ორი ლულა – ქართული ბიზნესი

როდესაც საუბარი მიდის ქართული ბიზნესის ხარისხზე, სულ მახსენდება 2 ლულა და მისი გენიალური მენეჯმენტი. მათთან პიროვნულად შეხება არ მქონია, თუმცა არც მაქვს რაიმე საქმიანი ურთიერთობის დაწყების სურვილი, მას შემდეგ რაც ვნახე თუ როგორ მოპყრობასთან გვაქვს საქმე.

ორ ლულაში ხშირად დავდივარ, ხშირად ანუ კვირაში ერთხელ მაინც. არ დავდივარ მაკდონალდსში, რადგან აქ იმას მაინც ხედავ რაც დევს პროდუქტში, თუმცა მომსახურებით ისეთი “კმაყოფილი” ვარ 2 ლულაში, რომ მეტი მისვლა აღარ მინდა.

აი ორი საინტერესო ამბავი, რომელიც შემემთხვა პირადად ამ “კაფე”-ში, თუმცა ესეც საკითხავია, თუ რატომ არის 2 ლულა კაფე.

ამბავი პირველი: ორი ლულა მენიუ.

დავიწყოთ იმით, რომ ორ ლულაში ჩამოსასხმელი კოკა კოლა ფსელივით არის წყალში გაზავებული. უგაზო წყალწყალა კოკა კოლა, რომლის დალევას ჯობია საერთოდ არ დალიო და/ან დალიო ქილის.

როგორ ფიქრობთ? რა სხვაობაა ფასში 2 ლულა მენიუსა და ინდივიდუალურად აღებულ პროდუქტებს შორის, თუ მენიუს ფასი 9,90-ია?  2 ლარი? 1 ლარი? 50 თეთრი?

არა! ფასში სხვაობა 10 თეთრია. ლოგიკურია ალბათ ჩემი შეკითხვა, რატომ უნდა იყოს საერთოდ სხვაობა თუ ის 10 თეთრზე მეტი არ არის? ამას პასუხი თქვენ გაეცით.

ამბავი მეორე: აქცია 10 ლარზე მეტი ღირებულების კერძზე.

ალბათ ვიღაცა მენეჯერმა ისურვა აქციის ჩატარება, რომლის შინაარსიც არის, 10 ლარიან ჩეკზე ერთი ბარათის ჩუქება. 3 ცალი მსგავსი ბარათი შეგიძლია გადაცვალო უფასო ლობიანზე.

ახლა თქვენ გაგიჩნდებათ შეკითხვა, თუ რა არის გასაოცარი ამ ამბავში, მსგავსად ხომ ბევრი იქცევა?

საქმე კი იმაშია, რომ 100.10 ლარიან ჩეკზეც ისევე მოგცემენ 1 ბარათს, როგორც 10.01 ლარიან ჩეკზე.

ვინმე შეიძლება ვერ მიხვდეს თუ რას ვგულისხმობ სანამ კარგად არ დაფიქრდება.

დიახ, თქვენ სწორად მიხვდით არ აქვს მნიშვნელობა 100.10 ლარის პროდუქტს შეიძენთ თუ 10.01 ლარიანს, რადგან ერთ ჩეკზე მხოლოდ ერთი ბარათია.

ახლა კი კულმინაცია: ჩემს შეკითხვაზე, თუ რატომ იყო მხოლოდ ერთი ბარათი 30 ლარიან ჩეკზე, მიპასუხეს, რომ უნდა გამეფრთხილებინა თუ რამდენიმე ჩეკი მინდოდა.

ზოგადად  გაუგებარია, თუ იძახი, რომ 10 ლარზე მეტ ჩეკზე მეკუთვნის ბარათი მაშინ 30 ლარზე მეტ ჩეკზეც მეკუთვნის სამი ბარათი და ეს სამი უნდა დაურთო ჩემს ჩეკს ნაცვლად ერთისა, ნაცვლად იმ შეპასუხებისა რომელიც მივიღე და ბოლოს ამავე სერიიდან. 2 ლულაში იყიდება ორი ტიპის ლობიანი შამფურზე 1.90-ად და 2.50-ად. მაინტერესებს რომელი ლობიანია საჩუქრად? თქვენ როგორ ფიქრობთ?

მოკლედ დასკვნა ასეთია: მაგრად მომეშალა ნერვები. თქვენი მასხრად ასაღები ვინ არის?  не можешь срат не мучай жёпу! აიყვანე კარგი მენეჯერი.

ორი ლულა – ქართული ბიზნესი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s