აპრილის 15 დღე

კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
ისე არ ამოწყდებიან –
ჯავრი შესჭამონ მტრისანი.
თქვენი ჯერია, ბიჭებო,
ხელი დაიდოთ ხმალზედა,
თორემ ყორნები ძღებიან
წინაპართ ნაომარზედა.
ვაჟკაცნი, მთაში ნაზარდნი,
ომშიაც კი ნახვენ ლხინსა,
მტერსა მტრულად დახვდებიან,
მოკეთეს მოსჭამენ ჭირსა.

ამ წლის აპრილის თვე განსაკუთრებით არაფრით არ გამოირჩეოდა, სანამ სარეზერვო სამსახურის მოსაწვევს არ მივიღებდი. საერთოდ ჯარისადმი დადებითი განწყობა 2003 წლიდან ჩამომიყალიბდა. იყო პერიოდი, როდესაც სწავლის მიტოვებასაც ვაპირებდი და მინდოდა კარიერა სწორედ ამ მიმართულებით გამეგრძელებინა, თუმცა მოგვიანებით აზრი აზრი შევიცვალე სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე და სამოქალაქო სექტორში დარჩენა ვამჯობინე, თუმცა ეს არ არის ამ ეტაპზე მთავარი.

“მოსაწვევის” მიღების შემდეგ დავიწყე მზადება რეზერვისთვის, საკმაოდ უსიამოვნო პერიოდს დაემთხვა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი პერიოდში იყო ძალიამ ნიშვნელოვანი, რის გამოც დიდი ხალისით არ მივდიოდი, თუმცა ვფიქრობდი, რომ მობილურის გამოყენებას შევძლებდი და ამით პრობლემების ნაწილს მაინც გადავჭრიდი.

მოკლედ, 

პრეისტორია: 4 აპრილი.

ჩემი მეგობრების ნაწილი გაიწვიეს 5 აპრილს, ხოლო ჩემი მოსაწვევი ითვალისწინებდა 7 აპრილიდან რეზერვში წასვლას. ამიტომ მივმართე ვაკე-საბურთალოს კომისარიატს თხოვნით “გადმოეწიათ” ჩემთვის გაწვევის თარიღი და ორი დღით ადრე გავეწვიე. სიტუაცია გამგეობაში საკმაოდ ნორმალური იყო, პირიქით, ვადის გადმოწევის თხოვნით მისულს გაკვირვებულებმაც კი შემომხედეს, რადგან როგორც მოგვიანებით მივხვდი უმეტესობა მიდიოდა გადავადების ან ზოგადად თავის აცილების მიზნით. როგორც გაირკვა, 5 აპრილისთვის გასაწვევ პირთა რაოდენობა სრულად იყო წარმოდგენილი, რის გამოც ჩემი ადგილი აღარ იყო  (თუმცა დღეს უკვე ვიცი, რომ კაცის მიწერა არ არის პრობლემა და ეს შესაძლებელია, უფრო ძნელია თავიდან აცილება), შემომთავაზეს ხელი მომეწერა ადგილზე გამოცხადებისთვის და მოვმზადებულიყავი უშუალოდ 7 აპრილისთვის. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ჩემი მეგობარი რევაზ მ. მოდიოდა ასევე რეზერვში.

დღე პირველი: 7 აპრილი.

დილის 8 საათზე გამოვცხადდი ვაკე-საბურთალოს გამგეობასთან. დაახლოებით 2  საათში გავნაწილდით სხვადასხვა ავტობუსებში, თუმცა ნაცვლად დანიშნულების ადგილზე გამგზავრებისა, ლოკომოტივის სტადიონზე გადაგვიყვანეს. ლოკომოტივის სტადიონზე ასევე გავატარეთ დაახლოებით 2 საათამდე და გავემგზავრეთ კოლონაში სამხედრო პოლიციის თანხლებით სამხედრო ბაზაზე ვაზიანი, სადაც ძლიერი ქარი იყო. ხალხი აქვე გაიყო ორ ნაწილად, ისინი ვინც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული “ფორმა 100”-ით იყვნენ ანუ უვარგისები და ვარგისები. დავლაგდით ბაზაზე არსებულ სხვადასხვა შენობებთან. როგორც გაირკვა, ჯანმრთელებსაც უნდა გაგვევლო სამედიცინო შემოწმება, რომელიც დაახლოებით ასე შემოიფარგლა:

