კვების პროდუქცია საქართველოს ბაზარზე

დღეს თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებით მიმდინარეობს იმის დადგენა, თუ რატომ გაიზარდა ფასები პროდუქციაზე და რა გველოდება 2011 წელს. ტელეკომპანია მაესტრო 2011 წლის 13 იანვარს აწარმოებდა მოსახლეობის გამოკითხვას თემაზე: “რამ გამოიწვია საქართველოში ფასების ზრდა?“. თუ ვიტყვით, რომ შესაძლოა შეკითხვა სწორად იყოს დასმული, პასუხების არჩევანი კი ნამდვილად არ იყო დამაკმაყოფილებელი. შემოსული ზარებზე დაკვირვებით, მკვეთრად იგრძნობოდა სუბიექტური მოსაზრებები, რაც ჩვენ მუდმივად გვახასიათებს. გამოთქმული აზრები მიმართული იყო პირადი უკმაყოფილების გამოსახატად და არანაირად არ ასახავდა რეალურ მდგომარეობას. იმან, რომ შეკითხვის შესაძლო პასუხებიც არ იყო სწორად წარმოდგენილი, ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ შედეგიც შეუსაბამო წარმოგვიდგა.

წარმოდგენლი პასუხებს მე აუცილებლად დავამატებდი კიდევ ერთს, რომელიც არის ხელოვნური ფაქტორისა და გლობალური კრიზისის ნაზავი, თუმცა თვითონ პასუხი “გლობალური კრიზისი” უკვე არასწორია, რადგან აქ საუბარია ნედლეულის ღირებულების ზრდაზე მისი უკმარისობიდან გამომდინარე და არა იგივე საბერძნეთში ან ირლანდიაში არსებული კრიზისით. ამავდროულად კრიზისის დროს მსყიდველობითი უნარი მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ან მიწოდება უნდა შემცირდეს ან ფასებმა უნდა დაიწიოს ამა თუ იმ ქვეყანაში.

ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ თურმე ეს ყველაფერი საწვავის ფასის ზრდით არის გამოწვეული საქართველოში. უდაოა ის ფაქტი, რომ საწვავი ჩვენთან მართლაც ძვირია, თუმცა არა უცხო ქვეყნებთან მიმართებაში, არამედ მის ღირებულებასთან, თუმცა ეს საკმაოდ ღრმა თემაა და ამაზე საუბარი მხოლოდ ცალკე შეიძლება. იმის თქმა კი, რომ ძირითადი მიზეზი ყველაფრის მაინც საწვავია – არასწორია.

გამოკითხვაში აუცილებლად მისათითებელი იყო, რომ ყველაფერი გამოწვეულია ერთდროულად როგორც გლობალური კრიზისით, ასევე ხელოვნური, შიდა ფაქტორებით. საუბარია სახელმწიფოს მიერ გარკვეული სახის გადასახადების ზრდით და ისეთი მომსახურებების დაბეგვრით, რომელიც 2011 წლამდე არ იბეგრებოდა. ბევრი გადასახადი შემოღებული იყო 2010 წლის მანძილზე, რომელიც მანამდე არ არსებობდა.  ყველაზე ადვილი არსებული მდგომარეობის აღქმა იქნება მაგალითზე, რომელიც აგებულია იმპორტის შემთხვევაზე, რადგან საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობის პროდუქცია იწარმოება და ქვეყანა რეალურად ჩამოკიდებულია იმპორტზე და აი ისიც:

იმპორტული  რძის და ხორცის პროდუქციის მაგალითი.

დღეისათვის რძის პროდუქციის იმპორტი საქართველოში ძირითადად ხორციელდება რუსეთიდან და უკრაინიდან, თუმცა უპირატესობა მაინც რუსეთიდან იმპორტს ეთმობა. 2010 წლის მეორე ნახევარში, ყველას გვახსოვს რუსეთში არსებული ხანძრები და უჩვეულო სიცხეები, რომლებმაც საქონლის საკვების დეფიციტი გამოიწვია.

