სამლარიანი ბიზნესი

სტატია დაკოპირებულია  წყარო: http://www.tabula.ge/article-20523.html ტაბულა © 2012

ძალიან მომწეონა ეს ჩანაწერი. სამწუხაროდ ასეთები ვართ.

დათო კოვზირიძემ დაწერა ეს სტატია და იმდენად ახლოს არის ჩემს მოსაზრებასთან, რომ უცვლელად ვაკოპირებ:

 

ტოკიოს გარეუბანში ერთი პატარა ტყე ყოფილა, სადაც წლების წინ ადამიანები მიდიოდნენ და თავს იკლავდნენ. მიდიოდნენ იმიტომ, რომ სხვებს პატივს სცემდნენ და არ უნდოდათ, საკუთარი გადაწყვეტილებით შეეწუხებინათ. დროთა განმავლობაში ეს ამბავი ტრადიციასავით იქცა, შესაბამისად, ტყეში სუიციდის მიზნით მიმსვლელთა რაოდენობამ იმატა და ახლა უკვე ახლო-მახლო მცხოვრებნი შეწუხდნენ. მათ ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმართეს. მალე ტყეში ასეთი აბრა გამოჩნდა – აქ თავის მოკვლა აკრძალულია! მას შემდეგ იქ თავი აღარავის მოუკლავს. ეს ინტერნეტში ამოკითხული ისტორია არ გეგონოთ, ტოკიოში მომუშავე ქართველი მოჰყვა და შეიძლება მიმევიწყებინა კიდეც, რომ არა ამას წინათ მოსმენილი მეორე ამბავი: 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში თბილისის რომელიღაც იარაღის მაღაზიაში შევიდა ახალგაზრდა კაცი და გაარკვია, რომ ერთი ტყვია ორი ლარი ღირს. 9 აგვისტოს, როცა საქართველოს საზღვრებს შიგნიდან მიაწყდა გასაქცევად გამზადებული „კაი ბიჭების” მთელი არმია, როცა ჩემ თვალწინ ერთმა ზომიერად ფერხორციანმა, სექსუალურად მომწიფებულმა მამაკაცმა სუპერმარკეტში სამოცი (!) საპონი იყიდა, როცა ზოგიერთები უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ დაკეტილი რესტორნების გამო, ის ახალგაზრდა კაცი ერთხელაც შევიდა იმ მაღაზიაში, ამჯერად უკვე ტყვიების საყიდლად. და იქ მას უთხრეს, რომ ტყვია უკვე ხუთი ლარი ღირს. აი, რა გამოვიდა: იაპონელმა გადაწყვიტა თავის მოკვლა. მაგ დროს, სავარაუდოდ, ძალიან ძნელია რამეზე ფიქრი. მაგრამ იქ, იაპონიაში, ფიქრობენ. ჯერ იყო და, ტყეში მიდიოდნენ. მერე აღარ მიდიოდნენ. ადამიანების, წესის პატივისცემიდან გამომდინარე. ცუნამის შემდეგ იქ ორ ბოთლ წყალზე მეტს არავინ ყიდულობდა, რომ ყველას შეხვედროდა. ხოლო ქართველმა გადაწყვიტა სამტროდ მოსულის მოკვლა. იარაღის მაღაზიაში იფიქრეს, რომ აი, ბიზნესი იქოქება. მტერი საერთოა, მაგრამ სამი ლარი დიდი ფულია. ბევრი სამი ლარი ბევრი საპონია. მალე საპონიც გაძვირდება, ამიტომ ცოტა მოთმინებაა საჭირო და რიხინ-რიხინით გაიყიდება. მანამდე კი რესტორნებიც გაიხსნება. ჰოდა: მოდი რა, ჩვენს ლამაზ სამშობლოს გაუმარჯოს. იმ ურთიერთობებს, სითბოს, იმ მოფერებას, პატივისცემას და ურთიერთსიყვარულს გაუმარჯოს, სხვაგან სანთლითაც რომ ვერ იპოვი. ჩვენ უნიკალური ხალხი ვართ, ძმებო, კაცობას ვფიცავარ, ჩვენ რომ ერთმანეთის გვერდში დგომა ვიცით, ეგეთი ბევრმა ინატროს, ჩვენ რომ ვაჟკაცობა მოგვდგამს, ბოზიშვილი ვიყო, სხვაგან მსგავსი არც სმენიათ. მაგიტომაც მოვედით აქამდე თავაწეულები! ნახეთ, რა ხდება ირგვლივ, იაპონია ცოდვების გამო ღმერთმა დასაჯა, ჩვენ კი ეკლესიას ეკლესიაზე ვაშენებთ. მოდი რა, ფეხზე წამოვუდგეთ ყველას, ვინც აქამდე მოგვიყვანა. ყველას, ვინც სამ ლარად გავყიდეთ!

 

სამლარიანი ბიზნესი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s