ექიმი: გაწუხებთ რამე?
ბატონი რეზერვისტი:  არა
ექიმი: მაჩვენეთ მკლავები
ბატონი რეზერვისტი:  აჩვენებს
ექიმი: სისხლის ანაზილი უნდა ჩააბაროთ
ბატონი რეზერვისტი:  აბარებს
ექიმი: რამდენს იწონით?  თქვენი სიმაღლე?
ბატონი რეზერვისტი:  65 კგ, 1.88მ
ექიმი: თქვენ ჯანმრთელი ხართ, მიბრძანდით

პირველი სისულელე:  არაორგანიზებული, არაფრისმომცემი სამედიცინო შემოწმება. ამაზე დროის ხარჯვა არც ღირდა, სინამდვილეში უნდა მოეთხოვათ ყველასგან გაწვევის წერილთან ერთად გაეკეთებინათ ის შემოწმება რაც საჭირო იყო, რომ არ მოგვწეოდა ლოდინი და მიგვეღო შედეგიანი შემოწმება.

გარეთ გასულები ველოდებით შემდეგ ბრძანებას. საკმაოდ არაორგანიზებულია შემოწმებული ხალხის თავმოყრა. ყოველ წამს დაბალ ხმაზე აცხადებენ გვარებს, რომლებსაც ზოგს მარჯვნივ, ზოგს კი მარცხნივ უშვებენ. დაახლოებით 3 საათში ეს პროცედურაც გადავაგორეთ და სირბილით მივედით სატრანსპორტო საშუალებასთან, რომელმაც უნდა გადაგვიყვანოს თუმცა ჯერ არ ვიცით სად. ყველა ლაპარაკობს, რომ ალგეთში ყველაზე ცუდია და იქ მოხვედრა არავის სურს.  მოგვიანებით ვსხდებით სამხედრო მანქანებში და მივემგზავრებით. საკმაოდ მოუხერხებელია გვერდებში გვიბერავს და ისეთი შეგრძნება ჩნდება თითქოს კარტოფილთან ერთად მივდივართ. ისმის სამხედრო პოლიციის მანქანიდან შეძახილი “მოუმატე”, “დააჩქარე”, მძღოლი გაზს აძლევს და ვიზილებით.

დაახლოებით 1.5 საათში ვართ ადგილზე, მალე დაბნელდება, გადმოვედით და გვესალმებიან. მიგვითითებენ საით წავიდეთ. ვხედავ გარშემო სულ კარვებია, ნაწილი ხალხი ფორმაში, ნაწილი ჩვენს მსგავსად სამოქალაქო ტანსაცმელში. როგორც მოგვიანებით ირკვევა, ფორმიანები სამხედროები არ არიან თუმცა მაინც ვერ გაარჩევ ვინ ვინ არის. ერთ კარავთან მოგვიყარეს თავი, ქარია და ცივა მაგრამ არ ვიმჩნევ. ჩემთან ერთად ჩემი მეგობარია, რომელსაც სახეზე არ ეტყობა დიდი სიხარული ვცდილობ გავამხნევო. საერთოდ ჩემი თვისებაა თუ სხვას ვამხნევებ მეც მობილიზებული ვარ, არ მინდა რომ პირველივე წამიდან წუწუნი დავიწყო. გეგმაში გვაქვს ერთად მოვხვდეთ სადაც ვიქნებით, ამიტომ ერთიმეორეს დავყვებით უკან. შევედით კარავში. ორივე მხარეს კომპიუტერებთან ზიან ადამიანები რომლებიც არეგისტრირებენ ხალხს.

