მოგზაურობა ეგვიპტეში

ეგვიპტეში პირველად და იმედია უკანასკნელად 2007 წელს ვიყავი აპრილში. წარმოდგენა რაც ამ ქვეყანაზე მქონდა წიგნებიდან და ინტერნეტიდან პირველივე დღეს დამეკარგად. წიგნში “ფარაონი” და ინტერნეტ რესურსებში აწერილი ქვეყანა სინამდვილეში საშინელება აღმოჩნდა. ბუმბერაზმა სფინქსებმა და პირამიდებმაც კი დაკარგეს იერსახე ამ ხალხის ხელში. ვფიქრობ არასოდეს მეტი არ გამიჩნდება ამ ქვეყანაში წასვლის სურვილი. ეს ის ქვეყანაა, რომელშიც კულტურა ჩაისახა, თუმცა ჩანასახშივე მოკვდა.  ეს ის ქვეყანაა, რომელსაც გარდა ოქროს ქვიშებისა, არაჩვეულებრივი წითელი ზღვა აქვს სავსე სხვადასხვა ულამაზესი თევზებით. დაივინგი შესანიშნავია, მაგრამ როცა ქვეყანას ნახავ და ჩაყვინთავ ამოსვლა და უკან დაბრუნება აღარ მოგინდება.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ვარსკვლავი აქვს სასტუმროს მომსახურების ხარისხი ყველგან ერთი და იგივე ნაირად დაბალია. მომსახურე პერსონალი გაუბედურებული და გამათხოვრებულია. ქალაქში გამოსვლა და ტაქსში ჩაჯდომა ნიშნავს გადაეკიდო “მოსაწევით”  გაბრუებულ მძღოლს, რომელიც შეიძლება მოძრავი მანქანიდან გადმოვიდეს. ჩემი მეგობრები სწორედ მსგავსს გადაეკიდნენ როდესაც დანით დაემუქრა მათ. ყველგან მაღაზიებში ძალდატანება და მოტყუება. ძალდატანება პროდუქციის ყიდვის მიზნით და შესამჩნევი აგრესიაც. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანა შავ სიაშია მოხვედრილი იმ ქვეყნებს შორის სადაც დაბრუნება აღარ მოგინდება არასოდეს.  არაფერს ვამბობ იმაზე, რომ არავის არ უნდა ათხოვოთ ფოტოაპარატი ან კამერა, რადგან შეიძლება სპრინტერივით 100 მეტრიან დისტანციაზე მოგიწიოთ სირბილი და არ უნდა დაჯდეთ არც აქლემზე და არც სხვა ცხოველზე თუნდაც სურათის გადასაღებად, რადგან შესაძლოა უფასო შეჯდომა საკმაოდ ძვირიან ჩამოსვლად დაგიჯდეთ.

პირადად ჩემი რჩევაა, თუ მაინც წახვალთ ამ ქვეყანაში მოერიდოთ ბაზრებს და ტაქსით სიარულს. ამოირჩიეთ თქვენი სასტუმრო სწორად და შეეცადეთ მთელი დრო შიგნით გაატაროთ. ტურისტულ მარშრუტებს რაც შეეხება, მათაც მასიმალურად მოერიდეთ. უშუალოდ მე, სინას მთაზე ასასვლელად წავედი, როდესაც მისვლა დავაგვიანეთ აქეთ წაგვიყენეს პრეტენზიები და ისე გვარბენიეს მზის ამოსვლამდე მისასწრებად, რომ მთელი სიამოვნება (თუ მაგ მთაზე ასვლაში არის რამე სიამოვნება) დამეკარგა.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ის ქვეყანაა სადაც მეორედ კი არა საერთოდ არ უნდა წახვიდე. ხალხი განსაკუთრებით იმაში ტყუვდება, რომ ფასი იგივე თურქეთთან შედარებით დაბალია, თუმცა არ ითვალისწინებენ იმას (და განსაკუთრებით ამას მათ გასაგონად ავღნიშნავ, ვინც თვლის რომ თურქეთიც არ ახატია გულზე), რომ დასვენება უნდა იყოს მართლაც დასვენება და არა ჩხუბი და მუშტების მოქნევაში გატარებული დრო.

შეგიძლიათ ვირტუალური ტურებით დაკმაყოფილდეთ: http://www.egyptvoyager.com/virtualtours.htm

მოგზაურობა ეგვიპტეში

პლაგიატობა რეკლამაში

ჟურნალმა ლიბერალმა, თითიდან გამოწოვილი სტატია მიუზღვნა საქართველოს ბანკის რეკლამას, რომელიც ძველი ავტომობილის ახალზე გადაცვლას ეძღვნებოდა. ანა დოლიძის ბლოგში განთავსებულია სტატია: ბორატი საქართველოს ბანკიდან, რომელიც ეძღვნებოდა ქალების უფლების შელახვას და სხვა მსგავს სისულელეს. წარმოუდგენელი ახსნა მოუნახა ავტორმა ამ რეკლამებს და სარეკლამო კომპანია დაადანაშაულა ქალებისადმი არასწორ დამოკიდებულებაში. საერთოდ ფემინისტრური მიდგომები ღუპავს მსოფლიოს და ეს კარგად ჩანს უკვე. დემოკრატიაზე საუბრით ტვინი შეგვიჭამეს და ყველაფერი ნელნელა უკვე “მარაზმში” გადადის, რაც მალე იმაში იქნება გამოხატული, რომ ქალს მოწმის გარეშე ვეღარ დაელაპარაკები.

