მომავლის (ბანკი) სერვის ცენტრი

საქართველოს ბანკმა express მომსახურების სერვის ცენტრების წარდგენა დაიწყო საზოგადოებისთვის. ამან დამაფიქრა და ვფიქრობ რაზეც მე დავწერ ახლა თვითონაც აქვთ ნაფიქრი (ფლობს ბანკი რამდენიმე ტვინიანს იდეების გენერაციის კუთხით, რომლებსაც შეეძლოთ ამაზე ეფიქრათ და იფიქრეს კიდეც ალბათ, თუმცა ვინ იცის.), მოკლედ შესაძლოა ეს ცოტა ადრეულიც იყოს, შესაძლოა დროულიც.

იდეა: უოპერატორო 24 საათიან 365 დღიან სერვის ცენტრზე, რომელსაც შეუძლია შემდეგი ოპერაციების შესრულება
შესაძლებლობები:

  1. თანხის ანგარიშიდან გამოტანა და  შეტანა
  2. კომუნალური გადასახადების გადახდა
  3. ვალუტის კონვერტაცია
  4. თანხის გადარიცხვა (Ibank ინტეგრაცია ტერმინალში)
  5. ფულადი გზავნილის გაგზავნა და მიღება.
  6. დოკუმენტების ელექტრონული ხელმოწერით დადასტურება.
  7. სამომხმარებლო სესხის გაცემა.

უპირატესობები და ეკონომია:

  1. სერვის ცენტრი მუშაობს 24/7/365
  2. საოპერაციოს თანამშრომელი
  3. დაცვა
  4. ელექტრო ენერგიის ეკონომია (გათბობა – კონდიცირება, განათება)
  5. დისტანციური ოპერატორი (იგივე ქოლცენტრის თანამშრომელი)
  6. ბევრად ნაკლები მაკულატურა.

სუსტი მხარე:

  1. მიმდინარე ოპერაციების შესრულებისას დახმარების არ არსებობა
    იგივე დახმარების არ არსებობა, შეიძლება გადაიჭრას სატელეფონო კავშირით, მსგავსად REMOTE CONTROLL-ისა, რომლის დროსაც ღილაკზე დაჭერისას იძახებ ოპერატორს ცენტრალურ ოფისში და ის ტერმინალი ნომრის შესწავლის შემდეგ იწყებს დახმარებას თავისი სამუშაო ადგილიდან.
  2. ობიექტზე შეღწევა / კონტროლი
    ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც კი მინახავს მსგავსი რამ (მიმსგავსებული, რადგან იქ უფრო ტერმინალების ცენტრებია სხვადასხვა ბანკების), შეღწევა ხდება თავისუფლად, კამერების მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა ჩვენს შემთხვევაში შეღწევა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ბარათის და პინის შეყვანის მეშვეობით, თუმცა ამასაც აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია, კერძოდ:
    ა) დადებითია ის, რომ აკონტროლებ ადამიანს ვინ შევიდა, რადგან ჩამოუსვა თავისი ბარათი და შეიყვანა პინი, რაც თითქმის შეცდომის გარეშე ადასტურებს, რომ ეს მართლა ის პიროვნებაა, ვინც ბარათის მფლობელია.
    ბ) თუ არ დაყენდა სპეციალური კარებები, რომელიც ცენტრში მხოლოდ ერთ ადამიანს უშვებს (მსგავსად თიბისის ჭავჭავაძის კარებებისა, რომელიც დღეს არ ვიცი აქვთ თუ არა კიდევ) მაშინ შესაძლებელია ვინმე შეყვეს, რაც ასევე საფრთხეს უქმნის თვითონ მომხმარებელს, თუმცა შეიძლება ვერ გააკონტროლოს.
    გ) ტერმინალში გატარებული ბარათი საკმაოდ ხანგრძლივ დროს საჭიროებს ბარათების მომსახურების ცენტრთან დასაკავშირებლად, რაც გააღიზიანებს მომხმარებელს.
მომავლის (ბანკი) სერვის ცენტრი

One thought on “მომავლის (ბანკი) სერვის ცენტრი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s