ინტელექტუალური საკუთრებების ობიექტები

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები სასაქონლო ნიშნების მიხედვით (რეგისტრაცია)

იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ბიზნესი პარალელური იმპორტებისგან, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით აუცილებელია მისი რეგისტრაცია. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულია გარკვეული რაოდენობის პროდუქცია, რომლის იმპორტის განხორციელება შეუძლებელია საავტორო უფლებების ან ზოგადად სავაჭრო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე.

სასაქონლო ნიშანს აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. უძველესი დროიდან არსებობდა სპეციალური დამღები, რომელიც  ეკუთვნოდა ამა თუ იმ პროდუქციის  მწარმოებელს. “სასაქონლო ნიშნის” მზარდი მნიშვნელობა თანამედროვე კომერციულ საქმიანობაში განაპირობა გაძლიერებულმა კონკურენციამ იმ ფირმებს შორის, რომლებიც ეწევიან ბიზნესს ერთდროულად რამოდენიმე ქვეყანაში. სასაქონლო ნიშნების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან საქონლის მწარმოებელი, საქონლის ხარისხი და ფასი. სასაქონლო ნიშანი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი რეკლამა საქონლის მიწოდებისას და მომხმარებელსა მწარმოებელს შორის კონტაქტის დამყარების საშუალება. დაცული “სასაქონლო ნიშნის” საშუალებით შესაძლებელია სამომხმარებლო ბაზრის დაცვა ყალბი საქონლისგან. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა  საქართველოში სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლებების დაცვა, რაშიც  მონაწილეობას იღებენ საბაჟო ორგანოები. დღეისათვის შემოსავლების სამსახურის მიერ დარეგისტრირებულია რამოდენიმე სასაქონლო ნიშანი და საბაჟო ორგანოები ახორციელებენ მათ იმპორტ-ექსპორტზე კონტროლს.

ეს არის ამონარიდი ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდიდან. ინტელექტუალური საკუთრების დამცავი მექანიზმი შემდეგნაირად მოქმედებს, კერძოდ:

  1. თქვენ წარადგენთ საჭირო დოკუმენტებს, რომლებიც მოთხოვნილია საქართველოს კანონმდებლობის მიერ.
  2. აკეთებთ განაცხადს, რომელიც რეგისტრირდება ინტელექტუალური საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ საქართველოს კანონით.
  3. ასევე წარადგენთ სხვა საჭირო დოკუმენტებს, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროში და პროდუქციის ნიმუშებს.

უფრო ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ მისამართზე: http://mof.ge/3081

ასევე ნახეთ ნიმუშები რომლებიც განთავსებულია ამავე გვერდზე.

გაითვალისწინეთ, რომ ეს კანონი დიდად ვერ მოახერხებს თქვენს დაცვას და რეალურად მომწოდებლისგან თქვენ უნდა გქონდეთ ყველაზე კარგი ფასი, რადგან ხშირად მსხვილი სასაწყობე მეურნეობები უცხოეთში, უფრო დაბალ ფასს იღებენ ვიდრე თქვენ (ამ შემთხვევაში კი ექსკლუზიური წარმომადგენელი, დისტრიბუტორი და ა.შ.).

შეკითხვაზე თუ რატომ? პასუხი მარტივია.

მწარმოებლების პროდუქციის დიდი ნაწილის ხელმისაწვდომობას და რეალიზაციას ახდენენ მსხვილი სასაწყობე მეურნეობები. ისინი დიდი ოდენობით ყიდულობენ მწარმოებლებისგან პროდუქციას (100 და მეტი კონტეინერი) და განსაკუთრებით დაბალ ფასში. თუ ნებისმიერი მსურველი მიაკითხავს მათ, ისინიც ასევე ყიდიან პროდუქციას ნებისმიერზე და თვით მწარმოებლისთვისაც ხშირად შეუძლებელია რეალიზაციის აკრძალვა.

ინტელექტუალური საკუთრებების ობიექტები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s