მაგრამ ამ ჩანაწერში ხაზი მინდა გავუსვა ბანკის სარეკლამო კომპანიის მიერ განხორციელებულ საშინელ პლაგიატობას, რომელიც გამოიხატა მსოფლიოში ცნობილი ავტომწარმოებლის, VW-ის რეკლამის თითქმის იდეალური ასლის შემქნაში. ჩემს მეგობრებთან საუბრისას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ბანკთან დავრწმუნდი, რომ უშუალოდ ბანკმა არ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ ბანკთან არც მაქვს მე პრეტენზია, არამედ იმასთან, რომ არ გახმაურდა ამ სარეკლამო კომპანიის სახელწოდება. თუმცა ყველა სახის რეკლამა რეკლამაა. უარყოფითიც კი მოქმედებს კომპანიის პოპულარიზაციაზე და მალე ამ რეკლამასაც ყველა დაივიწყებს.

ორიგინალი

http://www.youtube-nocookie.com/v/SGhxeSaFvmc?fs=1&hl=en_US

დამახინჯებული ასლი

http://www.youtube-nocookie.com/v/f9HjyJk-HUI?fs=1&hl=en_US

პლაგიატობა რეკლამაში

Incoterm: CFR or CNF = Cost and Freight

ICC – Incoterms

ხშირად იბადება კითხვა, თუ რა არის CNF ტრანსპორტირების პირობა. CNF არის CFR პირობის ძველი ვარიანტი, რომელიც დღეს-დღეობით უკვე იშვიათად გამოიყენება, თუმცა მათ შორის სხვაობა არ არის.  რაც ნიშნავს, რომ ის ხვდება ჯგუფში C (Group C – Main Carriage Paid) ანუ ძირითადი სატრანსპორტო ხარჯი გაწეულია.

http://www.iccwbo.org/incoterms/

ტრანსპორტირების წესები ნებისმიერი ფორმით ტრანსპორტირებისას

  1. EXW Ex Works
  2. FCA Free Carrier
  3. CPT Carriage Paid To
  4. CIP Carriage And Insurance Paid To
  5. DAT Delivered At Terminal
  6. DAP Delivered At Place
  7. DDP Delivered Duty Paid

წესები საწღვაო ან შიდა, წყლით ტრანპორტირებისთვის.

  1. FAS Free Alongside Ship
  2. FOB Free On Board
  3. CFR Cost And Freight
  4. CIF Cost, Insurance and Freight
Incoterm: CFR or CNF = Cost and Freight

ოპტიმიზმი თუ პესიმიზმი

იშვიათად თუ მოინახება ადამიანი, რომელსაც არ უფიქრია ნახევრად სავსე ან ნახევრად ცარიელ ჭიქაზე. თუმცა ვინც ეს სურათი შექმნა მან ალბათ ყველაზე მართალი გამოსავალი იპოვა დასმული შეკითხვიდან, პესიმისტიც, გარკვეულწილად ოპტიმისტია.

ოპტიმიზმი თუ პესიმიზმი

გენიალური სტრატეგოსები: მიხეილ სააკაშვილი

“ერთი ოპოზიაცია რომელიც უპირისპირდება მეორეს ეს არის ყველაზე საუკეთესო საჩუქარი უუნარო კორუმპირებული მთავრობისთვის, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ აქვს რომ თვითონ მოიგოს არჩევნები.” – მიხეილ სააკაშვილი.

გენიალური ფრაზა თქვა  და გენიალურადაც გამოიყენა, ყოველ შემთხვევაში დღეს არარსებული ოპოზიციის დროს.

http://www.youtube-nocookie.com/v/DQ207c5Uxb0?fs=1&hl=en_US

გენიალური სტრატეგოსები: მიხეილ სააკაშვილი

უაზრო კანონები ამერიკაში


  1. კალიფორნიაში აკრძალულია მანქანისთვის მძღოლის გარეშე გადაადგილება 60 მილზე უფრო სწრაფად.
  2. კონექტიკუდში მზის ჩასვლის შემდეგ აკრძალულია უკუ სვლით სიარული.
  3. ფლორიდაში აკრძალულია შიშველი ბანაობა.
  4. აიდაჰოში ღიმილის გარეშე ყოფნა იკრძალება.
  5. ილინოისში აკრძალულია ინგლისურად ლაპარაკი.
  6. ლოვაში ულვაშიან მამაკაცს ეკრძალება ქალის კოცნა საზოგადოებაში.
  7. კენტუკიში ქალს არ აქვს უფლება შეიძინოს ქუდი ქმრის ნებართვის გარეშე.
  8. ლუიზიანაში ყალბი დაპირებისთვის 1 წლამდე ციხეა.
  9. მაინში თვითმფრინავიდან გამოსვლა იკრზალება თუ ის დაფრინავს. Continue reading “უაზრო კანონები ამერიკაში”
უაზრო კანონები ამერიკაში