♥ თხოვნაა დაგვამატოთ მეგობრებში ♥

თუ ხედავთ სახეს ———–> “მოიწონე”
თუ გწამს ღმერთის ———–> “გაიზიარე”

ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ხდება მასებზე ზემოქმედება. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს ანტირელიგიური პოსტია. სინამდვილეში კი სწორედ ის 25 000 ადამიანია გაერთიანებული ანტირელიგიურ საქმიანობაში, რომლითაც ცდილობენ ადამიანებზე ზემოქმედებას. იმისათვის, რომ დაგანახოთ თუ რატომ არ უნდა მოიწონოთ მსგავსი გვერდები, უმჯობესი იქნება თუ კითხვა-პასუხის რეჯიმში გადავიყვან ამ ცანაწერს, ნაწილობრივ მაინც და თქვენ უფრო მარტივად მიხვდებით სად არის ძაღლის თავი დამარხული.

რატომ იხსნება მსგავსი გვერდები? 

ასეთი გვერდები ძირითადად იხსნება ორი მიზეზით, პირველი ეს არის დისკრედიტაცია თემის, მასზე უარყოფითი შთაბეჭდილების შექმნა დადებითზე საუბრით და მეორე ეს არის ხალხის მოგროვება მათთვის სარეკლამო განცხადებების მიწოდების მიზნით.  ხშირად მხოლოდ იმიტომ იხსნება მსგავსი გვერდები, რომ დიდი ოდენობით ადამიანები მოაგროვოს, რომლებისთვისაც პერიოდულად შესაძლებელია სარეკლამო განცხადებების მიწოდება, ამა თუ იმ პროდუქტის რეკლამირება და ა.შ.

რატომ არ უნდა დავაჭიროთ ღილაკს LIKE როდესაც ამას გვერდი მოგვიწოდებს, იქნება ეს ჩემი პატრიარქი, ჩვენთან არს ღმერთი თუ მართლმადიდებელი? 

საკმარისია გახდეთ ამ გვერდის მიმდევარი, და თქვენთან ზღვასავით წამოვა ინფორმაცია, სურათები, ფაქტები და ა.შ., რომელთაგან ყველა რამოდენიმეს გამოკლებით არის ყალბი. საქმე გვაქვს ეგრეთწოდებულ Photoshop-მანიას, როდესაც ყველას ვისაც არ ეზარება, ნებით თუ უნებლიეთ ქმნის ხარისხიან და უხარისხო მასალას, რომელსაც ავრცელებს. ადვილად შესამჩნევი სასწაულები, რომლებიც უხარისხოდ არის გაკეთებული, იწვევს ადამიანების დაფიქრებას, რომელიც ყველაზე ცუდია. საუბარია ნამდვილ სასწაულებზე, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ პრიმიტიულ თამაშებთან, რომლებსაც თავზე გახვევენ თქვენ იმ 25 000 ადამიანს, რომელიც გაერთიანებული ხართ ამ გვერდზე ან ნებისმიერ სხვაზე. ხშირად თვითონ გვერდის ავტორებმაც არ იციან თუ რას აკეთებენ. ღმერთის სიყვარულით არა მხოლოდ კარგი, არამედ ცუდიც შეიძლება გააკეთო. ისინი ავრცელებენ, “ვიღაც” შესაძლოა სულაც მართლმადიბებლობის მგმობელი ადამიანების მიერ დამზადდებულ სურათებს, რომლებსაც იმიტომ ამზადებენ და ავრცელებენ, რომ შემდეგ სასწაულში დარწმუნებულ ადამიანს აჩვენონ მოგვიანებით რეალური სურათი და აღმოჩნდება, რომ რისიც სჯეროდათ ეს ყველაფერი სიცრუე იყო და არავითარი კავშირი არ აქვს სასწაულთან, რის შემდეგაც მათი რეაქცია ადვილად მისახვედრია.

როგორ უნდა მოვიქცეთ? 

არასოდეს არ უნდა მოვიწონოთ მსგავსი გვერდები და უკვე მოწონებული უნდა გავაუქმოთ. არ გავაზიაროთ ინფორმაცია, სადაც ამას გთხოვენ. გავხდეთ მხოლოდ იმ გვერდების “მოყვარული”, რომლებიც ოფიციალურია და არამც და არამც იმ გვერდების, სადაც ვიღაც მანიპულირებს თქვენით.  და ბოლოს, თუ გსურთ მორჩეს მანიპულირება თქვენით და სხვა ადამიანებით, ყველა გვერდზე არის REPORT PAGE ღილაკი, რომელსაც თუ ბევრნი დააჭერთ ეს გვერდი უბრალოდ გაუქმდება.

სასაცილოა! სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ ოფიციალურ პატრიარქის გვერდს სულ რაღაც 297 LIKE აქვს მაშინ როცა ყალბს 25 000… ისევე როგორც სხვა მსგავს ყალბ გვერდებს.

წარმოგიდგენიათ, რომ პატრიარქმა ასე დაწეროს?

ნუ გახდებით მსხვერპლი. . .

თქვენი აზრით რას გამოიწვევს მსგავსი (99%ით ყალბი) განცხადება?

როდესაც აღმოჩნდება რომ პატრიარქის თვითმფრინავში არ იქნება ვიღაცის შვილის ადგილი?

♥ თხოვნაა დაგვამატოთ მეგობრებში ♥

3 thoughts on “♥ თხოვნაა დაგვამატოთ მეგობრებში ♥

  1. au xo, ubralod sircxvilia am xerxebis gamoyeneba:| da dzalian mainteresebs vin aris admini, didi ambit rom uweriat patriarqis txovnito, ragac ara mgonia patriaqri archevans likebit da sharebit gvaketebinebdes,:|

  2. ერთხელ, ფეისბუქზე ერთ-ერთი მამაოს გვერდზე აღმოვჩნდი, სადაც ეწერა დაახლოებით ამდაგვარი რამ: “ვინც უფრო მეტ მეგობარს მოიწვევს, მას მოვიხსენიებთ საკვირაო წირვაში(თუ პარაკლისში) ” . რა თქმა უნდა ეს არ იყო ოფიციალური გვერდი (და ჩემი აზრით არც არის საჭირო მღვდლებს ფეისბუქზე თავიანთი გვერდები ქონდეთ), მაგრამ შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს რომ ამ ყველაფერს ნადმვილი მამაო წერს.
    საჭირო და აუცილებელია ქართული ინტერნეტ საზოგადოება Report Page-ის აზრს ჩავწვდეთ და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ კიდეც 🙂.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s