მოგზაურობა ეგვიპტეში

ეგვიპტეში პირველად და იმედია უკანასკნელად 2007 წელს ვიყავი აპრილში. წარმოდგენა რაც ამ ქვეყანაზე მქონდა წიგნებიდან და ინტერნეტიდან პირველივე დღეს დამეკარგად. წიგნში “ფარაონი” და ინტერნეტ რესურსებში აწერილი ქვეყანა სინამდვილეში საშინელება აღმოჩნდა. ბუმბერაზმა სფინქსებმა და პირამიდებმაც კი დაკარგეს იერსახე ამ ხალხის ხელში. ვფიქრობ არასოდეს მეტი არ გამიჩნდება ამ ქვეყანაში წასვლის სურვილი. ეს ის ქვეყანაა, რომელშიც კულტურა ჩაისახა, თუმცა ჩანასახშივე მოკვდა.  ეს ის ქვეყანაა, რომელსაც გარდა ოქროს ქვიშებისა, არაჩვეულებრივი წითელი ზღვა აქვს სავსე სხვადასხვა ულამაზესი თევზებით. დაივინგი შესანიშნავია, მაგრამ როცა ქვეყანას ნახავ და ჩაყვინთავ ამოსვლა და უკან დაბრუნება აღარ მოგინდება.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ვარსკვლავი აქვს სასტუმროს მომსახურების ხარისხი ყველგან ერთი და იგივე ნაირად დაბალია. მომსახურე პერსონალი გაუბედურებული და გამათხოვრებულია. ქალაქში გამოსვლა და ტაქსში ჩაჯდომა ნიშნავს გადაეკიდო “მოსაწევით”  გაბრუებულ მძღოლს, რომელიც შეიძლება მოძრავი მანქანიდან გადმოვიდეს. ჩემი მეგობრები სწორედ მსგავსს გადაეკიდნენ როდესაც დანით დაემუქრა მათ. ყველგან მაღაზიებში ძალდატანება და მოტყუება. ძალდატანება პროდუქციის ყიდვის მიზნით და შესამჩნევი აგრესიაც. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანა შავ სიაშია მოხვედრილი იმ ქვეყნებს შორის სადაც დაბრუნება აღარ მოგინდება არასოდეს.  არაფერს ვამბობ იმაზე, რომ არავის არ უნდა ათხოვოთ ფოტოაპარატი ან კამერა, რადგან შეიძლება სპრინტერივით 100 მეტრიან დისტანციაზე მოგიწიოთ სირბილი და არ უნდა დაჯდეთ არც აქლემზე და არც სხვა ცხოველზე თუნდაც სურათის გადასაღებად, რადგან შესაძლოა უფასო შეჯდომა საკმაოდ ძვირიან ჩამოსვლად დაგიჯდეთ.

პირადად ჩემი რჩევაა, თუ მაინც წახვალთ ამ ქვეყანაში მოერიდოთ ბაზრებს და ტაქსით სიარულს. ამოირჩიეთ თქვენი სასტუმრო სწორად და შეეცადეთ მთელი დრო შიგნით გაატაროთ. ტურისტულ მარშრუტებს რაც შეეხება, მათაც მასიმალურად მოერიდეთ. უშუალოდ მე, სინას მთაზე ასასვლელად წავედი, როდესაც მისვლა დავაგვიანეთ აქეთ წაგვიყენეს პრეტენზიები და ისე გვარბენიეს მზის ამოსვლამდე მისასწრებად, რომ მთელი სიამოვნება (თუ მაგ მთაზე ასვლაში არის რამე სიამოვნება) დამეკარგა.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ის ქვეყანაა სადაც მეორედ კი არა საერთოდ არ უნდა წახვიდე. ხალხი განსაკუთრებით იმაში ტყუვდება, რომ ფასი იგივე თურქეთთან შედარებით დაბალია, თუმცა არ ითვალისწინებენ იმას (და განსაკუთრებით ამას მათ გასაგონად ავღნიშნავ, ვინც თვლის რომ თურქეთიც არ ახატია გულზე), რომ დასვენება უნდა იყოს მართლაც დასვენება და არა ჩხუბი და მუშტების მოქნევაში გატარებული დრო.

შეგიძლიათ ვირტუალური ტურებით დაკმაყოფილდეთ: http://www.egyptvoyager.com/virtualtours.htm

მოგზაურობა ეგვიპტეში

2 thoughts on “მოგზაურობა ეგვიპტეში

  1. სალომე says:

    ისტორიული ქვეყნის ასე გასაზიზგრება მე ჯერ არსად მომისმენია.შენ ალბათ ეგვიპტე და New York City ერთმანეთში აგერია.იქ სიძველეებია და არა ბევერლი ჰილზი შოპინგისათის.

    1. alva says:

      არასოდეს მინახავს ნიუ იორკი, მაგრამ რაც ეგვიპტეზე წამიკითხავს იმასთან შედარებით რეალობა არაფერია.
      წარმატებებს გისურვებ ელენე ეგვიპტის დათვალიერებების დროს, მაგრამ იმედია მხოლოდ დადევითი კუთხით ნახავთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s