულების შემდეგ, გავაუქმეთ იპოთეკა და წარმოვიდგინეთ, რომ ამონაწერი უნდა ამოსულიყო სუფთა, თუმცა ასე არ მოხდა და ქონების მესაკუთრეს ამონაწერი უჩანს იპოთეკით.

ყველაზე სასაცილო ამ სიტუაციაში არის ის, რომ თუ ერთი მონაცემით იღებ ამონაწერს მაგალითად მესაკუთრის სახელი და გვარი ამოდის იპოთეკით, ხოლო თუ იღებ განცხადების ნომრით და/ან დაინტერესებული პირით, მაშინ ამოდის სხვა მონაცემი.

 

იუსტიციის სახლის იურისტის ლოგიკა: იცით, ბატონო ქონებაზეა მიბმული მისი მესაკუთრე და არა მესაკუთრეზე ქონება, ამიტომ თუ გნებავთ, რომ ნახოთ “რეალური” ამონაწერი, მაშინ შეიყვანეთ საკადასტრო კოდი ან შეგიძლიათ გადაიხადოთ თანხა თავიდან ამონაწერის განახლების, ოღონდ ეს თანხა უშუალოდ უნდა გადაიხადოს მესაკუთრემ და მხოლოდ ამის შემდეგ ამოვა მისი სახელის და გვარის ჩაწერისას განახლებული ამონაწერი და მანამდე, ყოველ ჯერზე როცა მოქალაქე დაინტერესდება რა ხდება მის ქონებაზე ჯერ უნდა ჩაწეროს თავისი სახელი და გვარი შემდეგ გახსნაას ამონაწერი ამოიწეროს საკადასტრო კოდი, ახალ საძიებო ველში უნდა ჩაწეროს თავიდან საკადასტრო კოდი და ამის შემდეგ თავიდან უნდა მოძებნო ამ კოდით შენი ქონება და აი ამჯერად ამოსული ინფორმაცია უკვე იქნება სწორი.

ასეთი სისულელე სადმე გინახავთ?

აქვს რამე მნიშვნელობა რომელი რომელზეა მიბმული?

 

 

 

იუსტიციის სახლი – ჩაგიჯვით აზროვნებაში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s