მეორე სისულელე: სავალდებულო რეზერვთან ერთად მოიგონეს უაზრო ფურცელი, რომელშიც დაახლოებით ასეთი შინაარსის ტექსტი იყო: “ვალდებული ხართ შვილის შეძენის, ქორწინების ან განქორწინების, საზღვრის გადაკვეთის, საცხოვრებელი მისამართის ცვლილების შემთხვევები შეატყობინოთ თქვენს კომისარიატს. ასევე ვალდებული ხართ 45 დღის მანძილზე ემსახუროთ სახელმწიფოს უსასყიდლოდ, ხოლო 45 დღის ზემოთ მიიღებთ ანაზღაურებას.” ამ ტექსტმა დიდი პროტესტი გამოიწვია ყველაში. საქმე იმაშია, რომ დღეს დღეობით სახელმწიფომ მოახერხა და გააციფრულა მონაცემების დიდი ოდენობა, ასევე რეალურ დროში ხელმისაწვდომი გახადა მსგავსი ინფორმაცია არა მხოლოდ თავისი სტრუქტურებისთვის, არამედ კერძო დაწესებულებებისთვისაც კი რისთვისაც საკმარისია კომპიუტერი ჩართო და ყველა ეს მონაცემი მიიღო. ამასთან ერთად დამატებით ქაღალდების ხელმოწერა არ უნდა იყოს სავალდებულო, რადგან რეზერვი ისედაც სავალდებულოა და მსგავსი ფურცლები ქმნის ეჭვებს და შეკითხვებს.

პირველი რეკომენდაცია: როდესაც ხელმისაწვდომია სამოქალაქო რეესტრი, საჯარო რეესტრი, საზღვრის დაცვის ინფორმაცია საკმარისია დაწერო სპეციალური მარტივი პროგრამა, რომელიც ამ ყველა ინფორმაციას მოუყრის თავს ერთ ადგილზე და ყოველთვის გეცოდინება ვინ სად არის და რას აკეთებს. ამისათვის საკმარისია “მარტივი” API რომლის მეშვეობითაც მოგაქვს მთელი ინფორმაცია რეგისტრირებულ პირებზე და ხედავ ვინ სად ცხოვრობს, ჰყავს თუ არა შვილი, ცოლი, გადაკვეთა თუ არა საზღვარი და ასე შემდეგ. მგავს შემთხვევაში არ იქნება საჭირო დროის კარგვა ხალხის რეგისტრაციაზე. აქვე მინდა დავძინო, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ფინანსური შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოს, ანაზღაურებადი სამხედრო რეზერვი არ შეიძლება იყოს ხელფასიდან დამოუკიდებლად ვიღაცის მიერ განსაზღვრული თანხა. მაგალითისათვის ისრაელი, ყოველ დღეზე თავის მოქალაქეებს უხდის ხელფასის 115%-ს. მაშინ როდესაც ჩვენთან აპირებენ 500-700 ლარის ოდენობით გადახდას თვეში, რაც დღეისათვის პირადად ჩემთვის ბანკის ვალდებულებებს ვერ ფარავს ამ პერიოდში და უფრო ნაკლებია.

უშინაარსო რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, სადაც ჩაიწერეს ყველა შესაძლო საკონტაქტო ინფორმაცია, “Excel-ის ფაილში” გასაოცარია, რომ როგორც ჩემამდე ჩასულებმა მითხრეს უბრალო Autocorrection ფუნქციის გამო ასობით ადამიანი იდგა და ელოდებოდა, რადგან ინფორმაციის შევსებისას პირველ ასოს “უჭამდა” და ამდენ რეგისტრანტში არცერთმა არ იცოდა როგორ გაეთიშათ ეს ფუნქცია. ჯერ რა მოსატანია საერთოდ ექსელის ფაილი, როდესაც მთელი ქვეყანა გაციფრულებაზეა გადასული და გაუჩერებლად მიდის ელექტრონულ მომსახურებებზე გადასვლა. 2-3 საათი დაიკარგა ამ პროცედურაზე, როდესაც ხორციელდებოდა ინფორმაციის ფაილში გაუჩერებელი რეგისტრაცია.

