ორი ლულა – ქართული ბიზნესი

როდესაც საუბარი მიდის ქართული ბიზნესის ხარისხზე, სულ მახსენდება 2 ლულა და მისი გენიალური მენეჯმენტი. მათთან პიროვნულად შეხება არ მქონია, თუმცა არც მაქვს რაიმე საქმიანი ურთიერთობის დაწყების სურვილი, მას შემდეგ რაც ვნახე თუ როგორ მოპყრობასთან გვაქვს საქმე.

ორ ლულაში ხშირად დავდივარ, ხშირად ანუ კვირაში ერთხელ მაინც. არ დავდივარ მაკდონალდსში, რადგან აქ იმას მაინც ხედავ რაც დევს პროდუქტში, თუმცა მომსახურებით ისეთი “კმაყოფილი” ვარ 2 ლულაში, რომ მეტი მისვლა აღარ მინდა.

აი ორი საინტერესო ამბავი, რომელიც შემემთხვა პირადად ამ “კაფე”-ში, თუმცა ესეც საკითხავია, თუ რატომ არის 2 ლულა კაფე.

ამბავი პირველი: ორი ლულა მენიუ.

დავიწყოთ იმით, რომ ორ ლულაში ჩამოსასხმელი კოკა კოლა ფსელივით არის წყალში გაზავებული. უგაზო წყალწყალა კოკა კოლა, რომლის დალევას ჯობია საერთოდ არ დალიო და/ან დალიო ქილის.

როგორ ფიქრობთ? რა სხვაობაა ფასში 2 ლულა მენიუსა და ინდივიდუალურად აღებულ პროდუქტებს შორის, თუ მენიუს ფასი 9,90-ია?  2 ლარი? 1 ლარი? 50 თეთრი?

არა! ფასში სხვაობა 10 თეთრია. ლოგიკურია ალბათ ჩემი შეკითხვა, რატომ უნდა იყოს საერთოდ სხვაობა თუ ის 10 თეთრზე მეტი არ არის? ამას პასუხი თქვენ გაეცით.

Continue reading “ორი ლულა – ქართული ბიზნესი”

ორი ლულა – ქართული ბიზნესი

გუგლის თვითმოსიარულე ავტომობილი

საინტერესო ვიდეო გავრცელდა უკვე დიდი ხანია ინტერნეტში, თუმცა მე სულ ახლახანს წავაწყდი. საუბარია გუგლის ტექნოლოგიაზე, რომელსაც შეუძლია ავტომობოლი მართოს მძღოლის ჩარევის გარეშე. მიუხედავად ამ ვიდეოსი, გავრცელდა დამატებით ინფორმაცია, რომ გათვლებში დაშვებული შეცდომიდან გამომდინარე, ავტომობილი ხეს შეეჯახა, ერთ-ერთი ტესტის დროს. ეს მარცხი გამოკვლეული იქნება და გამოყენებული იქნება გაგრძელებულ სამუშაოებში. ასეა თუ ისე, ის დრო როდესაც ავტომობილი შეძლებს დამოუკიდებლად მოძრაობას შორს არ არის და რამოდენიმე წელიწადში ამ ფუნქციას ყველა ავტომობილში ვიხილავთ.

გუგლის თვითმოსიარულე ავტომობილი

♥ თხოვნაა დაგვამატოთ მეგობრებში ♥

თუ ხედავთ სახეს ———–> “მოიწონე”
თუ გწამს ღმერთის ———–> “გაიზიარე”

ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ხდება მასებზე ზემოქმედება. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს ანტირელიგიური პოსტია. სინამდვილეში კი სწორედ ის 25 000 ადამიანია გაერთიანებული ანტირელიგიურ საქმიანობაში, რომლითაც ცდილობენ ადამიანებზე ზემოქმედებას. იმისათვის, რომ დაგანახოთ თუ რატომ არ უნდა მოიწონოთ მსგავსი გვერდები, უმჯობესი იქნება თუ კითხვა-პასუხის რეჯიმში გადავიყვან ამ ცანაწერს, ნაწილობრივ მაინც და თქვენ უფრო მარტივად მიხვდებით სად არის ძაღლის თავი დამარხული.

რატომ იხსნება მსგავსი გვერდები?  Continue reading “♥ თხოვნაა დაგვამატოთ მეგობრებში ♥”

♥ თხოვნაა დაგვამატოთ მეგობრებში ♥

პროდუქტის ვადა

თითქმის ყველა ჩვენგანი შეჩვეულია პროდუქტის ვადას, რომელიც მითითებულია ორი ფორმით.

პირველი – მითითებულია გამოშვების თარიღი, და შენახვის ხანგრძლივობა.

მეორე – მითითებულია მოხმარების უკანასკნელი ვადა.