ცოცხალი რძე რეალურად არ იყო საკმარისი, რის გამოც ექსპორტიორი კომპანიები ვერ ახდენდნენ საკმარისი რაოდენობის ნედლეულის შეძენას, რამაც ერთი პერიოდი საქონლის საგრძნობი დეფიციტი გამოიწვია. ამასთან ერთად, საქართველოში ტვირთები, რომლებიც თავიანთი ვადიანობის გამო ტრანსპორტირებული უნდა იყვნენ ავტომობილებით პრობლემის წინაშე დადგნენ, რადგან გაძვირდა თვითონ საქონლის ტრანსპორტირება, რასაც ქვემოთ გაკვრით შევეხებით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გახსნა ლარსის გამშვები პუნქტი, რეალურად ეს გამშვები პუნქტი საქართველოს კომპანიებს არ ემსახურება და განკუთვნილია მხოლოდ სასომხეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რაც მარტივად იმას ნიშნავს, რომ როგორც გამშვები პუნქტი და  საქართველო ასრულებს სატრანზიტო დერეფნის როლს, ხოლო ქართული კომპანიებისთვის ამ გამშვები პუნქტიდან სარგებელი არის 0.

ამავე პერიოდში, საქართველოში რუსეთიდან შემოსული ტვირთები აზერბაიჯანის გავლით ან გემით “ნოვოროსიისკის” პორტით  შემოდის, რის გამოც ტრანსპორტირების ღირებულება მაღალია. ამ ყველაფერს ის დაემატა, რომ თანხა, რომელსაც იმპორტიორები იხდიან ტრანსპორტირებაში, აზერბაიჯანული კომპანიების მხრიდან გაიზარდა (ქართული მანქანები ვერ მოძრაობენ რუსეთის ტერიტორიაზე, რის გამოც დამოკიდებული ვართ აზერბაიჯანულ სატრანსპორტო კომპანიებზე) ტრანსპორტირების ღირებულება, რამაც ასევე გავლენა იქონია პროდუქციის თვითღირებულებაზე.   სამწუხაროდ ბევრ პროდუქტზე (ამ შემთხვევაში ეს ჯერ არ შეხებია რძის ნაწარმს, თუმცა შეეხო მაგალითად გაყინულ ხორცს) დაწესდა მინიმალური გადასახადი. შემოღებული იყო ეგრეთწოდებული “საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლისას გამოსაყენებელი ფასების მონაცემთა სისტემა (ბმული)” ცნება (რომელიც სხვა ქვეყნებშიც არის, რაც ძირითადად გამართლებული იყო ორი კუთხით საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, კერძოდ ესენია:

I იმპორტიორების მხრიდან საქონლის ღირებულების ხელოვნური შემცირება არაკანონიერი გზით, კერძოდ ინვოისებში ფასების ხელოვნური შემცირებით, ხოლო

II ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რაც გამოიხატება იმპორტული საქონლის ღირებულების ხელოვნური გაზრდით, რის ხარჯზეც ადგილობრივ წარმოებაზე უნდა გაიზარდოს მოთხოვნა და “დასაქმდეს” ადგილობრივი მოსახლეობა.)

ამ მიზეზით იმ შემთხვევაშიც კი თუ იმპორტიორი იგივე გაყინული ღორის ხორცს შეიძენდა 1.5 აშშ დოლარად და კურსი ამ მომენტში იყო 1.80 საიდანაც განბაჯება უნდა მომხდარიყო 2.7 ლარიდან, მისი განბაჟება მაინც 3.5 ლარიდან უნდა მოახდინოს. (http://www.mof.ge/show_law.aspx?id=403)  რაც ერთის მხრივ გამართლებულია, როგორც ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში გაზრდილი ქათმების რაოდენობა საკმარისია მხოლოდ ერთი თვით მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეს ამ ეტაპზე წესით სუბსიდიების და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერით უნდა მომხდარიყო და არა ამ მეთოდით.

აქვე ხაზი იმ ფაქტსაც უნდა გავუსვათ, რომ ძირითადი პროდუქცია, რომელიც მოიხმარება მოსახლეობის მხრიდან იმპორტირებულია და მისი ღირებულება 2010 წლის მეორე ნახევრიდან საგრძნობლად გაძვირდა. თუ იგივე გაყინული ღორის ხორცი 1450$ ღირდა დღეს მისი ფასი 2200$-ზე მეტია, რისი დაბრალებაც სახელმწიფოზე და მის სტრუქტურებზე არ შეიძლება.

