შეკითხვა კაცებს (ჯერ წაიკითხე მერე უპასუხე)

მინდა დავსვა ერთი პრიმიტიული შეკითხვა, მაგრამ მანამდე პატარა შესავალი თანმიმდევრობით:

  •  ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს.
  • მთელი ღამე ვიტანჯებით სიმშრალით და მეტით
  • მეორე დღეს გვტკივა თავი და გვჭირდება “მკურნალობა”
მკურნალობა გულისხმობს:
  • გამოძინება
  • ნაბეღლავი ან ბორჯომი
  • ცხარე და ცხელი წვნიანი
  • ლუდი და არაყი

ჭკვიანი ადამიანი ამ ყველაფერს მოიმარაგებდა, ძირითადად დასალევს, მაგრამ ერთ დღეს წავაწყდი გამზადებულ ხაშს და ხარჩოს ნიკორას მზარეულისგან, რომელიც საკმაოდ დიდხანს ინახებოდა გაყინულ მდგომარეობაში. (სულ ცოტა 30 დღე) ჩვენ კი სულ ცოტა კვირაში ერთხელ მაინც ვსვამთ ხოლმე.

მე ვუსვამ საკუთარ თავს პირველ რიგში ამ შეკითხვას: რატომ ვერ ვახერხებ რომ “სამკურნალო მასალა” მუდმივად მქონდეს მაცივარში და საყინულეში.  რატომ?

 

შეკითხვა კაცებს (ჯერ წაიკითხე მერე უპასუხე)

სამკურნალო მასალა ანუ ბახუსის წამალი

მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში და ჩაამატეთ თქვენი აზრები როგორც გამოკითხვაში ასევე კომენტარში.

რა არის ბახუსის წამალი?

სამკურნალო მასალა ანუ ბახუსის წამალი

ბიზნესი და მზადება Just Note for me

დისტრიბუციასა და ვაჭრობაში, აუცილებლად არის გასათვალისწინებელი 3 მნიშვნელოვანი ფაქტორი:

1. სეზონურობა – ივლისის მეორე ნახევარი, აგვისტო, სექტემბრის პირველი ნახევარი

როდესაც ვაჭრობა დავარდნილია ძალიან.

2. სეზონურობა – ზამთარი

უეცრად მოსულმა თოვლმა შეიძლება გაგაჩეროს. მოუმზადებელი მანქანები (საბურავები), მოყინული გზა.

3. სეზონურობა – იანვარი

დაბალი ვაჭრობა თითქმის ყველა სექტორში, როდესაც მთელი ფული დეკემბერში უკვე დაიხარჯა და იანვარში სუხარზეა ხალხი გადასული.

ბიზნესი და მზადება Just Note for me

საგარანტიო თანხები მცირე მეწარმეებისგან

სულ რაღაც გასაერთობზე ვწერ ამ ბოლო დროს და გადავწყვიტე ცოტა სერიოზულ თემას მივკიდო ხელი, რომელიც ასე აწუხებს მწარმოებლებს და იმპორტიორებს, კერძოდ კი საუბარია მაღაზიებისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხების შემოღების აუცილებლობაზე, როგორც სადეპოზიტო ფორმით, ასევე სადაზღვევო ალტერნატივით.

დღეისათვის ბევრმა არ იცის, რომ ჩვეულებრივი უბნის მაღაზიები, რომელბიც ასე მრავლად არის ჩვენს გარშემო ყოველგვარი ვალდებულების გარეშე მუშაობენ, კერძოდ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ბოქლომი დაადონ მაღაზიას და შემდეგ მთელი თვეებია საჭირო, რომ იპოვნო, შემდეგ საჩივარი შეიტანო და დაელოდო თუ როდის გექნება შესაძლებლობა ამოიღო შენი კუთვნილი თანხა და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებთ, რომ კანონით მინიჭებული უფლება შეიძლება ვერც გამოიყენო, რადგან ინდივიდუალურ მეწარმეს სახელის უკან არც არაფერი გააჩნდეს.

დიდ წარმატებად მიაჩნდა ყველას კომპანიის რეგისტრაციის გამარტივების პროცესი, თუმცა ამ სიმარტივეს ბევრი უარყოფითი თვისება ჰქონდა თავიდანვე და ახლაც მკვეთრად ჩანს ეს ყველაფერი. მაგალითად, გერმანიაში, კომპანიის რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და ითხოვს საგარანტიო თანხის არსებობას, რომელიც გარკვეულ დაზღვევას უკეთებს პარტნიორ კომპანიას.

აუცილებელია, რომ საქართველოში დროულად შემოვიდეს მოთხოვნა მსგავს სავაჭრო ობიექტებთან მიმართებაში საგარანტიო თანხის არსებობასთან დაკავშირებით. კერძოდ მოდელი შეიძლება იყოს შემდეგნაირად:

  1. სავალდებულო უნდა იყოს სავაჭრო ლიცენზიის არსებობა, რომელიც “კორუფციის” თავიდან აცილების მიზნით უნდა იყოს უფასო ან ფიქსირებული ღირებულების, კერძოდ არანაკლებ 500 ლარისა 1 კვირაში და შემდეგ მზარდი დაჩქარებული მომსახურებისთვის.
  2. სავალდებულო უნდა იყოს დეპოზიტის არსებობა, რომელიც დაიბლოკება კომპანიის არსებობის პერიოდში და ასე იქნება მანამ სანამ არ დასრულდება კომპოანიის ლიკვიდაციის პროცესი.
  3. დეპოზიტის ალტერნატივა შეიძლება იყოს სადაზღვევო პოლისი, რომელიც შესაძლებელი იქნება მიიღო ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს მსგავს მომსახურებას.
რისკებს, რომლებსაც ავიცილებთ და გავლენა საბოლოო მომხმარებელზე.
  1. მაღაზიები “არ გარბიან და არ იკარგებიან” საქონელთან და ფულთან ერთად.
  2. სადისტრიბუციო კომპანიების წილი შეტანილ საჩივრებზე სასამართლოებში და აღმასრულებლებთან მცირდება მკვეთრად.
  3. სადისტრიბუციო კომპანიები ამცირებენ თავიანთ ფასნამატში საქონელზე მსგავსი რისკის ღირებულებას, რაც არანაკლებ 5%-ის არის.
  4. შემცირდება მაღაზიების რაოდენობა, რაც ბიზნესს გაამსხვილებს და შესაბამისად შეამცირებს დისტრიბუციის ხარჯებს, რაც ასევე აისახება საბოლოო მომხმარებლებზე.
ეს ყველაფერი მინიმუმ 5 დან 10 %-მდე შეამცირებს ბაზარზე საქონლის ღირებულებას, რაც ჩვენს მოგაძვალტყავებულ მოსახლეობას მნიშვნელოვნად შეეხიდება.
საგარანტიო თანხები მცირე მეწარმეებისგან

გაპარული შეცდომები

ამ სურათებს გიზიარებთ კომენტარის გარეშე

 

Continue reading “გაპარული შეცდომები”

გაპარული შეცდომები