CT-PARK ორგანიზებული – არაორგანიზება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნერვებზე იმოქმედა ამ კომპანიამ. ძველი ჩანაწერი ამავე კომპანიაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://shalikone.wordpress.com/2010/10/12/ct-park/

დიდი მწუხარებით მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად ამდენი დროისა, რაც ეს კომპანია წარმოდგენილია ბაზარზე, მას არაფერი არ შეუცვლია და ყველაფერი ისევ ისეთ ქაქშია როგორც ეს მანამდე იყო. ძნელია დამალო გაოცება, როდესაც უბრალოდ ჯარიმის გადახდა არ არის შესაძლებელი ინტერნეტით, რომ არაფერი ვთქვათ ამ გადახდილი ჯარიმის შესაბამის ადგილზე ასახვისთვის საჭირო არანაკლებ ვიდრე 6 დღე. მაგრამ მივყვეთ პუნქტებად, რადგან მაინც მაქვს იმედი, რომ ამ ჩანაწერს ვინმე ნახავს ამ კომპანიიდან და შეეცდება რამე მაინც გამოასწოროს ჩასვრილ საქმეში.

  1. არ არის შესაძლებლობა, რომ ჯარიმა გადავიხადოთ ინტერნეტით. ისეთი სისტემით მაგალითად როგორიც არის IPAY.GE. ეს მეთოდი ყველაზე მარტივია, არა მხოლოდ დაჯარიმებულისთვის, არამედ თვითონ სითიფარკისთვის, რადგან ამ სისტემით მონაცემები სტრუქტურიზებულად მივიდოდა, რაც საშუალებას იძლევა მომენტალურად მოხდეს განახლების ასახვა მათთან მონაცემთა “გაუბედურებულ” ბაზაში და საიტზე.
  2. გადახდილი ჯარიმები არ ისახება სწრაფად და დაახლოებით 6 დღე სჭირდება, რომ მოხდეს მისი გამოჩენა ამავე კომპანიის საიტზე.
  3. ზოგიერთი ჯარიმა, რომელიც უკვე 1-2 წლის არის დღესაც მითითებულია როგორც გადაუხდელი, მიუხედავად იმისა, რომ გადახდილია. ამიტომ იძულებული ხარ ეს ქვითრები შენახული გქონდეს და “თვალის ჩინივით” გაუფრთხილდე.
  4. სამწუხაროდ ვერ ვამტკიცებ, მაგრამ ერთი ჯარიმა რომელიც 2009 წლიდან მომსდევს (ქვითარი აღარ მაქვს შენახული) იძულებული გავხდი მეორეჯერ გადამეხადა მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არის გადახდილი ჩემს მიერ, რაც აღრიცხვიანობის მოუწესრიგებლობაზე მიუთითებს.

როდესაც უფიქრდები ბიზნესის კუთხით, სითიპარკი არის სუფთა კამფეტი, რომლიდანაც ძალიან ბევრი კარგი რამე შეიძლება გამოიყვანო. მიუხედავად ამისა, ის დღესაც ისეთი ჩამყაყებულია, როგორიც მანამდე იყო და არავითარი წინსვლა არ შეიმჩნევა. ერთადერთი უპირატესობა გასულ წლებთან შედარებით ის არის, რომ წინა გამოცდილებას თუ გავიხსენებ ოპერატორები არ არიან დაგეშილი ძაღლებივით.

CT-PARK ორგანიზებული – არაორგანიზება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s