მეორე რეკომენდაცია: გარდა იმისა, რომ არ შეიძლება ექსელის ფაილში ასეთი ინფორმაციის შეტანა და მისი გაფანტულად შენახვა, შესაძლებელი იყო თუნდაც ამ ექსელის ფაილში პირადი ნომრის მიხედვით ამოეღოთ ყველა ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრიდან და ჩვენთან ერთად მხოლოდ გადაემოწმებინათ სიზუსტე, რასთან ერთადაც შეიტანდნენ კორექტირებებს საჭიროების შემთხვევაში. ეს დიდი ოდენობით დროს დაგვაზოგინებდა და არ იქნებოდა ისეთი აურზაური როგორიც იყო.

რეგისტრაციის შემდეგ ერთ მწკრივად გადაგვიყვანეს ფორმებისა და ქვეშაგებლის ასაღებად. იქ არ იყო საკმარისი არც დრო და არც პირობები, რომ მოგერგო ფორმა და დაგედგინა იყო თუ არა შენი ზომა, თუმცა მოგვიანებით იყო შესაძლებლობა რომ შეგეცვალა. 44+ ზომები საერთო არ იყო ამიტომ იყო ხალხი ვისაც მხოლოდ მესამე დღეს მოუტანეს ჩექმები, მაგრამ ცდა ღირდა, რადგან ჩვენგან განსხვავებით მათ მაღალი ხარისხის ჩექმები ჩაახუტეს.

მესამე სისულელე: რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ერთი და იგივე ზომის ჩექმა სინამდვილეში სხვადასხვა ზომის იყო. ჩემი 43 იყო უფრო დიდი ვიდრე მჭირდებოდა, სხვისი 43 კი პატარა. იყო შემთხვევები, როდესაც ერთი ჩექმა უფრო დიდი იყო ვიდრე მეორე, თუმცა თვითონ სამხედროები შაყირობდნენ, რომ ეს თათა ვარდანაშვილის დამსახურება იყო. მე დღესაც არ ვიცი იყო თუ არა ის ჩექმები თათა ვარდანაშვილის, მაგრამ ზომებთან დაკავშირებულ აბსურდულ სიტუაციებს თუ არ ჩავთვლით, ჯამურად ჩექმები ნორმალური იყო.

აქვე გადმოგვცეს, ერთი ჯაგრისი, ტუალეტის ქაღალდი, საპონი, ორი პირსახოცი, ერთჯერადი საპარსები და დაღლილები გავეშურეთ კარავში. შევსახლდით დალაგეთ ჩვენი ნივთები, გამოვიცვალეთ და სამხედრო ფორმით მოვეწყვეთ. ამ პროცედურის შემდეგ, როდესაც პირველი ახსნა განმართება ჩაგვიტარეს, გადაგვიყვანეს სასადილოში და გაგვიმასპინძლდნენ 6 ლარიანი საჭმლით, რომელიც გამოყოფილია არა თითო კვებაზე, არამედ მთელ დღეზე!!!. თავიდან ვიძახდი, რომ ამ საჭმელს ღორსაც არ ვაჭმევდი, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ ღორს ვაჭმევდი ნამდვილად. ეს უგემრიელესი კერძები, რომლითაც გავატარეთ მთელი რეზერვი ცნობილი M|GROUP-ის შედევრია. სავარაუდოდ M|ARMY ან FoodService (ამ ლოგოტიპიან მანქანას მოაქვს საჭმელი, თუმცა ეს არ არის ფუდსერვისი, ამ ჯგუდის შვილობილი კომპანიაა), ამის დანამდვილებით თქმა არ შემიძლია, რადგან არ ვიცი რომელი მათგანი გვემსახურებოდა კონკრეტულად, თუმცა ის ვიცი, რომ გუფთის გაჭრას ჯობდა მთლიანად გადაგეყლაპა. საერთოდ კვების სექტორს კარგად ვიცნობ და ნათელი იყო ჩემთვის რა რისგან იყო გაკეთებული, მაგრამ არ მეგონა თუ მსგავსი რამ კიდევ კეთდებოდა სადმე. ჩვენი საამაყო ხორცპროდუქტების ქარხანა “ვაკე” გვავსებდა “მხედრული” სოსისით, რომელსაც მხოლოდ ზოოპარკში თუ აჭმევდა ადამიანი ცხოველებს, თუმცა ამას კიდევ მოგვიანებით დავუბრუნდები.

