MAGTI GSM – მაგთიკომი

არსებობს ასეთი კომპანია BellSouth რომელიც დღეისათვის AT&T-ს ნაწილია. ეს კომპანია რომელიც ძალიან მაგონებს ჩვენს ქართულ მაგთიკომს ძლივს გადაურჩა გაკოტრებას როდესაც ისე იქცეოდა როგორც ჩვენი მაგთუნა. მობილურობა მთავარი პირობაა მსგავსი კომპანიებისთვის, რადგან ტექნოლოგიები ისე სწრაფად იცვლება ამ სექტორში და აქედან გამომდინარე ძირითადად ისე სწრაფად მცირდება, რომ თუ დროულად არ იმოქმედებ ძალიან სწრაფად დარჩები ცარიელი.

BellSouth  თავისი პერიოდისთვის უფრო ძვირადღირებულ მომსახურებას სთავაზობდა  თავის კლიენტებს, როგორც ჩვენი ქართული ანალოგები, რომლებიც სულ მოგვიწოდებდნენ არ დაგვეტოვებინა მათი რიგები, რადგან მათი ხარისხი თურმე ბევრად უკეთესი იყო. ზუსტად იგივეს აკეთებდა BellSouth, რომელიც ზუსტად იგივეს ჰყიდდა რასაც სხვები, თუმცა ხაზგასმას აკეთებდა ხარისხზე. უდაოა, რომ ტექნოლოგია თუ 100%-ით არა 90%-ით მაინც იდენტურია, ხოლო რამდენად კარგი მიღებაა ჩვენი ქალაქის გარეთ სინამდვილეში ყველას მაგრად გვკიდია ყლეზე, რადგან ტყეში წელიწადში 2-3 ჯერ ვხვდებით და ისიც არა იმისთვის, რომ იქიდან ვრეკოთ, ხოლო თბილისელებს, ვაკეში და საბურთალოზე არცერთ მობილურ ოპერატორს არ უჭირს ხაზების დამატება ჩვენი ტელეფონებისთვის. გინახავთ ვინმეს რომელიმე კონკურენტის მიღება ცუდი იყოს საბურთალოზე? ვაკეში? ავლაბარში? ბევრი თქვენგანი გადის ქალაქგარეთ იმისათვის, რომ იქიდან რეკოს ტელეფონზე? ალბათ ხვდები რისი თქმაც მინდა. ყველამ დავინახეთ, რომ თურმე მთელი ამდენი წლის მანძილზე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები დაუღალავად გვტენიდნენ თავიანთ მომსახურებას სულ ცოტა 28 ჯერ უფრო ძვირად. ალბათ თითოეული მათგანი ფიქრობს, რომ მოკლე მეხსიერების მქონე ადამიანებთან აქვს კავშირი, რომლებსაც 1 თეთრიან მომსახურებას სთავაზობს მაშინ როდესაც მანამდე 28 თეთრიანს სთავაზობდა. კომუნიკაციებში როგორც ჩანს იგივე სიტუაციაა როგორც საწვავში,  თუმცა ეს არ არის ამ ჩანაწერის გამომწვევი მიზეზი. მიზეზი სულ სხვა რამეა.  

მაგთიკომი საქართველოში მოქმედი უდიდესი კომპანიაა, რომელიც გამორჩეულია ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილით. მაგთიკომი უცვლელი ლიდერია საქართველოს  ტელეკომუნიკაციების ბაზარზე და აბონენტთა მომსახურების სფეროში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.

როდესაც ამერიკულ ანალოგს გაუჭირდა, მან ჩაატარა კვლევა კლიენტების უკმაყოფილების დადგენის მიზნით. ალბათ მსგავს გამოკითხვას უკვე კარგახანია მაგთიც ატარებს, რადგან არ მგონია დღესაც ისეთი “ლიდერები” იყვნენ როგორც მაშინ, როდესაც აბსოლუტური მონოპოლიით სარგებლობდნენ დამფუძნებლების ხარჯზე. შეკითხვაზე, თუ რა იყო მათი უკმაყოფილების მიზეზი, კლიენტებმა გასცეს დაახლოებით ასეთი პასუხი: მიმდინარე პრომო აქციებისა და გათამაშებების დროს, ყველა მათგანი ძირითადად განსაზღვრული იყო მხოლოდ ახალი კლიენტებისთვის და არანაირად არ ითვალისწინებდა არსებული კლიენტების წახალისებას.ანუ რეალურად თუ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, მას მერე გვიკიდებს და მე ეს მწყინს. მწყინს და ყოველთვის მწყინდა, როდესაც მე რომელიც ვუვსებ მათ ჯიბეს ფულით ვერაფერს ვერ ვიღებ, ხოლო ადამიანი, რომელიც შეიძლება არ დარჩებს მათი აბონენთი ივსება სხვადასხვა პირობებითა და საჩუქრებით.  პირადად ჩემთვის, ეს ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რატომაც ვფიქრობ გადავიდე სხვა ოპერატორზე (მიუხედავად იმისა, რომ არც სხვა წამახალისებს), რომ გაუმაძღარ დევიდ ლის და აქციონერებს, რომლებიც ამ კომპანიის უკან იმალებიან დავაკლო თუნდაც ის 100 ლარი, რომელსაც ყოველთვიურად ვხარჯავ მაგთიკომის მომსახურებისთვის.

სამწუხაროა, რომ არასოდეს, ამ კომპანიას ნაცვლად იმ თანხისა, რომელსაც ჩემგან იღებდა არ გასჩენია აზრადაც, რომ გამოეგზავნა თუნდაც უბრალოდ მესიჯი, რომელშიც ეწერებოდა:

“მაგთიკომი მადლიერია, რომ თქვენ მისი აბონენტი ბრძანდებით”
“მადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით ამდენი წელი”
“ჩვენ ვაფასებთ თქვენს ერთგულებას და გჩუქნით 10 ლარის სასაუბრო დროს”

ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ტექსტი ნუთუ ასეთი ძნელია? შეიძლება ყველა გათამაშება და წახალისება მხოლოდ მათთვის იყოს, ვინც ახლა ჩაერთო თქვენს ქსელში? ისინი არ არიან დასაფასებელი ვინც 5-10  წელია თქვენი მომხმარებლები არიან?  დაფიქრებულხართ ვინმე თუ რატომ ვიხდით უფრო ძვირს მაგთის მომსახურებაში, ან ჯეოსელის იმის სანაცვლოდ რომ სადღაც ისეთ ადგილას, იჭერს ტელეფონი სადაც შეიძლება სულ არ დავდიოდეთ?

დროა გაახილოთ თვალები. თქვენ არ მაძლევთ მომსახურებას იმის სანაცვლოდ რომ მე ფულს ვიხდი. ასე ყველა აკეთებს. სანამ დაკარგეთ მთელი თქვენი კლიენტები და ლიდერობა, დროა გაანძრიოთ ერთი ადგილი და რაღაც სწორი და განსხვავებული გააკეთოთ.

MAGTI GSM – მაგთიკომი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s