Google-ის და 17 საგამოფენო დარბაზის ინიციატივა.

ძალიან საინტერესო პროექტს წავაწყდი რამდენიმე დღის წინ. კერძოდ, საქმე ეხება გუგლი ბიძიასა და 17 საგამოფენო დარბაზის ერთობლივ პროექტს, რომლებმაც გააციფრულეს ხელოვნების ნიმუშები და განათავსეს ვებ გვერდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაათვალიეროთ თითოეული ნამუშევარი დიდი დაკვირვებით.  პირადად ჩემთვის სხვა ეფექტი აქვს, როდესაც მუზეუმში ვათვალიერებ ნამუშევარს, თუმცა ინტერნეტს ამ შემთხვევაში ორი დადებითი ასპექტი აქვს, კერძოდ კი:

  1. თუ მოისურვებთ უფრო დეტალურად შეისწავლოთ სურათის ისტორია და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, უბრალოდ განაგრძობთ ძებნას ინტერნეტში.
  2. თითოეული სურათის დათვალიერება შეიძლება დიდი დაკვირვებით, რადგან მაღალი ხარისხის სურათებია, რომლებიც გადმოსცემენ ყველა დეტალს.

გადახედეთ და დაათვალიერეთ ნამუშევრები. იმედია მოგვიანებით (თუ ჯერ არ გინახავთ) ყველა მათგანს უშუალოდ მუზეუმშიც ნახავთ.  ამ ვირტუალურ მუზეუმში შეგიძლიათ გადაადგილება და ყველა ოთახის დათვალიერება. რამდენადაც მე მივხვდი, აქ გამოყენებულია Google Street View-ს ტექნოლოგია, რაც ძალიან საინტერესო და ინოვაციურია. ყველაფერთან ერთად, საიტი საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი ვირტუალური გალერეა და განათავსოთ ის თქვენს ვებ გვერდზე. მოკლედ ძალიან საინტერესოა და გისურვებთ წარმატებულ სერფინგს კულტურაში.

ამ ვიდეოში კი შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ ხდებოდა ამ ჩანაფიქრის გაცოცხლება.

http://www.youtube-nocookie.com/v/aYXdEUB0VgQ?fs=1&hl=en_US

საიტის მისამართია: http://www.googleartproject.com/

Google-ის და 17 საგამოფენო დარბაზის ინიციატივა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s