ჭამის შემდეგ ასე თუ ისე მოვერგეთ სიტუაციას, გადაგვიყვანეს კარვებში და საშუალება მოგვცეს განვმარტოვებულიყავით საკუთარ თავთან კიდევ 40 ადამიანთან ერთად. მაგ მომენტში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ დამეძინა და ყველაფერი მეორე დღეს მენახა.  დავწექით და გვესმოიდა ღამის 5 საათამდე როგორ მოდიოდა და მოდიოდა ხალხი ბაზაზე. როდესაც წარმოვიდგენდი, რომ მათ ის პროცედურა უნდა გაევლოთ რაც ჩვენ გავიარეთ ძალიან მეცოდებოდნენ.

დღე პირველი, და დანარჩენი 

6 საათზე აღარ აგვაყენეს. 8 საათამდე ვიწექით ლოგინში, მაგრამ დაძინება ძნელი იყო და არა სტრესის გამო. ძირითადი მიზეზი მაინც სიცივეა. ძალიან ცივა, სუსხი პირდაპირ ძვლებში გადის, უცბად მახსენდება 91 – 94 წლები. გულში ფიქრობ, ეს უნდათ ამათაც, აი კარანტინს გაგატარებენ და თუ ომი იქნა, სველ მიწაზე დაწოლას და სიცივეში ძილს არ გააპროტესტებ. დაწოლამდე არ მქონდა საშუალება შემესწავლა კარავი, თუმცა როდესაც შევიწვალე აღფრთოვანებული არ დავრჩენილვარ.

დღე გრძელდება ზოგადი საუბრებით, აშკარაა, რომ ორგანიზაციის კუთხით დიდი გარღვევებია, ორ დღეზე ადრე არ გამოაკრეს პროგრამა. ეს ორი დღე რა ვაკეთეთ?! სინამდვილეში არაფერი. ზემოდან მიღებული სიებით დაგვანაწილეს ათეულებად. დანიშნეს მეთაურები. ვცდილობთ მწკრივში და რიგში სწორად სიარული ვისწავლოთ.

ზოგადი დონე: 

ამ შეკრებაში ხალხი 27 წელზე ზემოთ არის. ჩემთან ძირითადად ვაკე საბურთალოა, თუმცა გაუგებარი მიზეზის გამო გამოერია მცხეთაც კი, რომ არაფერი ვთქვა ისანი-სამგორზე და დიდუბე-ჩუღურეთზე. მოგვიანებით, ბოლო სამი დღე როდესაც დარჩება, გაგვიყვანენ ყველას ველზე და დაიწყებენ ახალი 20-ეულების ჩამოყალიბებას, სადაც უბნების მიხედვით ვიქნებით. ამ დროს ვიხვეწები, რომ მომცენ კომპიუტერი და ის ექსელის ფაილი, რომელშიც შეგვყარეს თავიდან. 20 წუთის საქმეს მთელი დღე ვაკეთებთ. გამოჩნდა “იფხანა” გამხეცებული მოვარდა თავისი კვადროციკლით და თავზე დაახურა სამხედრო მოსამსახურეებს ხელახალი რეგისტრაციის პროცესი. აშკარაა რომ სისულელეს აკეთებენ, მაგრამ ვერ ავუხსენი, რომ მონაცემთა ანალიზი ექსელით და ექსელის ცოდნა განსხვავდება ერთმანეთისგან. მიუხედავად ამისა უკვე გვიანია რაიმეს ცვლილება და რეგისტრაციის პროცესი ისევ იმ ფორმით გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ წინა სარეზერვო შეკრებებთან შედარებით დონე გაცილებით მაღალია, მაინც ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, ინსტრუქტორებად წარმოდგენილი იწყვნენ უბრალო სერჟანტები, რომლებსაც არა მხოლოდ უშუალოდ თემაში არ აქვთ საკმარისი განათლება, არამედ არ არიან “ინსტრუქტორები” ამ თემის.