მიუხედავად ამისა, გაუმართლებელი დამატებითი დაბეგვრის შემოღება იგივე ტრანსპორტირებაზე, რაც კიდევ უფრო აძვირებს პროდუქციის ღირებულებას, რადგან ყველა დაწესებული გადასახადი საბოლოო ჯამში “ურტყამს”  საბოლოო მომხმარებელს და არანაირად სახელმწიფოს ან იმპორტიორს.  მიმდინარე წლიდან დღგ-თი დაიბეგრება საქონლის ტრანსპორტირების იმპორტი, რომელიც მანამდე არ იბეგრებოდა. ასევე უცხოური სატრანსპორტო საშუალებით საქონლის ტრანსპორტირება ნაცვლად 4%-ისა, 10%-ით დაიბეგრება და იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ტრანსპორტით ბევრ ქვეყანაში ვერ ხდება გამგზავრება, ასევე საქართველოდან ექსპორტი ძალიან დაბალია ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გვირტყამს ჩვენ როგორც საბოლოო მომხმარებლებს.

მოდით ვნახოთ ორი ცხრილი რა იყო და რა არის ახლა:

რა იყო –
იმპორტირებული საქონლის ღირებულება 1.5$
ტრანსპორტირების ღირებულება 0.15$
საბაჟო გადასახადი 5% – 0.0825$
გადასახადი ტრანსპორტზე 4% 0.006$
ჯამი – 1.7385$

რა არის –
იმპორტირებული საქონლის ღირებულება 1.5$
სარეზერვო მეთოდით ღირებულება 1.94$
ტრანსპორტირების ღირებულება 0.15$
საბაჟო გადასახადი 5% -0.105$
გადასახადი ტრანსპორტზე 10% 0.015$
ჯამი – 1.7700$

რა თქმა უნდა ეს გამოთვლა მხოლოდ მოდელია და ძალიან უხეშად აღწერს რეალობას, მაგრამ მაინც საშუალებას მოგცემთ მიხვდეთ თუ რაზეა საუბარი. ახლა ეს ღირებულებები გადავთვალოთ მილიონებზე და ვნახოთ რამდენით მეტს იხდის რიგითი მოქალაქე. პროდუქციის ღირებულება ძალიან ბევრ საქონელზე გაძვირდა ზოგ შემთხვევაში 20%-მდე, რაშიც სახელმწიფო არ არის დამნაშავე, უშუალოდ მომწოდებლების ფასზეა საუბარი, თუმცა სახელმწიფო რატომღაც სხვა გზას ირჩევს და ალტერნატიული გზების ძებნის ნაცვლად უბრალოდ თავის “წილს” იღებს არსებული გაძვირებიდან, ხოლო ინფლაციაზე აცხადებს რომ 10%-ზე დაბალია რაც ნამდვილად ვერ იქნება ასე.

ამასთან ერთად ამდენი ხანია გაუგებარია, რატომ არ ცვლის შეღავათებს და არ გადააქვს რუსული საქონლიდან ევროპულ საქონელზე, რომელიც რუსულზე გაცილებით იაფია და ყოველმხრივ უკეთესი ხარისხის. მიუხედავად ამისა, რუსეთიდან ბევრი საქონლის იმპორტზე მოხსნილია გადასახადი და მხოლოდ დღგ-თი იბეგრება, ხოლო ევროპიდან არა რაც უბრალოდ სასაცილოა.  ამასთან ერთად, იგივე რუსეთმა ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო და დებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, კერძოდ კი ფერმებში. მათი გეგმა რამდენიმე წელიწადში პროდუქციის ექსპორტირების ორგანიზებაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს არ აქვს საკმარისი რესურსი საკვების მიღებისთვის ცხოველების გამოსაკვებად, მაინც არის გარკვეული სახის შესაძლებლობები, რომლითაც შეიძლება ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა და არა უბრალოდ საიმპორტო გადასახადების გაზრდა არამედ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა.

ხშირად ვამბობთ, რომ საზღვრები გახსნილი გვაქვს და შეგვიძლია ნებისმიერ ქვეყანასთან ვაჭრობა, თუმცა რეალურად ბევრი ქვეყანა თავის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი დასახელების პროდუქციას არ ატარებს, იგივე რუსეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი, რაც შეიძლება ერთ დღეს ძალიან მძიმედ შემოგვიბრუნდეს.

იმედს ვიტოვებ, როდესაც მსგავსი გამოკითხვები ჩატარდება კიდევ უფრო სწორად იქნება დასმული როგორც შეკითხვა, ასევე სავარაუდო პასუხებით. შეუძლებელია ყველაფერში ერთი მხარე დაადანაშაულო. რეალურად ყველაფერი მიმდინარე პერიოდში ისეა ჩახლართული ერთმანეთში, რომ ძნელია გაარჩიო ერთმანეთისგან როგორც მიზეზი და შედეგი ასევე ფაქტორები.


კვების პროდუქცია საქართველოს ბაზარზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s