ბიზნესის რეგისტრაცია – სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა რეესტრის სამსახურმა. ბევრს ალბათ არც უნახავს. ციფრები და გრაფიკები ძალიან ლამაზია. მხოლოდ ორი შეკითხვა გიჩნდება ამ ანალიზის შესწავლის შემდეგ:

1. რა არის საშუალო ბრუნვა რეგისტრირებული საწარმოების?
2. რამდენ რეგისტრირებულ სუბიექტს დღიდან დაარსებისა ჰქონდა 500 ლარზე ნაკლები ბრუნვა ჯამში?

2010 წელს 12 თვეში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების მთლიან რაოდენობაში 74.0%-ს შეადგენენ ინდივიდუალური მეწარმეები (ანუ ყოველი 100 ბიზნეს სუბიექტიდან 74 რეგისტრირდება ინდივიდუალური მეწარმის სახით), 23.7%-ს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები და 2.0%-ს – არასამეწარმეო იურიდიული პირები.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გასაგებია, თუ რა ბიზნესის მაშტაბებია საქართველოში და რატომ არ სურს მსხვილ უცხოურ კომპანიებს საქართველოში სერიოზული ინვესტიციების განხორციელება. თუმცა, ის, რომ უცხოური მსხვილი კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით თავს არ იკლავენ სიახლე არ არის, თუმცა სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია, კერძოდ:

განსხვავებით საქართველოსგან, განვითარებულ ქვეყნებში მეწარმე სუბიექტმა, რომელსაც იგივე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სურს დაარეგისტრიროს, ვალდებულია წარმოადგინოს მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც მიუთითებს რეგისტრანტის განზრახვების სერიოზულობაზე. დღეისათვის, სამწუხაროდ, საქართველოში ერთგვარი რეკლამის მიზნით კომპანიის რეგისტრაცია კაპიკებშია შესაძლებელი რაც კატეგორიულად მიუღებელი, თუმცა ამას ყურადღებას არავინ არ აქცევს, რადგან მაშინ სარეკლამო და ნოვატორული არაფერი გვექნება, არადა საგარანტიო თანხის არსებობა აუცილებელია, რომელიც რეალურად თუ ბიუჯეტში არა სადაზღვევო კომპანიებში უნდა მიდიოდეს, რომლებიც თავის თავზე უნდა იღებდნენ კომპანიის გაკოტრების შემთხვევაში გარკვეულ რისკებს, რომლითაც მოემსახურებიან კომპანიის ვალდებულებებს. უდაოა, რომ მსგავსი ფორმა შესაძლოა კომპანიებმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ, თუმცა დამცავი მექანიზმების შემუშავება ყოველთვის შეიძლება.

სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ერთგვარი ცვლილებები შეიტანოს კომპანიის რეგისტრაციის წესებში, სადაც არ იქნება შესაძლებელი ჰაერზე კომპანიის რეგისტრაცია. უამრავი საპნის ბუშტი, რომელიც გროვდება ყოველდღიურად ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეიძლება ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ კომპანიების მფლობელებსაც.

  1. უაზროდ გაბერილი უმოქმედო კომპანიების აღრიცხვა
  2. კანონში ცვლილებების შემთხვევაში დიდი ოდენობით კომპანიების შეტყობინებების დაგზავნის აუცილებლობა.
  3. რეალურად  “საპნის ბუშტის” გახეთქვა, რომლიდანაც გამოჩნდება, რომ  უკვე მიმდინარე წლის მდგომარეობით 8 ადამიანზე ერთი კომპანიაა რეგისტრირებული რაც არარეალური ციფრია. *
  4. კანონში ცვლილებების შემთხვევაში წარმოშობილი ვალდებულებების უკონტროლობა და ჯარიმებისა თუ საურავების დარიცხვა.
  5. სახელმწიფოს მიერ უმოქმედოდ დატოვებული კომპანიების დახურვის აუცილებლობის და ამ აუცილებლობის შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების წარმოქმნისას უზარმაზარი უკმაყოფილება.
  6. შეცდომით დარიცხული გადასახადები.

    მაგალითისათვის პირადად მე, ზუსტად 6 თვის მანძილზე ვამტკიცებდი, რომ არ ეკუთვნოდა ჩემს უპატრონო კომპანიას მიწის გადასახადის გადახდა, რადგან მიწა საერთოდ არ გააჩნდა. ამ დროს რაიონული საგადასახადო ხელს რეესტრისკენ იშვერდა და აცხადებდა, რომ ინფორმაცია კომპანიის მიერ მიწის ფლობაზე მიღებული იყო სწორედ ამ ორგანიზაციიდან, ხოლო რეესტრი ითხოვდა წარმომედგინა დოკუმენტი ან მიმეთითებინა განცხადებაში ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც იყო საუბარი, რომლის მისამართი არც თვითონ საგადასახადომ არ იცოდა და რათქმაუნდა არც მე. 6 თვიანი ბრძოლის შემდეგ მივაღწიე ნაწილობრივ ჩამოწერას ამ თანხისას და შემდეგ დაღლილი უბრალოდ შევეშვი. იმ შემთხვევაში კი თუ საწარმოს გარანტიად ექნებოდა რაიმე თანხა რეგისტრაციისას გადახდილი არ მივატოვებდი ასე სტატისტიკის ანაბარად კომპანიას და მისი დახურვის პროცესს ბოლომდე მივიყვანდი.

დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

სტატიაში გამოყენებულია ინფორმაცია, შემდეგი საინფორმაციო ბიულეტენიდან:  http://www.napr.gov.ge/uploads/llaws/b12.pdf

*ნუ გავითვალისწინებთ, ნურც ადრეულ წლებში რეგისტრირებულ კომპანიებს და ნურც დახურულებს.

ბიზნესის რეგისტრაცია – სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s