ევროპელებმა, როგოც სჩვევიათ, მოიფიქრეს კიდევ ერთი თავისთვის, რომელიც გულისხმობს მოხმარების პერიოდს გახსნის მომენტიდან. სწორედ ამ უკანასკნელზე ვისაუბრებთ ამ ჩანაწერში, რადგან ბევრი შეკითხვა გამოიწვია უშუალოდ ამ ვადიანობამ ჩემთან მიმართებაში, გადავწყვიტე შეძლებისდაგვარად დეტალურად ამეღწერა ეს ვადიანობის პრინციპი.

პროდუქციის ნაწილზე, მითითებულია “ვადა გახსნის მომენტიდან”, როგორც ძირითადად ხდება ევროპული წარმოების პროდუქციაზე პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტებზე, სადაც, ვადა მითითებულია გახსნის მომენტიდან ვარგისიანობის დასადგენად.

ევროკავშირში, კოსმეტიკურ პროდუქტებზე, რომელთა მოხმარების ვადაც 30 თვეზე მეტია, არ არის საჭირო ვარგისიანობის საბოლოო თარიღის მითითება, სანაცვლოდ მითითებული უნდა იყოს პერიოდი, რომლის მანძილზეც ნებადართულია პროდუქტის მოხმარება მომხმარებლისთვის ზიანის მიყენების გარეშე გახსნის მომენტიდან. ევროკავშირის კოსმეტიკური დირექტივის მიხედვით, მითითებული უნდა იყოს ღია ჭურჭლის სიმბოლო, როგორც ნეიტრალური ყველა ენისთვის, სადაც მითითებული უნდა იყოს მწარმოებლის  მიერ – გახსნის მომენტიდან პროდუქტის მოხმარების პერიოდი.

ძირითადად კომპანიები უთითებენ თვეების რაოდენობას, რომელსაც მოსდევს სიმბოლო M, როგორც თვის აღმნიშვნელი. მაგალითად 36M რაც ნიშნავს, რომ პროდუქტი ვარგისია 36 თვის მანძილზე გახსნის მომენტიდან.
ეს წესები  აღწერილია დოკუმენტში ISO 8601 ვადიანობა.

იხ. http://en.wikipedia.org/wiki/ISO_8601

პროდუქტის ვადა

რა ჭირს ჩვენს პრეზიდენტს?

მიუხედავად იმისა, არის პრეზიდენტი დემოკრატი თუ დიქტატორი,

შეაფასე ის შენს ქვეყანაში  მაგრამ წარმოაჩინე დადებითად გარეთ.

– ეს არის პრინციპი რომელიც მე სწორად მიმაჩნია.

ვუყურე პრეზიდენტის გამოსვლას სადაც ჩვეულებრივზე უფრო აგრესული, ხმამაღლად მოსაუბრე და როლში შეჭრილი იყო. სააკაშვილი არასოდეს გამოირჩეოდა სიმშვიდით, მისი გამოსვლები ყოველთვის ემოციური იყო, მაგრამ ეს ნამეტანია. მდგომარეობიდან გამოსვლა საკუთარი პრეზიდენტის, მიუხედავად იმისა ხარ მისი პოლიტიკის მხარდამჭერი თუ არა, არის ის დიქტატორი თუ კეთილი ბაბუა სულერთია. მაშინაც კი, როცა ცუდი ნათესავი საზოგადოებაში ცუდად იქცევა ერთგვარ უხერხულობას გიქმნის, მაგრამ როცა პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის სახეა თავს ვერ იკავებს და ხალხს ისე მიმართავს, როგორც უმადურ შვილებს, რომლებმაც არ დაუფასეს ღვაწლი ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის. მეფე შიშველია, ასე არ შეიძლება.

რა ჭირს ჩვენს პრეზიდენტს?

ჭია მერი დაგვიბრუნდა

საინტერესოა, რომ ჭია მერი ჩემი საყვარელი თბილისის მერი, ყველაზე სოციალური ელჩობიდან მინისტრობაზე გადაანაცვლეს. ერთ დროს დასჯილი და გაშვებული თბილისის მერი დღეს უკან დაბრუნდა. ძალიან დამაინტერესა არა მისმა სამედიცინო განათლებამ მენეჯერულთან ერთად, არამედ მისმა დამსახურებამ, რის შემდეგაც უკან, აქტიურ სამთავრობო საქმეებში დააბრუნეს.  ყველას გვახსოვს მისი სამკუთხედი, რომელიც ისტორიაში შევა როგორც ჭიაბერაშვილის სამკუთხედი და მერი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია ქრთამს და “ამხილა ის”.  ვისაც ახსოვს სწორედ ის იყო ვისაც საათი აჩუქა ბატონმა პრეზიდენტმა მოგვიანებით.