კვება დღეში სამჯერ გვაქვს. ვერ ვიგებ რატომ, მაგრამ თითქმის მთელი ბატალიონი ერთად გადავყავართ სასადილოს კარავთან. რატომ უნდა ვიდგეთ ამ საშინელ ამინდში სასადილოსთან როცა შეგვიძლია ჩვენი რიგის დროს შევიდეთ?

ზოგადი რჩევები და საჭირო ინფორმაცია:

  1. თმა შეიჭერით რაც შეიძლება მოკლედ.
  2. წვერი გაიპარსეთ წასვლის წინ.
  3. კარვის შემთხვევაში არ დაწვეთ შესასვლელში და ფეჩთან.
  4. დაწექით ორსართულიანი ლოგინის პირველ სართულზე.
  5. კბილის პასტა, საპონი, საპარსი და სხვა ჰიგიენური საშუალებები ძილის წინ დაიდევით გვერდით.
  6. დარჩენილი ბოლო 3-4 დღისთვის შემოინახეთ სულ ცოტა 2 ჯერ მეტი მარაგი ტკბილეულის, სიგარეტის და საჭმლის.
  7. იქონიეთ ფული 5 ლარიანები რამდენსაც ჩათვლით საჭიროთ (თუ ხართ მწეველი), ასევე წვრილი ხურდა ფული 5 ლარის ოდენობით.

რას გვაძლევენ რეზერვში.

  1. საპონი – 1
  2. კბილის ჯაგრისი- 1
  3. კბილის პასტა- 1
  4. ტუალეტის ქაღალდი- 1
  5. ერთჯერადი საპარსი- 3
  6. პირსახოცი – 2
  7. ტრუსიკი – 1
  8. მაიკა – 1

რის წაღებას გირჩევთ:

  1. საპონი
  2. ჯაგრისი
  3. კბილის პასტა
  4. საპარსი (სასურველია ელექტრო)
  5. სველი სალფეთქი (დიდი რაოდენობით)
  6. დუშგელი ერთჯერადები
  7. მაკრატელი ფრჩხილებისთვის
  8. ტუალეტის ქაღალდი
  9. Hygel – ხელის საწმენდი ჰიგიენური საშუალება
  10. წყლის გასაცხელებელი (“მინუტკა”) თავისი პლასმასის კოვზით.
  11. ჭიქა სასურველია რკინის.
  12. ბოთლი წყლით (სასურველია “სოსკიანი”).
  13. წამლები: კუჭის შეკვრის და პირიქით, გაცივების, ლეიკოპლასტირი, ტკივილგამაყუჩებელი.
  14. მზისგან დამცავი კრემი (დაგჭირდებათ მიუხედავად სეზონისა).
  15. ტუჩების დახეთქვის საწინააღმდეგო მაზი.
  16. ნასკები (ბევრი, დღეში 2-3 ცალი რომ გქონდეთ).
  17. მრავალფუნქციური ჯაყვა.
  18. ქაღალდის ხელსახოცები “მშრალი”.
  19. იქონიეთ ჩუსტი ზაფხულის შემთხვევაში და მარტივად ჩასაცმელი სპორტული ფეხსაცმელი.
  20. იქონიეთ თქვენი პირსახოცები.
  21. კონსერვები!!!
  22. მწეველებმა იქონიეთ სიგარეტი საჭირო რაოდენობა x 3
  23. სნიკერსები და სხვა მსგავსი კამფეტები დიდი რაოდენობით.
  24. პეჩენიები, ერთჯერადი ჩაი, ყავა, შაქარი.
  25. ფანარი, საათი, სანთებელები.
სამშობლოს გულისთვის ფეხებით დაკიდებული გავძლებ ორი კვირა, მაგრამ არაორგანიზებულობა, რომელიც ვნახე მაფიქრებინებს, რომ ამავე ადამიანების დაგეგმილი ომი უკვე დამარცხებას ნიშნავს.
მეტი წერა მეზარება.
აპრილის 15 დღე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s