დაკვირვება სპორტზე

დავაკვირდი, რომ ადამიანებს და კერძოდ ქართველ კაცებს მიაჩნიათ, რომ აუცილებლად უნდა მოგწონდეს სპორტი. ისინი თავს აჯერებენ რომ ჯობია ფეხბურთის სანახავად სტადიონზე დადიოდე, თუმცა უმეტესობას სულაც არ მოსწონს. უბრალოდ საზოგადოებაში, როცა ერთი იწყებს ლაპარაკს ფეხბურთზე, ისინიც ვალდებულად მიიჩნევენ თავს რომ ჩაერთონ საუბარში. მემგონი ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ უმეტესობას სხვა თემაზე არ შეუძლიათ საუბარი. მემგონი თეატრში არც არის 90% მათგანი ნამყოფი და რაზე უნდა ილაპარაკოს თუ არა ფეხბურთზე?  აქ ხომ შეიძლება სხვისი დაწერილი გადაიკითხო ორ წინადადებაში, ანგარიში გაიგო, ვინ გაიტანა გოლი და შეგიძლია ხშირად უნახავადაც ისაუბრო, სპექტაკლზე ასე არ გამოვა. . .

სასაცილო ისიც არის, რომ რაგბისტებმა, რომლებმაც დაფინანსების და სავარჯიშო მოედნის გარეშე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს, თუმცა არავინ არ იცის მათი სახელები, მაგრამ იციან ქართველი ფეხბურთელების, რომლებმაც დაფინანსების და საუკეთესო მწვრთნელების მიუხედავად მაინც ვერ წაიწიეს წინ უკვე 30 წლის მანძილზე. ალბათ აქ ავადმყოფი შვილის პრინციპი უფრო მუშაობს.

დაკვირვება სპორტზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s