ბანკები (საქართველოს ბანკი)

უკვე მერამდენე წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს ბანკის  (http://www.ibank.ge)  კლიენტი ვარ.  ამ ყველაფერზე განსაკუთრებული ფაქტორი იმოქმედეს ჩემმა მეგობრებმა, რომლებმაც გაავსეს ეს ბანკი. იმდენად დიდი დრო გავიდა, რომ სხვა ბანკებში რა ხდება ისიც არ ვიცი. იქნება და სხვაგან უარესი სიტუაციაა ან პირიქით უკეთესი, მე კიდევ კვლავინდებურად ჟიგულით დავდივარ, ან შეიძლება  პირიქით ახალი BMW-თი.

საერთოდ ჩვენთან ყველა სექტორი ჩასვრილია, თუმცა საბანკო სექტორი დიდი რესურსიდან გამომდინარე მაინც უფრო მაღალ დონეზე დგას, თუმცა მაინც არც ისე მაღალზე როგორც უნდა იყოს. მაგალითად TBC-ბანკს მისი მომხმარებლები იმიტომ აგინებენ, რომ სულ რიგებია და ინტერნეტ ბანკინგი თითქმის არ მუშაობს, ან მუშაობს გაუმართავად. საქართველოს ბანკში მართალია ეს პრობლემა მოგვარებულია, თუმცა აშკარად დიდ ბანკებს პატარებთან შედარებით უჭირთ ყველაფრის კონტროლი, მაგალითად რესპუბლიკა ბანკში, როდესაც სადებეტო ბარათს ვადა გასდის, აუცილებლად გატყობინებენ და გთავაზობენ აიღო ახალი. საქართველოს ბანკში უფრო მეტ ენერგიას უაზრო რეკლამებში და PR აქციებში ხარჯავენ, ვიდრე ასეთი თითქოსდა წვრილმანების გამოსწორებაში, რადგან მიუხედავად იმისა, თუ როგორი რეკლამა ექნება ბანკს, მე მაინც მომსახურების ხათრით მივდივარ და არა იმისა სანახავად, თქვენი პროტოტიპი როგორ ხმარობს კონკურენტულ ბანკებს.  ეს ყველაფერი მართლაც  უმნიშვნელოა, თუ არ ჩავთვლით იმას რაც თავს გადამხდა მე, კერძოდ: 

4.თებერვალს, როდესაც სტანდარტულად მიწევს იპოთეკური სესხის დაფარვა, ანგარიშზე სოფლურად რომ ვთქვა მოვაქუჩე საჭირო თანხა, რომელიც ორ ბარათზე გადანაწილდა. ამ დროს ერთ ბარათს უკვე ვადა ჰქონდა გასული, რომლის ვადის გასვლასთან დაკავშირებული შეტყობინებაც ერთი თვით ადრე მივიღე SMS-ით. ორშაბათს სამსახურში მოსულს დამხვდა სიტუაცია, როდესაც დამირეკეს ბანკიდან და მითხრეს, რომ არ მქონდა საკმარისი თანხა და ვადაგადაცილების გამო საურავები დამერიცხებოდა. დავინტერესდი, შევიხედე ჩემს ანგარიშებზე და პირველმა ეფექტმა კინაღამ გულის შეტევა დამმართა. აღმოჩნდა რომ ძირითად ანგარიშებზე სულ უარყოფითი ნაშთები იყო. თვითონ თანამშრომელი დამპირდა რომ გადაამოწმებდა ამონაწერებს და შემეხმიანებოდა. მეც გადავავლე თვალი და ამონაწერები საკმაოდ გაუგებარი იყო, რადგან ზოგ შემთხვევაში მხოლოდ გასული წლის ბრუნვა ჩანდა. შემდეგ კიდევ ვესაუბრე მათსავე საინფორმაციო თუმცა უკვე გვიანი იყო და გადაიდო ყველაფერი მეორე დღეზე. სამწუხაროდ ამ მიზეზით ინტერნეტის ფულის გადახდაც ვერ მოვახერხე, რადგან ანგარიშებზე არ მქონდა ხელმისაწვდომი თანხა. პირველი მოსაზრება რაც გაგვიჩნდა მეც და ოპერატორებსაც იყო ის, რომ უბრალოდ არეული იყო ნაშთები იგივე IT დეპარტამენტის მხრიდან, სადაც რომელიღაცა პროგრამისტმა მძიმე და წერტილი არასწორად დასვა და ეს მალე გასწორდებოდა. მითუმეტეს ამ მოსაზრებას ისიც ამყარებდა, რომ ჩემს თანამშრომელსაც გაუგებარი მიზეზით ორჯერ ჩამოეჭრა 500 ლარი ამავე დღეს. ძალიან რომ არ გავაგრძელო, აღმოჩნდა, რომ ანგარიშები მხოლოდ იმიტომ დამებლოკა, რომ მეორე ბარათიდან ვერ მოხერხდა თანხის ჩამოჭრა სესხის დასაფარად, სწორედ იმ ბარათიდან, რომელსაც ვადა ჰქონდა გასული.