ჭია მერი დაგვიბრუნდა

სამლარიანი ბიზნესი

სტატია დაკოპირებულია  წყარო: http://www.tabula.ge/article-20523.html ტაბულა © 2012

ძალიან მომწეონა ეს ჩანაწერი. სამწუხაროდ ასეთები ვართ.

დათო კოვზირიძემ დაწერა ეს სტატია და იმდენად ახლოს არის ჩემს მოსაზრებასთან, რომ უცვლელად ვაკოპირებ:

 

ტოკიოს გარეუბანში ერთი პატარა ტყე ყოფილა, სადაც წლების წინ ადამიანები მიდიოდნენ და თავს იკლავდნენ. მიდიოდნენ იმიტომ, რომ სხვებს პატივს სცემდნენ და არ უნდოდათ, საკუთარი გადაწყვეტილებით შეეწუხებინათ. დროთა განმავლობაში ეს ამბავი ტრადიციასავით იქცა, შესაბამისად, ტყეში სუიციდის მიზნით მიმსვლელთა რაოდენობამ იმატა და ახლა უკვე ახლო-მახლო მცხოვრებნი შეწუხდნენ. მათ ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმართეს. მალე ტყეში ასეთი აბრა გამოჩნდა – აქ თავის მოკვლა აკრძალულია! მას შემდეგ იქ თავი აღარავის მოუკლავს. ეს ინტერნეტში ამოკითხული ისტორია არ გეგონოთ, ტოკიოში მომუშავე ქართველი მოჰყვა და შეიძლება მიმევიწყებინა კიდეც, რომ არა ამას წინათ მოსმენილი მეორე ამბავი: 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში თბილისის რომელიღაც იარაღის მაღაზიაში შევიდა ახალგაზრდა კაცი და გაარკვია, რომ ერთი ტყვია ორი ლარი ღირს. 9 აგვისტოს, როცა საქართველოს საზღვრებს შიგნიდან მიაწყდა გასაქცევად გამზადებული „კაი ბიჭების” მთელი არმია, როცა ჩემ თვალწინ ერთმა ზომიერად ფერხორციანმა, სექსუალურად მომწიფებულმა მამაკაცმა სუპერმარკეტში სამოცი (!) საპონი იყიდა, როცა ზოგიერთები უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ დაკეტილი რესტორნების გამო, ის ახალგაზრდა კაცი ერთხელაც შევიდა იმ მაღაზიაში, ამჯერად უკვე ტყვიების საყიდლად. და იქ მას უთხრეს, რომ ტყვია უკვე ხუთი ლარი ღირს. აი, რა გამოვიდა: იაპონელმა გადაწყვიტა თავის მოკვლა. მაგ დროს, სავარაუდოდ, ძალიან ძნელია რამეზე ფიქრი. მაგრამ იქ, იაპონიაში, ფიქრობენ. ჯერ იყო და, ტყეში მიდიოდნენ. მერე აღარ მიდიოდნენ. ადამიანების, წესის პატივისცემიდან გამომდინარე. ცუნამის შემდეგ იქ ორ ბოთლ წყალზე მეტს არავინ ყიდულობდა, რომ ყველას შეხვედროდა. ხოლო ქართველმა გადაწყვიტა სამტროდ მოსულის მოკვლა. იარაღის მაღაზიაში იფიქრეს, რომ აი, ბიზნესი იქოქება. მტერი საერთოა, მაგრამ სამი ლარი დიდი ფულია. ბევრი სამი ლარი ბევრი საპონია. მალე საპონიც გაძვირდება, ამიტომ ცოტა მოთმინებაა საჭირო და რიხინ-რიხინით გაიყიდება. მანამდე კი რესტორნებიც გაიხსნება. ჰოდა: მოდი რა, ჩვენს ლამაზ სამშობლოს გაუმარჯოს. იმ ურთიერთობებს, სითბოს, იმ მოფერებას, პატივისცემას და ურთიერთსიყვარულს გაუმარჯოს, სხვაგან სანთლითაც რომ ვერ იპოვი. ჩვენ უნიკალური ხალხი ვართ, ძმებო, კაცობას ვფიცავარ, ჩვენ რომ ერთმანეთის გვერდში დგომა ვიცით, ეგეთი ბევრმა ინატროს, ჩვენ რომ ვაჟკაცობა მოგვდგამს, ბოზიშვილი ვიყო, სხვაგან მსგავსი არც სმენიათ. მაგიტომაც მოვედით აქამდე თავაწეულები! ნახეთ, რა ხდება ირგვლივ, იაპონია ცოდვების გამო ღმერთმა დასაჯა, ჩვენ კი ეკლესიას ეკლესიაზე ვაშენებთ. მოდი რა, ფეხზე წამოვუდგეთ ყველას, ვინც აქამდე მოგვიყვანა. ყველას, ვინც სამ ლარად გავყიდეთ!

 

სამლარიანი ბიზნესი