CT-PARK ორგანიზებული – არაორგანიზება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნერვებზე იმოქმედა ამ კომპანიამ. ძველი ჩანაწერი ამავე კომპანიაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://shalikone.wordpress.com/2010/10/12/ct-park/

დიდი მწუხარებით მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად ამდენი დროისა, რაც ეს კომპანია წარმოდგენილია ბაზარზე, მას არაფერი არ შეუცვლია და ყველაფერი ისევ ისეთ ქაქშია როგორც ეს მანამდე იყო. ძნელია დამალო გაოცება, როდესაც უბრალოდ ჯარიმის გადახდა არ არის შესაძლებელი ინტერნეტით, რომ არაფერი ვთქვათ ამ გადახდილი ჯარიმის შესაბამის ადგილზე ასახვისთვის საჭირო არანაკლებ ვიდრე 6 დღე. მაგრამ მივყვეთ პუნქტებად, რადგან მაინც მაქვს იმედი, რომ ამ ჩანაწერს ვინმე ნახავს ამ კომპანიიდან და შეეცდება რამე მაინც გამოასწოროს ჩასვრილ საქმეში. Continue reading “CT-PARK ორგანიზებული – არაორგანიზება.”

CT-PARK ორგანიზებული – არაორგანიზება.

ილუზია და მაგარი ქალები

რა ქალებს აჩენს და აქრობს ბიჭი ჯერ მარტო ეგ უნდა დაუფასდეს.

ილუზია და მაგარი ქალები

ნერვები გვეშლება

არის ასეთი რესტორანი არაგული (http://sharaguli.com.ge) სადაც ვისკი 0.5 ლიტრი (Jack Daniels – სხვათაშორის ჩემი ფავორიტი) ღირს 36 ლარი. ვინც იცის ვისკის ფასი, იმასაც მიხვდება, რომ 36 ლარი უაზროდ იაფია. სავარაუდოდ ფალსიფიცირებული პროდუქტი უნდა იყოს.

მე, ვერ ვარ ვისკის ექსპერტი  და ზოგადად ალკოჰოლის, თუმცა ჯეკის გემო კარგად მესმის. ამიტომ გეტყვით, რომ ვისკი ნამდვილი იყო. ყოველ შემთხვევაში, ყველა იმ ვისკთან (ჯეკთან) შედარებით, რომელიც დამილევია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. საინტერესო სქემა, როგორ შეიძლება გაუყარო კლიენტს თან ორიგინალი ვისკით: გაეცანით დიალოგს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ:

1. კლიენტები, ახალგაზრდა ტიპები, რომლებიც კარგ ხასიათზე არიან.

2. ოფიციანტი – დაყენებული ღიმილით.

3. ბარმენი – სქემებზე მომუშავე ბარმენი.

ოფიციანტი: რას დალევთ?

კლიენტები: არაყი ფინლანდია

ოფიციანტი: ინებეთ, 34 ლარი

კლიენტები: დაიცადეთ ვნახოთ ერთი სხვა რა გაქვთ

კლიენტები 1 წუთის შემდეგ: იცით რა თქვენთან ვისკი Jack Daniels 36 ლარი ღირს და 2 ლარი გულისთვის მოდით ვისკის დავლევთ.

ოციფიანტი: ერთი 0.5-იანი ვისკი კლიენტებს

ბარმენი: არ არის  0.5-იანი მხოლოდ 1 ლიტრიანი გვაქვს.

ოფიციანტი: იცით რა?! 1 ლიტრიანი ბოთლი გვაქვს მხოლოდ და თქვენ ….

(პაუზა) ელოდება რეაქცია

კლიენტები: მოგვიტანეთ რაზეა საუბარი

კლიენტები ვფიქრობთ ამ მომენტში: თუ 0.5 ლიტრიანი სასმელი ღირდა 36 ლარი მაშინ 1 ლიტრიანი ეღირებოდა 72 ლარზე ნაკლები. მოდი დავლიოთ და ვისიამოვნოთ ბარემ.

გავიდა 2 საათი

კლიენტები:   ანგარიში თუ შეიძლება

ოფიციანტი: თქვენი ანგარიშია XX ლარი და XX თეთრი

კლიენტები: ვისკი 120 ლარი  – რააააააააააააააააააააააააა? რატო?

კლიენტები ტროლფეისი:  როგორ დაგვაგოიმეს მოწვი ბიჭო? აბა ჩემი რა გვაჭამეს. ვითომ არ ქონდათ და

დასკვა:  მოტყუვდით და მოგატყუეთ რა გინდათ?

ნერვები გვეშლება

წლის პლაგიატი – საქართველოს ბანკი

წლის და ალბათ მთელი საბანკო სისტემის პლაგიატი არის საქართველოს ბანკი.

პირველწყარო ჩემტვის: http://anagelbaxiani.wordpress.com/2011/12/21/

წლის პლაგიატი – საქართველოს ბანკი

0

0

ნოლი გამოიგონა ინდოელმა მათემატიკოსმა მეხუთე საუკუნეში. 0 ინტენსიურად გამოიყენებოდა ასტრონომიაში და ასტროლოგიაში. არაბებმა გაავრცელეს ნოლი ევროპაში და უკვე ევროპიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ამ დრომდე ყველა ევროპაში რომაულ რიცხვთევს იყენებდა, რომელთა გამოთვლაც საკმაოდ რთული იყო, რადგან გამოიყენებოდა სიმბოლოები.

წყარო: Interestingfacts

0

რატომ ვმუშაობთ სტანდარტულად 8 საათი?

არასოდეს დაფიქრებულხართ თუ რატომ ვმუშაობთ მაინც და მაინც 8 საათი? არც 7 არც 9 არამედ 8? ნუ ყოველ შემთხვევაში კანონმორჩილები?

Parnell, Samuel Duncan

ეს ყველაფერი სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა. სწორედ მისგან არის გამომდინარე, რომ დღეს 12-14 საათიანი გრაფიკის ნაცვლად დღეში მხოლოდ 8 საათი ვმუშაობთ. მან თავისი მოსაზრება შეიმდეგნაირად ახსნა: ადამიანმა უნდა გამოყოს დღეღამეში 8 საათი სამუშაოდ, 8 საათი ძილისთვის და 8 საათი დასვენებისთვის. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამე დამახინჯდა, მაგრამ არა გერმანიაში, სადაც რეალურად მუშაობას 8 ზე იწყებენ და 5 ზე ამთავრებენ. სწორედ ეს საათები მიუთითა პარნელმაც შამუშაო პერიოდად.

როგორც ირკვევა, 1889 წელს დაწესდა მშრომელთა დღე. ვისაც გაინტერესებთ, თუ რა ბრძოლის გადატანა მოუწია, გაეცანით დამატებით ქვემოთ ღილაკზე  დაჭერით. არ ღირს მისი ბიოგრაფიის თარგმნა. როგორც ჩანს დიდი ბრძოლა მოუხდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ჩვენთვის შეიძლება უინტერესო იყოს, მაინც მადლობა ვუთხრათ ყველამ ერთად ამ ადამიანს მისი დამსახურებისთვის.

Continue reading “რატომ ვმუშაობთ სტანდარტულად 8 საათი?”

რატომ ვმუშაობთ სტანდარტულად 8 საათი?