რა დასკვნა უნდა გამოიტანოს ამ სიტუაციიდან იგივე ბანკის მენეჯმენტმა, რომ გამოასწოროს თავისი მომსახურება?

  1. ნუ გგონიათ, რომ თუ ვინმე შენიშვნას გიწერთ ან გეუბნებათ, ეს მხოლოდ იმიტომ არის რომ სესხი არ მიეცით ან ძველი თანამშრომელია, ან გაბოროტებული კლიენტია. არის ასეთი თეორია, რომელსაც ქვია ჩემი ბანკი. ეს თეორია გულისხმობს, რომ არ დახტიხარ ბანკიდან ბანკში მაშინაც კი როდესაც შენი ბანკი უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს გთავაზობს. მხოლოდ ერთი ან ორი პროცენტისთვის და გიკლებს პროცენტს როცა უხსნი სიტუაციას. წარმოიდგინეთ რომ არიან ასეთი ადამიანებიც და უნდათ რომ მათივე მომსახურება მოსახერხებელი და უფრო მარტივი იყოს ისევ მათთვის და არა სხვისთვის.
  2. როდესაც დაპირდებით ადამიანს, რომ შეატყობინებთ თუ რაშია საქმე აუცილებლად დაუკავშირდით და გააგებინეთ რა მოხდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანგარიშებზე ასეთ მინუსებს ხედავს.  ეს აუცილებელია, რომ არ გქონდეს უაზრო მოლოდინი და არ გიწევდეს ყველაფრის შენით გარკვევა. მერე უკვირს კომპანიებს, როდესაც კლიენტები მიდიან და ჩხუბობენ გამწარებული, თქვენ და სხვა კომპანიები კი მათ ზემოდან დამცინავად გადახედავთ და იტყვით, რომ გიჟია.
  3. იდეურად ბარათის ვადის გასვლა არ ნიშნავს ანგარიშების დახურვას, რის გამოც არ უნდა დაებლოკოს ადამიანს ოპერაციები, მიუხედავად იმისა, რომ ბარათის ანგარიშებზეა საუბარი, რადგან ანგარიშს ვაბამთ ჩვენ ბარათს და არა პირიქით (ამ საკითხში კატეგორიულობა მინდა დავაფიქსირო და კეთილი ინებეთ და მოიფიქრეთ როგორ შეიძლება ამ სიტუაციის გამოსწორება და არა ის რომ მე ვცდები და ასე არ შეიძლება).
  4. ანგარიშების ხელმიუწვდომლობა არ ნიშნავს, რომ ფული მქონდეს და არ მაჭრიდეთ უაზრო წესის გულისთვის (რომელზეც ისევ ვამბობ, რომ შეიძლება “სწორია” მაგრამ არა “სწორი!”). წარმოვიდგინოთ რომ უცხოეთში წავიდა კლიენტი, რომელსაც ბარათზე უდევს ფული სესხისთვის ორი თვის სამყოფი და ამ დროს ვადა გაუვიდა? რომ ჩამოვა ხომ ჩაექცევა სისხლი როცა საურავებს ნახავს?
  5. არ დაგავიწყდეთ, რომ კლიენტების უმეტესობა არ არის გარკვეული ამ ოპერაციებში, რის გამოც სულ ყველა ბანკში და არა მხოლოდ საქართველოს ბანკში არის მუდმივი ჩხუბი და წივილ-კივილი. არის ასეთი კომპანია, http://www.usa2georgia.com რომელიც საქართველოში ბევრმა იცის. მისი დამფუძნებელი ყოველთვის ამბობს ერთსა და იმავეს, არ არის აუცილებელი ადამიანს სანქციები დაუწესო რომ გააკეთოს ის რაც გინდა, დაჯარიმება არ არის გამოსავალი, მოდი ვეძებოთ სხვა გზა რითიც ინტერესით გავაკეთებინებთ ადამიანს იმას რაც სწორია. სწორედ ასე უნდა იქცეოდეს საქართველოს ბანკიც.

ეძიეთ ინოვაცია და სწორი გადაწყვეტილებები მიიღეთ. გამართლება იმით, რომ სესხს დასვენების დღემ მოუწია და წინასწარ უნდა გადაეხადა რის გამოც საურავი დაერიცხა 2 დღეზე და უნდა გადაიხადოს, ხოლო თქვენ მართლები ხართ, ის რომ ბარათს ვადა გაუვიდა და თქვენ არაფერ შუაში არ ხართ რომ ანგარიშზე არსებულ თანხებს ვერ იყენებს კლიენტი, და თქვენ მართალი ხართ – მართალია! მაგრამ არ არის სწორი.

P.S.  როდესაც კლიენტს ბარათს დაუმზადებთ და ამაში (რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს) ფულს გადაახდევინებთ, ერთი 5 თეთრიანი sms გაუგზავნეთ რომ ბარათი დამზადდა და შეუძლია აიღოს.

ბანკები (საქართველოს ბანკი)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s